მედიცინა

დიალაკი ფორტე - დღესასწაული შებერილობის გარეშე!

№52

ავტორი: სოფი ლორია 16:00 04.01, 2023 წელი

დიალაკი
დაკოპირებულია

მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი) ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. სტატისტიკურად, ეს მართლაც შემაწუხებელი სიმპტომი, სრულიად ჯანმრთელი ადამიანების 10%-25%-ს აწუხებს. მათგან 10%-ში კი შებერილობა რეგულარულად და მწვავედ მიმდინარეობს.

შებერილობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს კვების დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, საკვების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, მენსტრუალური ციკლი, სტრესი, ჰორმონული დარღვევები და სხვა, თუმცა შებერილობა უხშირესად საკვების მიღებასთანაა დაკავშირებული.

შებერილობის სიმპტომებს განსაკუთრებით გურმანები უჩივიან. ისინი ხშირად უპირატესობას ანიჭებენ გემრიელი, კალორიული და ორგანიზმისთვის რთულად მოსანელებელი, არაჯანსაღი საკვების მიღებას. კალორიებით მდიდარი და ორგანიზმისთვის რთულად ასათვისებელია ქართული, ტრადიციული საახალწლო კერძები. კალორიებით უხვად გაჯერებული საახალწლო სუფრის კერძებისა თუ ნუგბარის მირთმევისას შესაძლოა, განვითარდეს მუცლის შებერილობა.

მეტეორიზმის დროს იგრძნობა მუცლის დაჭიმულობა, სისავსე, რომელსაც ხშირად თან ახლავს ტკივილიც. მუცლის შებერილობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჭარბი აირების დაგროვებაა. აირების წარმოქმნა შესაძლოა უკავშირდებოდეს სწრაფ კვებას, საკვების აუტანლობას, უჯრედისით მდიდარი თერმულად დაუმუშავებელი საკვების მიღებას, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს, კვებისას აირების ჩაყლაპვას.

მუცლის შებერილობისას საჭმლის მომნელებელ სისტემაში იმატებს აირის ბუშტუკების რაოდენობა. აირის გამოყოფა საჭმლის მონელების თანმდევი პროცესია. გაზები ძირითადად წარმოიქმნება ნაწლავში არსებული ბაქტერიების მიერ, რომლებიც ამუშავებენ ნახშირწყლებს. ნახშირწყლების გადამუშავებისას მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული „დუღილი“. სწორედ ამ პროცესში ხდება აირების წარმოქმნა, რაც ბუნებრივია, თუმცა აირების ჭარბი რაოდენობით დაგროვება ადამიანისთვის შემაწუხებელია და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევაზე მიუთითებს.

შებერილობის თავიდან ასაცილებლად მიირთვით ბოჭკოვანი საკვები, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ივარჯიშეთ, მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელ საკვებს, იკვებეთ მცირე ულუფებით და ნელი ტემპით.

შებერილობის სიმპტომურად სამკურნალოდ რეკომენდებულია ეგრეთ წოდებული ადსორბენტების მიღება. ერთ-ერთი ასეთი ადსორბენტია სიმეტიკონი.

სიმეტიკონი ფიზიოლოგიურად ნეიტრალური ნაერთია, რომელიც არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და არ ახასიათებს ფარმაკოლოგიური აქტივობა. ის ამცირებს ნაწლავებში არსებული აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, იწვევს მათ შებოჭვას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან გამოდევნას. სიმეტიკონი გამოიყოფა შეუცვლელი სახით ფეკალურ მასებთან ერთად.

სიმეტიკონის შემცველ ეფექტურ, ევროპული წარმოების მედიკამენტს წარმოადგენს დიალაკი ფორტე.

დიალაკი ფორტეს 1 კაფსულა შეიცავს 240 მგ სიმეტიკონს. დიალაკი ფორტე სწრაფად ამცირებს ნაწლავებში აირების დაგროვებას და ხსნის მუცლის შებერილობას. ის გამოიყენება მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობისთვის ზრდასრულებსა და 15 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.

დიალაკი ფორტე იწარმოება ესპანეთში, ფარმაცევტული საწარმო ALCALA FARMA-ს მიერ.

დიალაკი ფორტე მიიღება 1 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების შემდეგ (საუზმე და სადილი) ერთ ჭიქა წყალთან ერთად. მაქსიმალური დღიური დოზაა 3 კაფსულა. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღემდე.

დიალაკი ფორტე გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა