მედიცინა

ექიმის რჩევები

№45

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.11

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: თუ C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანის სისხლი დაზიანებულ კანზე მომხვდა მეც გადამედება? ასეთი შემთხვევით რამდენი პროცენტია დაავადების რისკი?

პასუხი: ინფექციის მატარებლის კანის დაზიანების შემთხვევაში, თეორიულიად შესაძლებელია, მაგრამ, სტატისტიკურად – შედარებით იშვიათი. სისხლში ვირუსის რნმ (PCR-პჯრ) აღმოჩენა შესაძლებელია შესაძლო დასნებოვნებიდან 1-2 კვირის შემდეგ, ხოლო ანტისხეულების ანალიზით – ინფიცირებიდან, საშუალოდ, 4-6 კვირის შემდეგ (პაციენტთა ნაწილში – 3-6 თვის შემდეგ.)

კითხვა: D ვიტამინი სისხლში რა ხნით რჩება? ღვიძლი ინახავს მას?

პასუხი: D ვიტამინის დეპო ცხიმოვანი ქსოვილია, საიდანაც ის თანდათან ხვდება სისხლის მიმოქცევის წრეში და განიცდის ტრანსფორმაციას. ნახევრად დაშლის პერიოდი ღვიძლში, დაახლოებით, 3 კვირაა. ასე რომ, ორგანიზმში დიდხანს არ რჩება.

კითხვა: მაინტერესებს, რამდენად საზიანოა თვალისთვის თვალის დამატენიანებელ წვეთებში შემავალი კონსერვანტი ცეტრიმიდი?

პასუხი: მედიკამენტებში ცეტრიმიდის გამოყენება ეფუძნება ამ ნივთიერების ანტიმიკრობულ მოქმედებას და ამიტომ კონსერვანტად გამოიყენება, გარდა ამისა ის ზრდის დაბალი ხსნადობის მარილების ხსნადობას. თუმცა, მისი შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება არ არის რეკომენდებული – იწვევს თვალის წვას, სიწითლეს, რქოვანას ეპითელის დაზიანებას. ამიტომ ქრონიკული პროცესის ხანგრძლივი მკურნალობისთვის უპირატესობა ენიჭება მედიკამენტებს კონსერვანტების გარეშე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა