ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 25.05

კითხვა: ჩემს 15 წლის გოგონას ბოლო 1-2 თვეა, უსივდება ხელის თითები და აქვს ტკივილები შესივებულ ადგილებზე. ვის შეიძლება, მივმართო?
პასუხი: საჭიროა რევმატოლოგთან ვიზიტი.
კითხვა: ზედა კიდურზე ართრიტისას ბლოკიუმ B12 საჯდომის მაგივრად პრობლემურ იმ კიდურზე რომ გავიკეთო შეიძლება?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში ინიექცია კეთდება ღრმად კუნთებში, ამიტომ ინიექციისთვის ოპტიმალური მიდამოა დუნდულა კუნთი. ინიექცია შეიძლება გაკეთდეს მხარშიც, დელტისებრ კუნთში, თუ კუნთი კარგადაა განვითარებული. ასევე ბარძაყის კუნთში. თუმცა, ზოგადად, როცა მედიკამენტის დოზა აჭარბებს 1 მილილიტრს, მხრის კუნთში შეყვანა არ არის რეკომენდებული. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, რჩევა მკურნალი ექიმისგან უნდა მიიღოთ.
კითხვა: შეიძლება, სოლგარის 2000 D ვიტამინი, ანაპრილინი და B ვიტამინების კომპლექსი ერთად დაილიოს? რა თქმა უნდა, წამლიდან წამლამდე მცირე შუალედებით?
პასუხი: თუ ექიმმა დაგინიშნათ, შეიძლება, მაგრამ რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინეთ: დილის 9:00-10:00 მიიღეთ ანაპრილინი, ოღონდ აუცილებლად საჭმელთან ერთად ან მის შემდეგ, რათა თავიდან აირიდოთ კუჭზე ზემოქმედება; D ვიტამინი შეგიძლიათ, ანაპრილინთან ერთად დალიოთ, მაგრამ აუცილებელია ცხიმიანი საჭმელი, რომ უკეთ შეიწოვოს; შუადღით, სადილამდე ან მის შემდეგ (საუზმიდან 1.5–2 საათის შემდეგ), მიიღეთ B ვიტამინების კომპლექსი უმჯობესია, ცალკე, ანაპრილინისა და D ვიტამინის მიღებიდან საკმაო დროის დაშორებით.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან