ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.12
კითხვა: ბავშვი არის 13 წლის, უკვე 5 წელია, ანტისტრეპტოლიზინი აქვს მაღალი, ყველაზე დიდი 1100, 780 იყო. ახლა 452-ია. არის თუ არა საჭირო მკურნალობა? რას მირჩევთ, კიდევ რა კვლევები ჩავუტარო?
პასუხი: ანტისტრეპტოლიზინის (ASO) მაღალი ტიტრი (452), რომელიც 5 წელია, გრძელდება, მიუთითებს წარსულში გადატანილ სტრეპტოკოკულ ინფექციაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავად მაღალი ASO არ არის დაავადება, სტრეპტოკოკურმა ინფექციამ შეიძლება, გამოიწვიოს გართულებები (რევმატიული ცხელება, თირკმელების დაზიანება). მკურნალობა მხოლოდ მაღალი ASO-ს გამო, სიმპტომების გარეშე, არ ინიშნება. თუმცა, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ბავშვის კლინიკური მდგომარეობის შეფასების შემდეგ. გირჩევთ პედიატრისა და რევმატოლოგის კონსულტაციას – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია ზუსტი დიაგნოზისა და სწორი მართვისთვის.
კითხვა: შეიძლება, თვალების გადაღლამ და გამოშრობამ ცალ თვალზე მოსქელო ცრემლივით გამონადენი გამოიწვიოს?
პასუხი: თვალების გადაღლამ და გამოშრობამ, განსაკუთრებით კი კომპიუტერთან ხანგრძლივმა მუშაობამ, ნამდვილად შეიძლება, გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სქელი, ლორწოს მსგავსი გამონადენი თვალიდან. ამას „მშრალი თვალის სინდრომი“ ეწოდება.
კითხვა: მაწუხებს მარჯვენა ყურის დაგუბება, ყოველდღე მემართება და დიდ დისკომფორტს მიქმნის, რა შეიძლება, ამის მიზეზი იყოს? ვარ 23 წლის.
პასუხი: ყურის დაგუბებას არაერთი პათოლოგიური მდგომარეობა იწვევს: წნევის ცვალებადობა, ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებები, ანთება, გოგირდის საცობი, ენდოლიმფის მოცულობის მომატება... გასინჯვის გარეშე შეუძლებელია დიაგნოსტიკა. შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად დროულად მიმართეთ ყელ–ყურ–ცხვირის ექიმს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





