მედიცინა

ექიმის რჩევები

№4

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: მაწუხებდა მუცლის ტკივილი, შებერილობა. ექოსკოპია რომ გადავიღე, მითხრეს, მქონდა მონელების პრობლემა, ასევე რკინის ნაკლებობა და კუჭის დაბალი მჟავიანობა. ახლა ვიღებ წამალს და ვსვამ ლიმონიან წყალს. მდგომარეობა გამიუმჯობესდა, თუმცა მუცელი გამკვრივებული და გაზრდილი მაქვს (გამხდარი ვარ და ჩემს წონასთან შედარებით მუცელი დიდი მაქვს). ხომ არ არის საჭირო ქირურგთან ვიზიტი და სიმპტომების მიხედვით, რამდენად რეკომენდებული იქნება რამე საოპერაციო ჩარევა?

პასუხი: ზოგადად, მუცლის შებერვა და მისი ზომის (გარშემოწერილობის) მკვეთრი მატება აირების ჭარბად დაგროვებასაც უკავშირდება. მეტეორიზმის მიზეზი კი მრავალფეროვანია. დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა გაესინჯოთ ექიმს, რის შემდეგაც შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის სქემა. ამიტომ პირველ რიგში, გასტროენტეროლოგს მიმართეთ.

კითხვა: ნევროლოგმა გამომიწერა ციტოლესი და ზოლომაქსი. მითხრა, რომ მისი მიღება ლაქტაციის დროსაც შეიძლება. თქვენ რას მეტყვით?

პასუხი: ორივე პრეპარატის ლაქტაციის დროს მიღება შეგიძლიათ, ციტიკოლინის რძეში გადასვლა მინიმალურია და კლინიკურად არსებით გავლენას ბავშვზე არ ახდენს. აცეტაზოლამიდი (ზოლომაქსი) ძალზე მცირე რაოდენობით გადადის რძეში და საერთაშორისო გაიდლაინებით შეესაბამება ლაქტაციას, როცა დედას მკურნალობა სჭირდება. თუ ბავშვი ჯანმრთელია და ნორმალურად იკვებება, ეს ორი წამალი, ჩვეულებრივ, უსაფრთხოდ მიიჩნევა.

კითხვა: პილონიდალური კისტა მხოლოდ კუდუსუნთან ჩნდება?

პასუხი: დიახ, უმეტეს შემთხვევაში პილონიდალური კისტა (ანუ კუდუსუნის კისტა) ჩნდება კუდუსუნის ძვალთან, დუნდულების გამყოფ ხაზზე ზემოთ. ასე რომ, როგორც წესი, როდესაც საუბრობენ პილონიდალურ კისტაზე, იგულისხმება სწორედ ის, რაც კუდუსუნთან მდებარეობს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი