ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კითხვა: მიშველის თუ არა, 400-მილიგრამიანი მოქსიფლოქსაცინი ნორმონი ფილტვების ანთებაზე, რომელსაც საშარდე გზების ანთებაც ერთვის?
პასუხი: მოქსიფლოქსაცინი ინიშნება მოზრდილებში პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების დროს, მათ შორის, უროგენიტალიური ინფექციებისა და სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების დროს, როგორიცაა მწვავე ბაქტერიული სინუსიტი, ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება, პნევმონია, ფილტვების ანთება.
კითხვა: მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ზედა ლეტარალურ კვადრატში ისახება ოვალური ფორმის იზოჰიპოექოგენური ქასოვილოვანი წარმონაქმნი ზომით – 11,6 მილიმეტრი, ცუდად გამოხატული ვასკულარიზაციით (Bi-Rads 3). გთხოვთ განმიმარტოთ ეს მონაცემები.
პასუხი: ის ფაქტი, რომ კვანძს აქვს ოვალური ფორმა და ცუდად გამოხატული ვასკულარიზაცია (სისხლძარღვოვანი ქსელი), დამახასიათებელია კეთილთვისებიანი ცვლილებებისთვის, როგორიცაა ხშირი ფიბროადენომა. კვლევის ბოლოს მითითებული BI-RADS 3 კლასიფიკაცია ნიშნავს, რომ ონკოლოგიური რისკი ძალიან დაბალია – 1%-ზე ნაკლები. რაც ნიშნავს, რომ წარმონაქმნი, თითქმის დაზუსტებით, არ არის საშიში. თუმცა, ამ კატეგორიის დროს რეკომენდებულია დინამიკური დაკვირვება 3–6 თვეში ერთხელ, რათა დადასტურდეს, რომ კვანძი არ იზრდება და არ იცვლის ფორმას.
კითხვა: მიხაკის დაღეჭვა უზმოზეა სასარგებლო თუ ჭამის შემდეგ? ჭამიდან მაშინვე თუ ცოტა დრო უნდა გავიდეს, რომ დავღეჭოთ?
პასუხი: ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია: ჭამის შემდეგ, 20-30 წუთის შემდეგ დაღეჭოთ 1 ცალი მიხაკი, თანაც, არა ყოველდღე და არა დიდი ხნით. უზმოზე კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ კუჭი არ გიღიზიანდებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





