მედიცინა

ექიმის რჩევები

№43

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: C ჰეპატიტის სრული მკურნალობის შემდეგ, ელიმინაციის პროგრამის ჩათვლით, მისი ყველა ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მთლიანად კვდება თუ, უბრალოდ, არააქტიურ ფორმაში გადადის და შეუძლია, გააქტიურდეს და ისევ გამოიწვიოს ეს დაავადება?

პასუხი: C ჰეპატიტის თანამედროვე მკურნალობა იწვევს ვირუსის სრულ ელიმინაციას ორგანიზმიდან. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი ვერ რჩება „დამალულ“ ან „მიძინებულ“ ფორმაში, როგორც მაგალითად, ხდება B ჰეპატიტის ან ჰერპესის შემთხვევაში. თუ მკურნალობის დასრულებიდან 12 კვირის შემდეგ (SVR12 ტესტი – sustained virologic response) PCR ანალიზი აჩვენებს, რომ სისხლში ვირუსი აღარ არის, ეს სრულ განკურნებად მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმში აღარ არის ცოცხალი HCV და მისი „ხელახლა გაღვიძება“ აღარ ხდება.

კითხვა: წლების წინ გაკეთებული მაქვს B ჰეპატიტის ვაქცინა (სამ- ეტაპიანი). შეიძლება თუ არა, კიდევ ავიცრა, არ ვიცი ანტისხეულები კიდევ არის თუ არა?

პასუხი: ზოგადად, სამჯერადი ვაქცინაციის შემდეგ B ჰეპატიტს ვაქცინის ბუსტერ დოზა საჭირო აღარ არის. თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა გაქვთ, დამატებითი დოზის მიღების საჭიროების თაობაზე გაესაუბრეთ ექიმს.

კითხვა: გოგონა არის 15 წლის, სიმაღლით – 162 სანტიმეტრი. ძალიან უნდა, რომ ცოტა კიდევ გაიზარდოს. რა ანალიზებია საჭირო და ასევე, რას გვირჩევთ?

პასუხი: 15 წლის ასაკში ზრდის პროცესი, როგორც წესი, ნელდება, მაგრამ სრულიად არ ჩერდება. ზრდის პოტენციალის შესაფასებლად და სწორი რჩევების მისაღებად, აუცილებელია ბავშვთა ენდოკრინოლოგთან ვიზიტი, რომელიც სავარაუდოდ, დანიშნავს მაჯის რენტგენოგრაფიას (ზრდის ზონების დასადგენად), ჰორმონების ანალიზს (სომატოტროპინი, ფარისებრის ჰორმონები და სხვა).

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა