მედიცინა

ბოლოკის სამკურნალო თვისებები

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.11, 2021 წელი

ბოლოკი
დაკოპირებულია

ხალხური მედიცინა კარგად იცნობს ბოლოკის სამკურნალო თვისებებს. ასე, მაგალითად:

შეკრულობის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენება ბოლოკის ფოჩების ნაყენი. ერთ სადილის კოვზ წვრილად დაქუცმაცებულ ფოჩებს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, ერთი საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამიდან 20 წუთის შემდეგ. სამკურნალო კურსი სამ დღეს გრძელდება.

ბოლოკი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიური მიზნითაც. მისგან კანის მკვებავ ნიღბებს ამზადებენ. რამდენიმე ძირხვენა ჩახეხეთ წვრილ სახეხზე, დაამატეთ 6 წვეთი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი სახამებელი. კარგად მოურიეთ და. მიღებული ფაფა წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10-15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ძირხვენების წვენს საჭმლის მონელებისა და მეტაბოლურ პროცესთა გასაუმჯობესებლად იყენებენ.

ბოლოკი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), პოდაგრითა და გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის.

მისი ძირნაყოფის რეგულარული გამოყენება მატებს მხნეობას, აუმჯობესებს სახის ფერს, გულის მუშაობას, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს. ბოლოკის განსაკუთრებული სტრუქტურის უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკების – ფიტონციდების წყაროა, ამიტომ მისი ძირხვენები შეიძლება, გამოვიყენოთ ანთებითი და გაციებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისთვის. სასარგებლო და საკვებად ვარგისია ბოლოკის ფოჩებიც. მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობით ისინი ძირხვენებს არ ჩამოუვარდებიან, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ სალათებში, წვნიანებში, მოშუშოთ ან უმად მიირთვათ.

ბოლოკი სასარგებლოა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუმჯობესებს სუნთქვას, მოქმედებს, როგორც სუსტი კუჭში გამხსნელი საშუალება, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შველის თავისა და ყელის ტკივილს, პირღებინებას და სხვა.

ბოლოკი ეფექტურია ჭრილობების მოსაშუშებლად – ამისთვის იყენებენ ახლად გამოწურულ ბოლოკის წვენში დასველებულ მარლას. ბოლოკი კარგი საშუალებაა ნაბახუსევზე – აყუჩებს თავის ტკივილს და აქრობს სიმძიმის შეგრძნებას.

ბოლოკი კარგია მეძუძური დედებისთვის, ხელს უწყობს ლაქტაციის გაზრდას – 50 გრამ ახლად გამოწურულ ბოლოკის წვენს აზავებენ 150 გრამ წყალში და ამატებენ 1 ჩაის კოვზ თაფლს. უნდა მიიღოთ ბავშვის კვებამდე 10 წუთით ადრე.

ბოლოკის გამოყენება არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემის, ასევე თირკმელების და ღვიძლის დაავადებების გართულებების დროს.

ბოლოკი ორსულობის დროს, ერთი მხრივ, ძალიან სასარგებლოა დედისთვის, რომ შეინარჩუნოს სასურველი წონა, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში, რადგან აქრობს შეშუპებებს, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება საშვილოსნოს ტონუსი აამაღლოს, ეს კი ნაყოფისთვის ძალზე საშიშია.

ბოლოკის მიღება არ შეიძლება ენტეროკოლიტის, პოდაგრის დროს, გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ, ასევე ინდივიდუალური აუტანლობისას.

შეკრულობის წინააღმდეგ გამოიყენება ბოლოკის ფოჩების ნაყენი. აიღეთ ერთი სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ფოჩები და დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი და გადაწურეთ. ნაყენი შეგიძლიათ, მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამიდან 20 წუთის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში.

ორგანიზმის გასაწმენდად სასარგებლოა შავი ბოლოკიც.

აიღეთ 10 კილოგრამი შავი ბოლოკი და გამოწურეთ. მიიღებთ სამ ლიტრამდე წვენს. ჩაასხით მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და მოათავსეთ მაცივარში. მიიღეთ 30 გრამი დღეში სამჯერ ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. პარალელურად, საჭიროა დიეტის დაცვაც – რაციონიდან ამოიღეთ ცომეული, ხორცი, ცხიმოვანი კერძები, სახამებელშემცველი პროდუქტები, კვერცხი.

ამ მეთოდის წყალობით ორგანიზმის გაწმენდასთან ერთად ჭარბ წონასაც დააღწევთ თავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი