მედიცინა

ბარამბოს სამკურნალო თვისებები

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.11, 2022 წელი

ბარამბო
დაკოპირებულია

ბარამბო ქალბატონებისთვის – ბარამბოს „ქალების ბალახსაც“ უწოდებენ. მცენარე შეუფასებელ გავლენას ახდენს ქალბატონების ჯანმრთელობაზე. მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს ქალებში ჰორმონული ფონის ნორმალიზებას. ხალხურ მედიცინაში ბარამბოს იყენებენ მენსტრუაციის დროს არასასიამოვნო შეგრძნებების შესამცირებლად. მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს წონისა და მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას და არბილებს ტოქსიკოზის სიმპტომებს.

ბარამბო მამაკაცებისთვის – ბარამბოს ჩაის შეუძლია, დაღლილობისა და სტრესის მოხსნა, მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი და მატებს ტონუსს. ამაშია ბარამბოს უნიკალურობა მამაკაცების შემთხვევაში, რადგან ერექციული დისფუნქცია, სწორედ რომ, სტრესით, ნევროზითა და ზედმეტი გადაღლილობითაა გამოწვეული. მცენარის შემადგენლობაში არის ისეთი უნიკალური კომპონენტი, როგორიცაა ფიტოანდროგენი – მამაკაცური ჰორმონის მცენარეული ანალოგი. გარდა ამისა, ბარამბო დამხმარეა მომატებული სექსუალური აღგზნებადობისას, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს ის გავლენას არ ახდენს პოტენციაზე. ბარამბო სასარგებლოა მამაკაცებში თმის ცვენის სამკურნალოდ.

მას ახასიათებს:

დამამშვიდებელი, სედატიური მოქმედება – ადუნებს, ამშვიდებს, ფორმაში მოჰყავს ნერვული სისტემა, დამხმარეა სტრესთან გამკლავებაში, უძილობისას და თავის ტკივილისას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

სპაზმოლიტიკური ეფექტი – დადებით გავლენას ახდენს კუნთების, კუჭის, სასუნთქი გზებისა და თავის სისხლძარღვების სპაზმების დროს.

აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას – ეფექტურია შეკრულობის, შებერილობის და გაზების დაგროვების დროს აუმჯობესებს მადას.

ოფლმდენი მოქმედება – ბარამბოს ჩაი მისწრებაა მაღალი ტემპერატურისას და ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად ოფლის გამოდენის გზით.

ებრძვის ბაქტერიებს – ანტიბაქტერიული მოქმედების გამო, მისი მიღება რეკომენდებულია გაციებისა და ინფექციური დაავადებების მკურნალობისას.

მატონიზებელი ეფექტი – მცენარე ზრდის ამტანობას და აძლიერებს ორგანიზმს.

აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას, დადებითად მოქმედებს გულზე და სისხლძარღვებზე, ამცირებს ტკივილს გულის არეში და არეგულირებს წნევას.

ნახარში თავის ტკივილისთვის: 1 სადილის კოვზ მშრალ ბარამბოს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავდგათ ცეცხლზე და გავაჩეროთ 7-10 წუთი. მივიღოთ, როგორც ჩაი ძილის წინ. შეიძლება, შაქრის ან თაფლის დამატება.

ნაყენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ. საჭიროა 1 ღერო მშრალი ბალახი 200 მილილიტრ მდუღარე წყალზე. ნაზავს დავახუროთ თავზე და გავაჩეროთ 1 საათით, შემდეგ გადავწუროთ. მივიღოთ 100 მილიგრამი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ბარამბოს ნედლ ფოთოლს იდებენ ჩირქოვან ადგილზე, დაჟეჟილობისა და შეშუპების დროს.

არ არის რეკომენდებული ინდივიდუალური აუტანლობისა და ალერგიული რეაქციის დროს. გარდა ამისა, დაბალწნევიანებისთვის.

ყოველდღიურად ბარამბოს დიდი დოზით მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს წნევის დავარდნა და თავბრუ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა