ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კითხვა: მარცხენა ყურში მაქვს ძლიერი შუილი. ყურის ექიმმა მითხრა, ნევრიტიაო, გამომიწერა ნეიროსერკი და მეკსი B6. მეშინია ამ წამლების მიღების – მითხრეს, ძალიან ძლიერი პრეპარატებია და მოგადუნებსო. რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
პასუხი: არც ერთი მათგანი არ იწვევს მძაფრ სედაციას (ძილს ან სრულ მოდუნებას). დასაწყისში შეიძლება, იგრძნოთ ცოტა დაღლილობა ან ძილიანობა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ორგანიზმი სწრაფად ეჩვევა. ნერვის დაზიანების დროს ეს პრეპარატები ხშირად ძალიან სასარგებლოა – აჩქარებს გამოჯანმრთელებას და ამცირებს შუილის ინტენსივობას. ჯობს, იმკურნალოთ, რადგან ადრეულ ეტაპზე წამლების მიღება ზრდის გამოჯანმრთელების შანსს.
კითხვა: მაინტერესებს რომელ სისხლის ანალიზში შეიძლება, გამოჩნდეს პრეპარატ „ჯესის“ მიღება.
პასუხი: პრეპარატი „ჯესი“ (ჰორმონული კონტრაცეპტივი) არ გამოჩნდება რუტინულ სისხლის საერთო ანალიზში. თუმცა, მისი მიღება ირიბად დასტურდება ჰორმონული ანალიზებით: SHBG (გლობულინი) – მისი დონე სისხლში ხშირად მატულობს; ესტრადიოლი და პროგესტერონი – საკვერცხეების ბუნებრივი ჰორმონების დონეები – დაბალია, რადგან პრეპარატი მათ გამომუშავებას თრგუნავს.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ფიმოზის მკურნალობა მხოლოდ მალამოების გამოყენებით თუ ქირურგიული ჩარევა აუცილებელია?
პასუხი: ფიმოზის მკურნალობა დამოკიდებულია სიმძიმეზე. მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება, პრობლემა მალამოებით მოგვარდეს, მაგრამ მძიმე ან ძლიერი შეზღუდვის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





