მედიცინა

ექიმის რჩევები

№48

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: 3 წლის გოგონას ცხვირიდან აქვს უსიამოვნო სუნი (მგონი ჩირქის. პირიდან არ აქვს). რისი ბრალი შეიძლება იყოს? გასულ ზამთარს ძალიან ხშირად იყო გაციებული, შეიძლება, ჰაიმორიტის ბრალი იყოს? არ აქვს არანაირი ჩივილი.

პასუხი: ბავშვი დროულად აჩვენეთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს. ცხვირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესი ცხვირის ღრუში, ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ჩირქოვანი ანთება, რინო-სინუსიტი, ცხვირ-ხახის ადენოიდების ინფექცია...

კითხვა: 3 დღის წინ 4 კბილი გადავიკარი. პირს რომ ვაღებ, მაქვს ქაჩვის შეგრძნება, თითქოს კბილები მეჭიმება. ეს შეგუების პროცესია თუ რაღაც არასწორადაა?

პასუხი: კბილების გადაკვრის შემდეგ ქაჩვის შეგრძნება ნორმალურია. თქვენი ყბა და კუნთები ეგუება ახალ მდგომარეობას. ეს შეგრძნება რამდენიმე დღეში ან 1-2 კვირაში უნდა გაქრეს. მაგრამ თუ ტკივილი ძალიან ძლიერია ან სხვა თანმხლები ჩივილია, მიმართეთ ექიმს.

კითხვა: ოთხი კვირის ორსულის შვილს გამოუვლინდა ჩუტყვავილა. ორსულს გაკეთებული აქვს ანტისხეულებზე (AGG) ანალიზი რაც დადებითია. შედეგი არის 1105, მაშინ, როცა ზღვარი არის 1100-დან. რამდენად საშიში მდგომარეობაა?

პასუხი: საშიში არ არის, მაგრამ საყურადღებოა, აუცილებელია კონტაქტის თავიდან აცილება. ასევე, საჭიროა მდგომარეობა შეაფასლს ინფექციონისტმა.

კითხვა: მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის გარდა, როგორ დგინდება კისრის მალების ოსტეოქონდროზი? თუ არის შესაძლებელი, რომ რენტგენით გამოვლინდეს?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია. როცა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია არ არის ხელმისაწვდომი ან საჭირო, CT უფრო დეტალურ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი რენტგენი, განსაკუთრებით ძვლოვანი ცვლილებების შესაფასებლად. ექიმი შეარჩევს შესაბამის კვლევას თქვენი სიმპტომებისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი