მედიცინა

ექიმის რჩევები

№34

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 14.09

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ამოჭრილი მაქვს ნაღვლის ბუშტი. მაინტერესებს ნორმალურია თუ არა პანკრეასული ამილაზა 124 (Norm.13-53)?

პასუხი: ნაღვლის ბუშტის ამოჭრის შემდეგ პანკრეასული ამილაზის დონე 124 მნიშვნელოვნად მაღალია. ეს შეიძლება, მიუთითებდეს პანკრეასის პრობლემაზე, როგორიცაა პანკრეატიტი ან სხვა პათოლოგია. ნაღვლის ბუშტის ამოჭრამ შეიძლება, გამოიწვიოს ნაღვლის გადინების ცვლილებები, რაც პანკრეასს დამატებით დატვირთვას უქმნის. ამიტომ, მაღალი ამილაზის დონე შეიძლება, იყოს პანკრეასის რეაქცია ამ ცვლილებებზე. რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, რათა დაზუსტდეს მიზეზი და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. შესაძლოა, საჭირო იყოს დამატებითი დიაგნოსტიკა, როგორიცაა ულტრაბგერა, CT ან MRI.

კითხვა: ნევროლოგის დანიშნულებით, უკვე მეორე თვეა, ვსვამ ფენიბუტს. მომენტალურად თვალებში უცნაური რამ მემართება – თითქოს ღამე შუქის ფონზე ნათურა რომ ციმციმებს. შეიძლება, ეს წამლიდან იყოს გამოწვეული?

პასუხი: დიახ, ფენიბუტის მიღებისას შესაძლებელია თვალებში მსგავსი მოციმციმე შეგრძნებები, ანუ ფოტოფსია. აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ნევროლოგს. მან შეიძლება, შეამციროს დოზა ან შეცვალოს პრეპარატი, მაგრამ ექიმთან კონსულტაციამდე აუცილებლად განაგრძეთ ფენიბუტის მიღება, რადგან ამ პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა, გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის სიმპტომები.

კითხვა: სიცივეში და ფიზიკურ დატვირთვაზე მეწყება ფეხების ტკივილი, თითქოს ძვლები მტკივა და რისი ბრალი შეიძლება, იყოს და ვის უნდა მივმართო?

პასუხი: ობიექტური შეფასებისთვის რევმატოლოგს უნდა მიმართოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა