ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.05, 2024 წელი

კითხვა: რატომ აქვთ ქალების უმრავლესობას ფეხის ბერა თითი (ცერა, ყველაზე დიდი თითი) გადაღუნული? და ასევე, რატომ აქვთ თითთან წანაზარდი, პოდაგრაა?
პასუხი: უფრო ხშირად ეს არის არა პოდაგრა (პოდაგრა არის შარდმჟავას მარილების დაგროვება სახსრებში, უპირატესად ცერა თითის სახსარში), არამედ, ეგრეთ წოდებული, განივი ბრტყელტერფიანობით გამოწვეული ტერფის დეფორმაცია. უნდა მიმართოთ ტერფის სპეციალისტს, რათა დაზუსტდეს დიაგნოზი და აქედან გამომდინარე, დაისახოს მდგომარეობის შემსუბუქების გზები, თუ დადგინდება ტერფის დეფორმაცია, საჭიროა სპეციალური სუპინატორის დამზადება; თუ პროცესი ძალიან შორსაა წასული და პაციენტს ტკივილებიც აწუხებს, მაშინ მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.
კითხვა: ვარ 25 წლის ბიჭი. 15 წლიდან ვეწევი სიგარეტს. ვირუსის შემდეგ დამრჩა ხველა, მაქვს ხან მშრალი, ხან სველი. ბოლო 3 დღე კი, ხველების დროს მთელი გულმკერდი მტკივა. ვსვი დოქსაფინი, ვანსეარი დუო, პუროქსანიც, არცერთი არ მშველის, როგორ მოვიქცე?
პასუხი: აუცილებლად უნდა გაესინჯოთ ექიმს, დიაგნოზის დაზუსტებისთვის შესაძლოა, საჭირო იყოს ინსტრუმენტული კვლევებიც, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
კითხვა: გავიკეთე ექოსკოპია და აღმოჩნდა, რომ მარჯვენა თირკმელი არის დაწეული, საყურადღებოა?
პასუხი: დადგენილია, რომ ნეფრიფტოზი შემთხვევათა 80%-ში უსიმპტომოა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში კი აღინიშნება ტკივილი წელის არეში ან ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. ასევე, ნეფროფტოზის დროს მოსალოდნელია შარდვისა და შარდვის შემდეგი ცვლილებები: შარდის რაოდენობის, ჰემატურია – შარდში სისხლის არსებობა; პროტეინურია – შარდში ცილის არსებობა. ხოლო მძიმე შემთხვევაში (თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში) გულისრევა, ღებინება, შემცივნება, ტაქიკარდია – გულისცემის აჩქარება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან