მედიცინა

ექიმის რჩევები

№42

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 29.10, 2023 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ზურგზე და მხრებზე, იშვიათად გულ-მკერდზეც, როგორც დერმატოლოგმა მითხრა, მაქვს თმის ძირების ანთება – ფოლიკულიტი. რომელი ეპილაციის გაკეთებაა სხეულზე რეკომენდებული და ეფექტური? თუ საერთოდ არ მირჩევთ? ვარ მამაკაცი.

პასუხი: სანამ კანზე ანთებითი კერებია, ეპილაცია დაუშვებელია. ფოლიკულიტის მკურნალობა კი შესაძლებელია.

კითხვა: მაინტერესებს, შებერილობის წამალი, ბიგეტრიკი თუ მოქმედებს პროლაქტინზე?

პასუხი: დომპერიდონი, რომელიც შედის ბიგეტრიკის შემადგენლობაში წარმოადგენს დოფამინის ბლოკატორს, ამიტომ დომპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს პროლაქტინის სეკრეციის გაზრდა.

კითხვა: 8 წლის ბავშვს 1 კვირის განმავლობაში ჰქონდა მაღალი სიცხეები, ფაღარათი და ძლიერი, მოვლითი ტკივილები მუცლის არეში. გამოჯანმრთელების შემდეგ ბავშვი ჩავიდა აუზში და დაემართა ალერგია, დაეწყო ქავილი და კანზე კოღოს ნაკბენებივით გამოაყარა. დავალევინე ნახევარი სუპრასტინი და 40 წუთში ყველაფერი აულაგდა. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, ეს ალერგია გამოეწვია იმ ვირუსს? როგორ უნდა მოვიქცე, რა ანალიზი გავუკეთო? ჩვეულებრივ ბანაობის დროს არ აყრის, მხოლოდ აუზში ჩასვლისას.

პასუხი: თუ აუზში გამწმენდი საშუალებები გამოიყენება ან წყალი არასაკმარისად არის ქლორირებული, შეიძლება, ალერგიის მიზეზი ეს იყო. მწვავე ფორმით გამოვლენა კი, ზოგადად, შესაძლოა, ალერგიისკენ მიდრეკილებას და გადატანილი ავადმყოფობის გამო დასუსუტებულ იმუნიტეტს უკავშირდებოდეს. მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად და საჭირო კვლევების დასანიშნად ალერგოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: როცა ძუძუს თავზე მაისური მედება, მტკივა. ორივე დასიებულია და თან თითქოს გამხმარი სისხლია. საშიშია?

პასუხი: საყურადღებო მდგომარეობაა, არ გადადოთ მამოლოგთან ვიზიტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა