მედიცინა

ექიმის რჩევები

№26

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.07

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: უშუალოდ კუჭ-ნაწლავის რომელ პრობლემას აქვს წყალზე განსაკუთრებული მოთხოვნილება?

პასუხი: პირის ღრუს მომატებული სიმშრალე შესაძლოა, მართლაც მიუთითებდეს ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის დაავადების განვითარებაზე. ყველაზე ხშირად ეს სიმპტომი დაკავშირებულია გასტრიტთან, პანკრეატიტთან, ჰეპატიტთან, წყლულოვან დაზიანებებთან.

კითხვა: ჩემი შვილი 11 წლისაა. შემთხვევით გავიგე, რომ გეგმური აცრა, 5 წელზე რომ უკეთდება, საერთო ბაზაში არ არის შეტანილი, არადა გაკეთებული აქვს. შეიძლება, ეს აცრა ხელმეორედ გაუკეთდეს 11 წლის ასაკში და რამეს ხომ არ ავნებს?

პასუხი: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, როდესაც პაციენტს არ ახსოვს, აქვს თუ არა ჩატარებული ვაქცინაცია, მიიჩნევა, რომ ის ვაქცინირებული არ არის და რეკომენდაცია ეძლევა, რომ გაიკეთოს აცრა. პაციენტი რომც იყოს ვაქცინირებული და ისევ მოუხდეს აცრის გაკეთება, ეს მის ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის.

კითხვა: რომელ გრადუსზე კვდება ენტერობიოზის და სხვა ჭიის კვერცხები, ვგულისხმობ ყველაზე დაბალსა და ყველაზე მაღალ ტემპერატურებს?

პასუხი: განვითარების სხვადასხვა სტადიაზე პარაზიტების გამძლეობა განსხვავებულია. საშუალოდ, ტემპერატურა, რომელზეც პარაზიტი კვდება არის უარყოფითი ტემპერატურა – მინუს 10-15 გრადუსი, დადებითი – პლუს 60-80 გრადუსი.

კითხვა: მაინტერესებს, ერთი და იგივეა თუ არა ტროქსევაზინი და ლიოტონი? შემიძლია, ტროქსეცაზინის მალამო ვარიკოზულ ვენებზე წავისვა?

პასუხი: ტროქსევაზინისა და ლიოტონის მოქმედი ნივთიერება სხვადასხვაა, თუმცა ორივე პრეპარატი ავლენს ანტიექსუდაციურ, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას – ამცირებს შეშუპებას, კაპილარების განვლადობას და მტვრევადობას, ამაგრებს სისხლძარღვების კედელს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ხელს უწყობს ინფილტრატების გაწოვას. ამის გამო, როგორც „ლიოტონი 1 000“ გელი, ისე ტროქსევაზინის 2%-იანი გელი ვარიკოზური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული