მედიცინა

ბანანის გასაოცარი თვისებები

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.11

ბანანი
დაკოპირებულია

ბანანი განსაკუთრებულად გემრიელი და იმავდროულად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხილია, რასაც სხვადასხვა მეცნიერული კვლევა ადასტურებს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, ოქსიდანტებს, კალიუმს, B6 ვიტამინს, C ვიტამინს, მაგნიუმს, მანგანუმს, სპილენძს, მცირე რაოდენობით ცილას, ნახშირწყლებს და ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს.

ერთი საშუალო ზომის ბანანში დაახლოებით 105 კალორიაა.

• ბანანში შემავალი ნივთიერებები უზრუნველყოფენ სისხლში შაქრის შემცველობის დარეგულირებას. თუმცა, ამისდა მიუხედავად, დიაბეტის მქონე ადამიანებმა ექიმთან შეთანხმებით უნდა გააკონტროლონ მისი მიღების დასაშვები რაოდენობა;

• ბანანში შემავალ დიეტურ ბოჭკოს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, ამასთან ის საჭმლის მონელებასაც აუმჯობესებს;

• თირკმელებში კენჭების გაჩენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ეფექტური საშუალება კალიუმის საკმარისი რაოდენობის შემცველი საკვების მიღებაა. კვლევების თანახმად, რაციონში ბანანის რეგულარული შეტანა თირკმელებში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენის ალბათობას 40 პროცენტით ამცირებს;

• ბანანი შეიძლება დაგეხმაროთ წონის დაკლებაში. მასში შემავალი პექტინი და მდგრადი სახამებელი ამცირებენ მადას და ზრდიან დანაყრების შეგრძნებას. ის ჯანსაღი წასახემსებელი საშუალებაა;

• ბანანი კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის, განსაკუთრებით კი სისხლის წნევის დასარეგულირებლად. ამას მოწმობს მასში შემავალი კალიუმი და მაგნიუმი. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ამ ხილს, 27%-ით უმცირდებათ გულის დაავადებათა განვითარების რისკი;

• მინერალების დეფიციტი წვივის კუნთების ხშირი კრუნჩხვების მიზეზია. კალიუმითა და მაგნიუმით ისეთ მდიდარ საკვებს, როგორიც ბანანია, კუნთის სპაზმების თავიდან აცილება შეუძლია, ამიტომ ბანანს აქტიურად მოიხმარენ სპორტსმენები;

• ბანანი ხელს უშლის დაბერების პროცესს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებენ თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, უზრუნველყოფენ ახალგაზრდობისა და კარგი განწყობის შენარჩუნებას;

• ბანანი შეიძლება დაგეხმაროთ ვარჯიშით გამოწვეული კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ის, ასევე, ვარჯიშისათვის საჭირო ენერგიის საუკეთესო საშუალებაა;

• ბანანის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც დამატკბობელი საშუალება, მაგალითად, შაქრის ნაცვლად ნამცხვრებში, იოგურტსა და ფაფებში;

• მიკროელემენტები გვჭირდება იმისთვის, რომ ჯანმრთელი კანი და ჩონჩხის ძლიერი სტრუქტურა შევინარჩუნოთ. ის თავის ტვინის სწორ ფუნქციონირებას განაპირობებს, დაზიანებისგან იცავს თავისუფალ რადიკალებს;

• კვლევებით დასტურდება, რომ მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის ჯანმრთელ ფუნქციონირებაში, ასევე, მას შეუძლია პარკინსონის დაავადებისა და ეპილეფსიის პრევენციაც. ზოგიერთი კვლევა იმასაც ადასტურებს, რომ მაგნიუმი ძვლის მინერალური სიმკვრივის გაზრდაში გვეხმარება, რაც ოსტეოპოროზის პრევენციაა. ბანანი კი მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა;

• ბანანს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, შედეგად ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების დაზიანებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა