მედიცინა

ექიმის რჩევები

№35

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 08.09

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: საკვერცხეების ნაადრევ განლევას (კვერცხუჯრედების მარაგის შემცირებას) რაიმე დაავადება შეიძლება იწვევდეს? რა შეიძლება იყოს ყურადღებამისაქცევი?

პასუხი: ზოგადად, ქალი იბადება კვერცხუჯრედების გარკვეული მარაგით და ეს გენეტიკურადაა განპირობებული. ნაადრევ განლევაზე შესაძლოა, გავლენა იქონიოს მრავალმა აბორტმაც. იმისთვის, რომ ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა საკვერცხეების განლევა, რეკომენდებულია ჩატარდეს სისხლში ჰორმონ AMH-ის განსაზღვრა.

კითხვა: რამდენიმე დღეა, ენის ქვეშ ერთი სანერწყვე ჯირკვალი ჭამის დროს მიდიდდება.შემდეგ ისევ პატარავდება. ცოტა შეწითლებულიცაა. როგორ შეიძლება, რომ ვუმკურნალო? ვარ 41 წლის.

პასუხი: ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვალის შესიებისა და ტკივილის შესაძლო მიზეზი ნერწყვკენჭოვანი დაავადება შეიძლება იყოს (კალციფიცირებული სტრუქტურაა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას როგორც საკუთრივ სანერწყვე ჯირკვალში, ასევე მის სადინარშიც და შეაფერხოს პირის ღრუში ნერწყვის გამოყოფა). მდგომარეობის შესამსუბუქებლად გირჩევთ, ჭამის წინ ლიმონის ნაჭერი გაწუწნოთ, რათა მოხდეს ნერწყვის გამოყოფის სტიმულირება, დიაგნოსტიკის მიზნით კი ყბა-სახის ქირურგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: მაქვს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მტკივნეული დისფუნქცია, ასევე ბრუქსიზმი, თანკბილვა ნორმალური მაქვს. ერთ დილას გაღვიძებისას საშინლად დაჭიმული მქონდა ყბა, დაჭერილი კბილები, მის მერე დამეწყო საშინელი ტკივილები, ახლა ვიყენებ უკვე კაპებს და ტკივილი ცოტა შემიმცირდა. ყრუ ტკივილები მაინც მაქვს თავის, ყბის, კბილის არეში გადამცემს. დაახლოებით რამდენ ხანში გადის ეს სიმპტომები?

პასუხი: შესაძლოა, მედიკამენტური მკურნალობის დამატება იყოს საჭირო, ამიტომ განმეორებითი ვიზიტი საჭიროა ყბა-სახის ქირურგთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა