ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 29.06

კითხვა: კუჭის მიდამოში მაქვს კაკლისოდენა სიმაგრე, ხელის მიჭერით არ მტკივა. ადრეც მქონდა ოღონდ უფრო მცირე, მშობიარობის შემდეგ თითქოს უფრო დიდია. რა შეიძლება, იყოს?
პასუხი: შეიძლება, ეს იყოს მახვილისებრი მორჩი (xiphoid process) – მკერდის ძვლის ქვედა ნაწილი, რომელიც ზოგ ადამიანს უფრო გამოკვეთილი და შესამჩნევი აქვს. ეს ანატომიური ვარიაციაა და არა დაავადება. ორსულობისა და მშობიარობის დროს სხეულში მიმდინარე ცვლილებებმა შეიძლება, გამოიწვიოს მისი უფრო მეტად გამოკვეთილობა, მაგრამ მკურნალობას არ საჭიროებს. ასევე, გამოსარიცხია ეპიგასტრალური ლიპომა (ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი), მახვილისებრი მორჩის ანთება (ხიფოიდიტი) ან მცირე ზომის თიაქარი. ნებისმიერი ახალი ან მზარდი წარმონაქმნი საჭიროებს პროფესიონალის შეფასებას, ამიტომ ექიმთან ვიზიტი სწორი გადაწყვეტილება იქნება.
კითხვა: მაინტერესებს, პროლონგილებულია ბ12 ანკერმანი თუ შეიძლება აბის გატეხვა?
პასუხი: B12 ანკერმანი არის პრიალა ტაბლეტი, ანუ ისეთი, რომელიც სპეციალურად არის დაფარული, რათა ტაბლეტი არ დაიშალოს კუჭში მჟავიან გარემოში და მივიდეს ნაწლავამდე, სადაც ის უკეთესად შეიწოვება. ამიტომ ზოგადად ასეთი ტაბლეტების გატეხვა ან დაღეჭვა არ არის რეკომენდებული, რადგან გარსის მოშლით პრეპარატი შესაძლოა კუჭის მჟავამ დააზიანოს და შეიწოვოს არაადეკვატურად, შეამციროს ეფექტიანობა ან გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი.
კითხვა: ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი რა შემთხვევაში შეიძლება, აჩვენოს? ციკლის გადაცდენიდან, გავიდა 4 დღე, გავიკეთე სამჯერ და სამივე დადებითია. ვიღებ მეორე ტიპის დიაბეტის პრეპარატს – გლუკოფაჟ 1000-ს. რამდენად შესაძლებელია, ცვლილება მედიკამენტით იყოს გამოწვეული?
პასუხი: გადაცდენის შემთხვევაში ტესტის პასუხი უკვე სარწმუნოა. რადგან გიჩვენებთ დადებითს, სავარაუდოდ, ორსულობაა. გლუკოფაჟის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, ამიტომ გაესაუბრეთ თქვენს ენდოკრინოლოგს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან