მედიცინა

ექიმის რჩევები

№21

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 08.06

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, 37 კვირის მერე ნაყოფი რომ არ იმატებს და 40 კვირაზე იმავე წონის დარჩეს, რაც 37 კვირისას იყო (2.700), ამ შემთხვევაში ბავშვი შესაძლოა, რაიმე პრობლემით დაიბადოს?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, განვითარდეს ნაყოფის ზრდის შეფერხება. რაიმე ორგანული პათოლოგია შესაძლოა, არ აღინიშნოს, მაგრამ ზრდაში ჩამორჩენის რისკი საკმაოდ მაღალია.

კითხვა: მილდრონატ 500-იანის, ასევე, ნევროსტიმის წვეთების მიღების დასრულების შემდგომ ორსულობა რამდენ ხანშია რეკომენდებული?

პასუხი: ორსულობის დაგეგმვა შესაძლებელია ერთ თვეში.

კითხვა: ვარ 5 თვის ორსული. შემხვდა წითელა. მქონდა ორდღიანი სიცხე 38,0 და 38,6 და მერე – აღარ. ტანზე გამონაყარიც მალევე ალაგდა. თუმცა, დამიტოვა ხველება და ვსვამ პროსპანს და გთხოვთ, მითხრათ, თუ შეიძლება ორსულობაზე ეს სიროფი და ყველაფერი ეს ნაყოფს ხომ არ შეუქმნიდა რაიმე საფრთხეს,?

პასუხი: აღნიშნული სიროფის მიღეაბა ორსულობის დროს შეიძლება, რაც შეეხება წითელას, ის ნაკლებად საზიანოა ნაყოფისთვის, თუმცა, აუცილებელია დაკვირვება ნაყოფის განვითარებაზე, ექოსკოპიის კონტროლი დინამიკაში.

კითხვა: წლების წინ გაკეთებული მაქვს B ჰეპატიტის ვაქცინა (3-ეტაპიანი). არ ვიცი, ანტისხეულები კიდევ არის თუ არა. რამდენად შეიძლება, ავიცრა?

პასუხი: ზოგადად, სამჯერადი ვაქცინაციის შემდეგ B ჰეპატიტს ვაქცინის ბუსტერ დოზა საჭირო აღარ არის. თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა გაქვთ, გაესაუბრეთ ექიმს დამატებითი დოზის მიღების საჭიროების თაობაზე.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა