ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.07

კითხვა: 11 წლის გოგონა ენდოკრონოლოგთან კონსულტაციაზე მივიყვანე. გავუკეთე ანალიზები, რამდენიმე მინერალი ჰქონდა დაბალი და დაუნიშნა მკურნალობა. ახლა გადავხედე ანალიზებს და ლეიკოციტები არის 21, რაც ექიმს არც უთქვამს. რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში?
პასუხი: ლეიკოციტების ეს რაოდენობა (21,000/მკლ) ბავშვთან ნამდვილად მნიშვნელოვნად მომატებული მაჩვენებელია (ნორმა, დაახლოებით, 4.5-დან 11-მდეა). ეს აუცილებლად საჭიროებს შეფასებას და ყურადღებას. გააკეთეთ სისხლის გამოკვლევის დეტალური ფორმა, ეგრეთ წოდებული, ლეიკოციტური ფორმულა, რომ გაირკვეს, რომელი ტიპის უჯრედებია მომატებული (ნეიტროფილები თუ ლიმფოციტები), საჭიროების შემთხვევაში კი – CRP, შარდის ანალიზი, ყელის ნაცხი და სხვა ინფექციური წყაროების გამორიცხვა.
კითხვა: ჩემს 14 წლის შვილს (წონა 70) ექიმმა ყელის ინფექციაზე დაუნიშნა აზიმაკი 750 მგ – 5დღე. ბავშვზე მეტი წონა მაქვს და 500-იანს მინიშნავდნენ. მაინტერესებს, ექიმი ცდება თუ ინსტრუქცია ვერ გავიგე.
პასუხი: აზიმაკი 750 მგ 5 დღის განმავლობაში 14 წლისთვის (70 კილოგრამზე) არ არის კლასიკური სქემა, მაგრამ ეს დოზა ზრდასრულის კატეგორიაში ჯდება, რადგან ბავშვი 70 კილოგრამს იწონის. სტანდარტული დოზა ზრდასრულისთვის, ჩვეულებრივ, 500 მილიგრამია 3-5 დღით, ამიტომ 750 მილიგრამი მაღალია, მაგრამ რთულ შემთხვევებში, ზოგჯერ გამოიყენება. სჯობს სხვა პედიატრთან გადაამოწმოთ, განსაკუთრებით, თუ სერიოზული ინფექცია არ აქვს.
კითხვა: ვარ მეძუძური დედა. გუდის ყველს ვჭამ და ბავშვისთვის საშიში ხომ არაა?
პასუხი: თუ ზომიერად მიირთმევთ, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან