ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.10

კითხვა: კატეს გადაღების შემდეგ რა დრო უნდა გავიდეს დაორსულებამდე? კატე კბილების გამო გაკეთდა.
პასუხი: თუ CT გადაღებისას გამოიყენეთ ტყვიის წინაფარი (აპრონი), სხივების ზეგავლენა რეპროდუქციულ ორგანოებზე მინიმალურია ან საერთოდ არ არის. თუ წინაფარი არ გეცვათ, მაშინ სხივების მინიმალური რაოდენობა მაინც მიდის სხეულის სხვა ნაწილებზე. ამ შემთხვევაშიც, თუკი მხოლოდ ერთეულ სურათთან გვქონდა საქმე, დიდი რისკი არ არსებობს, მაგრამ სიფრთხილისთვის ზოგჯერ ურჩევენ 1 ციკლის (ანუ, დაახლოებით, 1 თვის) ლოდინს. თუ დიდი დოზით გადაიღეთ (მაგალითად, პანორამული რენტგენი ან მრავალჯერადი ერთ ვიზიტზე), მაშინ სიფრთხილის მიზნით ჯობს, 1-2 მენსტრუალური ციკლი დაელოდოთ.
კითხვა: მაქვს ვაგინალური სოკო კანდიდა, ასევე სტომატიტი. იქნებ მითხრათ, შეიძლება ეს ორი ერთმანეთთან კავშირში იყოს? და კიდევ, ბევრნაირ საკვებზე, თითქოს, ალერგია მაქვს, როგორც კი შევჭამ, ყურები სიგიჟემდე მექავება.
პასუხი: თქვენი აღწერილობის მიხედვით, შესაძლებელია, რომ ვაგინალური კანდიდოზი (სოკო), პირის ღრუს სტომატიტი და საკვების მიღების შემდეგ ყურების ქავილი ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. ყველა ეს სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში არსებულ სისტემურ პრობლემაზე, რომელიც სოკოს ჭარბ გამრავლებას ან ალერგიულ რეაქციებს იწვევს (ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღების, სტრესის, დასუსტებული იმუნური სისტემის ან არასწორი კვების გამო).
კითხვა: ვარ 20 კვირის ორსული. ამ ბოლო დროს, ღამე ფეხები მენასკვება. რისი ბრალი იქნება? საშიშია?
პასუხი: აუცილებელია კოაგულოგრამა, დე დიმერი, მაგნიუმის, კალიუმისა და კალციუმის განსაზღვრა სისხლში.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან