მედიცინა

ექიმის რჩევები

№30

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.08

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ჩავაბარე ანალიზი: გლუკოზის განსაზღვრა სისხლსა და სისხლის შრატში, შედეგია 5.6 (ნორმა არის 3.9-6.3) თითქოს ნორმის ფარგლებშია, მაგრამ მეუბნებიან, მაღალიაო და თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: გლუკოზა 5.6 mmol/L ნორმაშია, მაგრამ ზღვარზეა. რასაკვირველია, არ არის დიაბეტი, მაგრამ ყურადღება გმართებთ. იკვებეთ სწორად (ნაკლები შაქარი, ფქვილი), იყავით ფიზიკურად აქტიური. სურვილის შემთხვევაში, შეამოწმეთ HbA1c, ეს უფრო ზუსტ შეფასებას იძლევა. სასურველია დროდადრო კონტროლი.

კითხვა: ყოველდე მიგუბდება მარჯვენა ყური, რაც დიდ დისკომფორტს მიქმნის. რა შეიძლება იყის მიზეზი? ვარ 23 წლის.

პასუხი: ყურის დაგუბებას არაერთი პათოლოგიური მდგომარეობა იწვევს: წნევის ცვალებადობა, ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებები, ანთება, გოგირდის საცობი, ენდოლიმფის მოცულობის მომატება... გასინჯვის გარეშე დიაგნოსტიკა შეუძლებელია. შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად დროულად მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.

კითხვა: შესაძლებელია, რომ ალერგია ან ჭინჭრის ციება გამოეწვია ვაშლის ჯემს ან ბუშმალას და ამ დროს გულისრევის განცდა არ იყოს?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია. ვაშლის ჯემმა, კომპოტმა ან ნებისმიერმა საკვებმა შეიძლება, გამოიწვიოს ალერგია, მათ შორის ჭინჭრის ციება, ისე, რომ თან არ ახლდეს გულისრევა ან სხვა საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვაგვარად და სიმპტომები შეიძლება იყოს მხოლოდ კანის (ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი), სასუნთქი გზების (ცემინება, ხველა, სუნთქვის გაძნელება) ან სხვა სისტემების მხრივ, გულისრევის გარეშე.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა