ანწლის სასარგებლო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.03, 2024 წელი

შავი ანწლის სამკურნალო თვისებები იმდენად მაღალია, რომ მას კიბოს თერაპიის დამხმარე საშუალებად იყენებენ. ონკოლოგიაში ყველაზე მაღალი შედეგი მიიღწევა მელანომის მკურნალობისას. შავი ანწლის დახმარებით შესაძლებელია, კიბოს ადრეულ სტადიაზე განკურნებაც კი. მას აქტიურად იყენებენ ბაზალიომის თერაპიისას, შვება მოაქვს კუჭის, ფილტვის, პროსტატისა და სისხლის კიბოს მკურნალობისას. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ მას იყენებენ ქიმიოთერაპიის შედეგების შესაკავებლად – ის ხელს უშლის თმის ცვენას, აუმჯობესებს მადას და ანელებს ანემიას.
ანწლის ნაყოფი წარმატებით ებრძვის ჰეპატიტს, წყლულოვან დაავადებებს, კარგია მათი პროფილაქტიკისთვის. გამოიყენება ნევრალგიის დროს. წარმატებით ებრძვის მალარიას.
ერთი სადილის კოვზი ანწლის ძმარი გახსენით 1 ჭიქა წყალში და დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. ხოლო ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ 150 გრამი გამოხდილი ან ანადუღარი წყალი. მკურნალობის კურსია 45 დღე. ერთი თვის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. ორგანიზმის გასაწმენდად საკმარისია სამი ასეთი სეანსი.
პროფილაქტიკისთვის კი წელიწადში ერთი ასეთი კურსი იკმარებს. ძალიან სასარგებლო და უსაფრთხოა.
არანაკლებ ძვირფასია შავი ანწლის ყვავილები. მისგან ამზადებენ ნაყენს და იყენებენ, როგორც ანტიბაქტერიულ და ოფლმდენ საშუალებას. ის ძალიან ეფექტურია გაციების, ანგინის, გრიპის, სასუნთქი გზების დაავადებების დროს, ასევე, ებრძვის ართრიტს, პოდაგრას, რევმატიზმს. ყვავილებს იყენებენ კომპრესებისთვის, როგორც შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებას. ასევე, აქვს ოფლმდენი, შარდმდენი და ზომიერი გამხსნელი თვისებები.
ნაყენის დასამზადებლად სამ სადილის კოვზ ანწლის ყვავილს დაასხით სამი ჭიქა ცხელი წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ. მიიღეთ თბილი სახით ჭამამდე ნახევარი ჭიქის ოდენობით, დღეში 2–ჯერ.
ყვავილებისგან ამზადებენ ლოსიონს: 10 ყვავილედს ასხამენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და აჩერებენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ ფილტრავენ და ინახავენ მაცივარში. ლოსიონით იწმენდენ სახეს დილით და საღამოს. ის კარგი მატონიზებელი საშუალებაა და აახალგაზრდავებს კანს.
ანწლში არსებული ნაერთები მუშაობს ინფექციის განვითარების ადრეულ სტადიაზე და ბლოკავს ვირუსის მნიშვნელოვან ცილებს, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედში შეღწევაზე.
გარდა გრიპის ადრეულ სტადიაზე ეფექტურობისა, ანწლი კარგია უფრო მოგვიანებით სტადიაზე. ანწლი ასტიმულირებს უჯრედების ციტოკინების - „შეტყობინების გადამტანების“ გამომუშავებას. მათ იმუნური სისტემა იყენებს სხვადასხვა ტიპის უჯრედებს შორის კავშირის დასამყარებლად, რისი შედეგიცაა უფრო ეფექტური იმუნური პასუხი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან