ძვალსახსროვანი პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მათი მოგვარების გზები ნიკა თაბუნიძისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:44 16.04

გავრცელებულ დაავადებებს შორის ძვალსახსროვანი პრობლემები დღეს ერთ–ერთი პირველია, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე ტრავმატოლოგი, ფიტო და მანუალური თერაპევტი ნიკა თაბუნიძე გვესაუბრა, რომელიც წარმატებით ამარცხებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა – ოსტეოქონდროზი, ხერხემლის თიაქარი, მარილების დაგროვება, პროტრუზია, ნერვის ანთება, მიოზიტი, პოდაგრა, ართრიტი, ართროზი და სხვა ნევრალგიული და რევმატიული დაავადებები.
– რატომ მწვავდება ძვალსახსროვანი დაავადებები გაზაფხულზე?
– ხანგრძლივი ზამთრის გამო ორგანიზმის რესურსები განლეულია, გარდამავალი პერიოდისთვის ბუნების ნაბოძები საჩუქრები ენერგეტიკულ ღირებულებას კარგავს – ზამთარში ნაკლებ ხანს ვატარებთ სუფთა ჰაერზე, ძლიერდება მზის რადიაცია, ატმოსფერული წნევა მერყეობს, ორგანიზმი იოლად გადაცივდება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ან მერყეობის დროს.
გაზაფხულზე დაავადებების გამწვავების რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს: ამინდის ცვალებადობა: ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, ტენიანობის მატება, ქარიანი ამინდი – ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება იმუნურ სისტემაზე და ხელს უწყობს დაავადებების გამწვავებას.
– როგორ ავიცილოთ თავიდან გამწვავება?
– გაზაფხულზე დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია შემდეგი ზომების მიღება:
* იმუნიტეტის გაძლიერება: მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები, დაკავდით ფიზიკური აქტივობით, დაიცავით ძილის რეჟიმი;
* სტრესის მართვა: ისწავლეთ სტრესის მართვის ტექნიკები;
* ქრონიკული დაავადებების კონტროლი: რეგულარულად მიმართეთ ექიმს, დაიცავით დანიშნული მკურნალობა, აკონტროლეთ დაავადების სიმპტომები;
* ჯანსაღი ცხოვრების წესი: დაიცავით ჯანსაღი კვების პრინციპები, მოერიდეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
* ამინდის პროგნოზის გათვალისწინება: ჩაიცვით ამინდის შესაბამისად, მოერიდეთ გადაციებას და გადახურებას;
* ექიმთან კონსულტაცია: თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება, გაზაფხულზე დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, რათა შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოთ მკურნალობის გეგმა.
გაზაფხული სილამაზისა და სიცოცხლის განახლების პერიოდია. სწორი მიდგომითა და ჯანმრთელობაზე ზრუნვით, შეგიძლიათ, თავიდან აიცილოთ დაავადებების გამწვავება და სრულად ისიამოვნოთ ამ მშვენიერი სეზონით.
ხერხემალი ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძია. ის 33 მალისა და მალთაშუა დისკების ერთობლიობაა, რომელსაც სულ 5 სეგმენტი აქვს: კისრის, გულმკერდის, წელის, გავისა და კუდუსუნის. ხერხემლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ზურგის ტვინის დაცვაა.
ხერხემლის პრობლემების გამომწვევი მიზეზი და რისკ-ფაქტორი შესაძლოა, იყოს თანდაყოლილი დაავადებები, ტრავმა, ანთება, ინფექცია, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ასაკის მატებასთან დაკავშირებული დეგენერაციული პროცესები, ჭარბი წონა, კალციუმით ღარიბი საკვების მიღება, ხანგრძლივი და არასწორი ფიზიკური დატვირთვა და ასე შემდეგ. თანამედროვე სამყაროში, ხერხემალთან დაკავშირებული დაზიანებები, ძირითადად, გამოწვეულია სხეულის ხანგრძლივი არასწორი პოზით და არააქტიური ცხოვრების წესით.
– რომელია ყველაზე გავრცელებული პრობლემები?
– მალთაშუა დისკის თიაქარი. ოსტეოქონდროზი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მალთაშუა დისკების გამრუდება და სახსრების დეფორმაცია, კალციფიკატების წარმოქმნა და მალთაშუა სივრცის შევიწროება. ეს ყველაფერი, უმეტესად კუნთების ტონუსის შემცირებასთანაა კავშირში. ოსტეოქონდროზის ძირითადი სიმპტომი მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილია, რომელიც შეიძლება, იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე, გადაცემითი. სხვა კლინიკური ნიშნები დაზიანების ადგილმდებაორებაზეა დამოკიდებული.
დისკოპათიები, ასევე, ცნობილი, როგორც დისკის დეგენერაციული დაავადება – ამ დროს მიმდინარეობს მალთაშუა დისკების პათოლოგიური ცვლილებები. ტერმინში ერთიანდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: მალთაშუა დისკის თიაქარი, ხერხემლის სტენოზი, სპონდილოლისთეზი. დისკების გადაგვარება ხშირია 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში. დაავადება თავდაპირველად უსიმპტომოა, დაავადების პროგრესირებას თან ახლავს ტკივილი. რისკ-ფაქტორებია: ტრავმა, ჭარბი წონა, მწეველობა, ფიზიკური დატვირთვა.
– თერაპიის რა საშუალებები არსებობს ხერხემლის პრობლემების დროს?
– ხერხემლის მკურნალობა დამოკიდებულია პრობლემის სპეციფიკურობაზე. მკურნალობის დროს ორგანიზმი მდიდრდება და მარაგდება მინერალებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით. ეს ყველაფერი მკვეთრად აუმჯობესებს მდგომარეობას. ძირითადი თერაპიები, რომლებიც გამოიყენება, არის ფიტოთერაპია და საჭიროების შემთხვევაში, მანუალური თერაპია.
დაიხსომეთ რამდენიმე წესი: ქანცის გაწყვეტამდე ნუ იმუშავებთ! შრომა და დასვენება ერთმანეთს შეუნაცვლეთ.
არავითარ შემთხვევაში არ ასწიოთ მძიმე ტვირთი მარტო, დაუხმარებლად!
ტვირთის აწევისას წელში კი არ მოიხაროთ, არამედ ჩაიცუცქეთ და ისე ასწიეთ ტვირთი. ზურგი ამ დროს გამართული უნდა გქონდეთ.
ცალი ხელით სიმძიმის ტარება დაუშვებელია, ტვირთი ორად უნდა გაყოთ და ორივე ხელში დაიჭიროთ.
ნარჩენები გაიტანეთ ურიკით ან ზურგჩანთით. თუ ხელჩანთის გარდა არაფერი გაქვთ, მაშინ, როგორც ზემოთ გირჩიეთ, ტვირთი ორ ჩანთაში თანაბრად გადაანაწილეთ და ორივე ხელში დაიჭირეთ.
მუშაობის დაწყებამდე ცოტა მოითელეთ. დაიხარეთ წინ, გადაიხარეთ უკან, გვერდებზე. ეს ვარჯიში შეასრულეთ ნელა! მოთელვის, ვარჯიშისა თუ მუშაობის დროს ერიდეთ მკვეთრ მოძრაობას.
თოხის, ბარისა და ფოცხის ტარი საკმაოდ გრძელი უნდა იყოს, რათა ამ იარაღებით მუშაობის დროს წელში მოხრა არ მოგიწიოთ.
ერიდეთ დიდხანს უხერხულ პოზაში ყოფნას. წინ დახრის დროს ცალი ხელით რაიმეს დაეყრდენით, უმჯობესია, ჩამოჯდეთ ან დადგეთ ცალ მუხლზე. შეგიძლიათ, დაამზადოთ სამუხლეები, მაგალითად, ძველი კოლგოტისგან. ეს რჩევა განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც ოსტეოქონდროზი აქვს ან რადიკულიტი აწუხებს.
ამჟამად მიღება მხოლოდ თბილისში მაქვს. ბათუმში კი ივნისის პირველ რიცხვებიდან დავიწყებთ. ჩასაწერად დაგვიკავშირდით წინასწარ.
მეტრო „სამედიცინოსთან“, ტაშკენტის ქუჩა #27; ვაკე, წყნეთის ქუჩა #3.
მიღება ყოველდღე 12–დან 9 საათამდე.
ჩასაწერად დაგვიკავშირდით – ჩვენი ახალი ნომრებია:
ტელ: 568-03-11-03; 599-22-11-66.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან