მედიცინა

ექიმის რჩევები

№15

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 27.04

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: მაშინ, როცა კალიუმის საინიექციო ხსნარი ვენაში წვეთოვანი გზით შეჰყავთ, პრეპარატის განზავება ხდება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან გლუკოზის ხსნარშიო. მაინტერესებს რატომ?

პასუხი: მაღალი კონცენტრაციაა და განზავება აუცილებელია. აღნიშნული ხსნარები არის თავსებადი განზავებისთვის.

კითხვა: 45 წლის კაცს ფარისებრი ჯირკვლის ექოზე აღმოაჩნდა ორი კისტა, ზომით – 7-8 მილიმეტრი, ცენტრში ჩანართით. თუ შეიძლება, ამიხსენით, ეს რას ნიშნავს და რამდენად საშიშია?

პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის კისტა სითხით სავსე ღრუა. არსებობს მარტივი კისტოზური დაზიანებები, როცა კისტის შიგთავსი მხოლოდ თხევადი კომპონენტია. ეს თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია. კომპლექსური წარმონაქმნები, რომლებიც სითხის გარდა შეიცავს სოლიდურ (მყარ – ქსოვილის/ეპითელური) კომპონენტსაც, შეიძლება იყოს მრავალკამერიანი. ასეთი წარმონაქმნები დამატებით სრულყოფილად უნდა იყოს შესწავლილი, ანუ შეფასებული, რამდენად არის საფრთხე ავთვისებიანად გადაგვარების.

კითხვა: ზოგი ამბობს, ფეხის ტერფების დასივება ცილის მომატებამ იცისო, ზოგი – ნაკლებობამო. რომელია სწორი?

პასუხი: ფეხის ტერფების შეშუპება (დასიება) შეიძლება, იყოს როგორც ცილის მეტაბოლიზმის მომატებული, ისე შემცირებული აქტივობის შედეგი. ცილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში წყლის ბალანსის რეგულაციაში, რადგან ისინი ხელს უწყობენ წყლის შენარჩუნებას უჯრედებში. როდესაც ცილების მეტაბოლიზმი იზრდება, ორგანიზმი აწარმოებს მეტ ნატრიუმს, რაც იწვევს წყლის შეკავებას და, შესაბამისად – ტერფების შეშუპებას. ტერფების დასივება, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ცილების ნაკლებობამ, რადგან უჯრედები ვერ ახერხებენ წყლის ეფექტურად შენარჩუნებას, რაც იწვევს მის დაგროვებას ქსოვილებში.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა