მედიცინა

ექიმის რჩევები

№1

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: 15 წლის მოზარდს პროფილაქტიკის მიზნით გავუკეთეთ ანალიზები, D ვიტამინი აღმოაჩნდა 6,78, ნორმა 30-ია. TSH კი 0.80 აქვს, ნორმაა 3-0,4. მაინტერესებს, მათ შორის არის კავშირი?

პასუხი: D ვიტამინის ძლიერი დეფიციტი (როგორც ამ შემთხვევაში – 6,78) ზოგჯერ მოქმედებს თირეოიდულ ფუნქციაზე, თუმცა TSH (0,8) ნორმის ფარგლებშია და თირეოიდის პათოლოგიას არ მიუთითებს. დაიწყეთ D ვიტამინის დანამატის მიღება – აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით. 3 თვეში კი გაიმეორეთ D ვიტამინის ანალიზი და სურვილისამებრ – TSH.

კითხვა: 30 წლის ქალს აქვს კუნთისა და ცხიმოვანი ქსოვილის დეფიციფი. რაიმე ორგანული პათოლოგია არ აღენიშნება, არც ანალიზებშია დარღვევა. გადაწყვიტა კრეატინის მიღება, ხომ არ დაუზიანებს ღვიძლს ან რაიმე გართულებას ხომ არ გამოიწვევს?

პასუხი: კრეატინი, ჯანმრთელ ადამიანებში, ზოგადად, არ აზიანებს ღვიძლს ან თირკმელებს, თუ მიიღება რეკომენდებული დოზით (3-5 გრამი დღეში). გვერდითი ეფექტები მინიმალურია: წონის მცირედი მომატება (წყლის შეკავების გამო) და იშვიათად, კუჭის მცირე დისკომფორტი. მიუხედავად იმისა, რომ ანალიზები წესრიგშია, ნებისმიერი დანამატის მიღების დაწყებამდე, კარგი იქნება, თუ კონსულტაციას გაივლის ექიმთან ან კვალიფიციურ ნუტრიციოლოგთან, რათა დარწმუნდეს, რომ არ არსებობს რაიმე ინდივიდუალური უკუჩვენება ან მედიკამენტებთან ურთიერთქმედება.

კითხვა: დედას აწუხებს მარცხენა ბარძაყი. ანუ ზოგჯერ ეწვის ხოლმე. ზოგჯერ თითქოს ჭიანჭველები დადიანო. უმეტესად ფეხზე დგომისგან ემართება. მაინტერესებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმართოთ?

პასუხი: შეიძლება, მიზეზი კოქსართროზი ანუ ბარძაყის სახსრის ართროზი იყოს ან, ხერხემლის წელის მალების ოსტეოქონდროზი, ან სისხლძარღვების პრობლემა. პირველ რიგში, ორთოპედს მიმართეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი