მედიცინა

ბროწეულის საოცარი თვისებები

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.01, 2024 წელი

ბროწეული
დაკოპირებულია

ბროწეული ამაღლებს იმუნიტეტს. მისი ყველაზე ცნობილი თვისება ანემიასთან ბრძოლაა. სისხლის ნაკლებობის დროს მიირთვით ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი 3ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.

ბროწეულის მარცვლები ქვემოთ სწევს არტერიულ წნევას.

სხვადასხვა ანთებითი დაავადებების (თირკმლის, ღვიძლის, ყურის და თვალის, სახსრების, გინეკოლოგიური ორგანოების) დროს ეფექტურად ხსნის ანთებით პროცესს. ნახარში შემდეგნაირად მზადდება: 2 ჩაის კოვზი ბროწეულის ქერქის ფხვნილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, წამოადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 30 წუთი, გადაწურეთ და დაასხით საწყისი მდგომარეობის რაოდენობის ადუღებული წყალი. მიიღეთ 50 გრამი 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

დეზინფექციას უკეთებს პირის ღრუსა და ყელს. ანგინისა და ფარინგიტის დროს ბროწეულის ქერქის ნახარშს გამოიყენებენ ყელის, ხოლო სტომატიტის დროს პირი ღრუს სავლებად. ის ხსნის ტკივილს და ანადგურებს ბაქტერიებს.

ბროწეული ინსულინის კარგი შემცვლელია. ის სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ამისათვის მიირთვით 60 წვეთი ბროწეულის წვენი 4-ჯერ დღეში ჭამის წინ. მიღებიდან მესამე დღეს საგრძნობლად შემცირდება შაქრის შემცველობა სისხლში.

კურნავს კანს. თუ თქვენ პრობლემური, ცხიმიანი კანი გაქვთ ან ჩირქოვანი გამონაყარი, გაიკეთეთ ნიღაბი: ბროწეულის ქერქი დაფხვენით, მოხალეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთში. შეინახეთ მაცივარში. წაისვით კვირაში 2-ჯერ.

მწიფე ბროწეულის ქერქი შეიცავს ალკალოიდებს, რომლებსაც გლისტების საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ. პარაზიტებისგან გასათავისუფლებლად 40-50 გრამ დაფხვნილ ქერქს დაასხით 400 მილილიტრი ცივი წყალი. გააჩერეთ 6 საათი. შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ნახარში არ განახევრდება. გააგრილეთ, გადაწურეთ და 1 საათის განმავლობაში მიირთვით პატარ-პატარა ულუფებით. 1 საათის შემდეგ დააყოლეთ კუჭის მოქმედების რომელიმე აბი, ხოლო 4-5 საათის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა.

აჩერებს ყაბზობას. მას აქვს წებოვნური თვისება და ამიტომ იყენებენ ყაბზობის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს. უფროსებმა უნდა მიიღონ გამომშრალი, დაფხვნილი ქერქი ჩაის კოვზის წვერით 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო ბავშვებმა უნდა მიიღონ ნახევარი ულუფა ბროწეულის ახალგამოწურულ წყალში გაზავებული წვენი.

ბროწეული ააქტიურებს ღვიძლის უჯრედებს, გამოდევნის ორგანიზმიდან შარდმჟავას, წიდებისგან წმენდს სისხლს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, ხსნის ტოქსიკოზს ორსულობის დროს, აჯანსაღებს ორსულსაც და ნაყოფსაც. აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ თუ ჩვილის საკვებს რამდენიმე წვეთ ბროწეულის წვენსაც დავამატებთ, ადრე დაიწყებს ლაპარაკს და მეტყველებაც მკაფიო ექნება. სპეციალისტები ამას მიაწერენ ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელ კაროტინსა და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც უხვადაა ბროწეულის მარცვლებში. დაიხსომეთ: მჟავე ჯიშის ბროწეულის წვენი აუცილებლად უნდა გააზავოთ წყალში.

ბროწეულს ორგანიზმიდან გამოაქვს რადიაცია. ამიტომ, ბროწეულის წვენი სასარგებლოა მათთვის, ვისაც შეხება აქვს რადიოაქტიურ იზოტოპებთან ან ცხოვრობს მაღალ რადიაციულ ზონაში.

ამაღლებს ჰორმონების აქტიურობას. ბროწეულის კურკა შეიცავს ზეთს, რომელიც აღადგენს ჰორმონულ ბალანსს ორგანიზმში. ამიტომ, ის კურკებიანად მიირთვით თუ თქვენ მტკივნეულად გადაგაქვთ მენსტრუალური ციკლი, გაწუხებთ თავის ტკივილები ან კლიმაქსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა