ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.01
კითხვა: მაინტერესებს ნაწლავების ანთებას თუ აქრობს გასტრიტოლის წვეთები? ასევე, ხსნის თუ არა ნოყიერი ჭამის მერე შებერვას, ბოყინსა და მეტეორიზმს?
პასუხი: გასტრიტოლის წვეთები ნაწლავის ანთებას არ აქრობს. მისი მოქმედება ანთების მკურნალობა არაა. ეს არის მცენარეული დამამშვიდებელი პრეპარატი კუჭ-ნაწლავის სპაზმებისა და სიმძიმის შესამსუბუქებლად.
კითხვა: კბილის პატარა ნაწილზე დენტინი გათხელდა, ერთ ადგილას – მრგვალად და მგრძნობელობა თუ ახასიათებს?
პასუხი: დენტინის გათხელებას ახასიათებს მგრძნობელობა ცივზე, ცხელზე ან ტკბილზე. ეს იმიტომ ხდება, რომ დენტინი შეიცავს მილაკებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კბილის ნერვს.
კითხვა: აგვისტოდან მქონდა ქალაზიონი. არ გაიწოვა და ოქტომბერში სტეროიდის ინიექცია გავიკეთე. ზუსტად სამი კვირის შემდეგ ისევ გაჩნდა. თითქმის იმავე ადგილზე, ოდნავ უფრო მსუბუქი ბლეფარიტი მაქვს. თბილებს ვიდებ, რომ გაწოვაში დავეხმარო, მაგრამ ეფექტი ჯერ არაა. რა უნდა გავაკეთო, რომ ეს ქალაზიონი გაიწოვოს და ასევე სამომავლოდაც აღარ გაჩნდეს? აზრი აქვს მეორე ინიექციას?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში, ახალი ქალაზიონი, რომელიც განვითარდა პირველი ინიექციის შემდეგ, მოითხოვს მკურნალობის რეჟიმის გამკაცრებას. დაიდეთ ინტენსიური თბილი კომპრესები (დღეში 3-4-ჯერ, 10-15 წუთი), რასაც მოჰყვება დაზიანებული ადგილის მასაჟი. ეს არის პირველი ხაზის მკურნალობა. თუ 2-3 კვირაში არ გაიწოვა, მეორე სტეროიდის ინიექცია, სავარაუდოდ, ეფექტური იქნება. შეიძლება, ომეგა-3-ის მიღებაც დაგეხმაროთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




