მედიცინა

ექიმის რჩევები

№31

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.08

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ორი კვირაა ყოველდღე ზედა წამწამის ქვეშ, ოდნავ სიღრმეში, ერთ წერტილში კანი თეთრ თავს იკეთებს. არც ტკივილი მაქვს, არც სიწითლე და არც სხვა დისკომფორტი. რა არის ეს და რა შეიძლება, გამოვიყენო, რომ ალაგდეს?

პასუხი: სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს მილიუმი – პატარა, თეთრი ან მოყვითალო ფერის კისტები, რომლებიც კანის ზედაპირზე ჩნდება და ხშირად არ იწვევს ტკივილს ან ანთებას. ისინი წარმოიქმნება კერატინის, კანის ცილის, დაგროვების შედეგად. თვალის გარშემო არეში მილიუმები საკმაოდ ხშირია. იმის გამო, რომ ეს არის ნაზი ადგილი, უმჯობესია სიფრთხილე გამოიჩინოთ. სახლის პირობებში შეგიძლიათ, სცადოთ ფრთხილი წმენდა და დატენიანება, თუმცა, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან კოსმეტიკურად დისკომფორტს გიქმნით, მაშინ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს ან ოფთალმოლოგს.

კითხვა: 35 წლის მამაკაცს სკალპზე, აქა იქ აქვს წითელი ლაქები, თმიანი ნაწილის დასაწყისში – გამომშრალი კანი, რომელიც ექერცლება და ქმნის ქერტლის მოზრდილ ნაწილაკებს. იყენებს ქერტლის შამპუნს, მაგრამ თითქოს უფრო გაუმრავლდა. რა არის და რა შეიძლება წაისვას?

პასუხი: მიზეზი შესაძლოა, იყოს სებორეა, სოკოვანი ინფექცია, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი.... დიაგნოზის დაზუსტების მიზნით დერმატოლოგ-ტრიქოლოგს უნდა მიმართოთ, პროფესიონალის მიერ თავის კანის დათვალიერების გარეშე შეუძლებელია მდგომარეობის ობიექტურად შეფასება და ადეკვატური რჩევების მიღება.

კითხვა: დაარეგულირებს თუ არა თრომბოციტების ცოტა მომატებას ქოლესტერინის წამალი, როცა ქოლესტერინიც მომატებულია?

პასუხი: ქოლესტერინის დამწევი წამლები (სტატინები) უშუალოდ არ ამცირებენ თრომბოციტების რაოდენობას, მაგრამ აუმჯობესებენ სისხლის ხარისხს იმით, რომ ამცირებენ თრომბოციტების „წებოვნებას“ და თრომბების წარმოქმნის რისკს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა