მედიცინა

ალუჩის სამკურნალო თვისებები

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.06

ალუჩა
დაკოპირებულია

ალუჩა – ეს სასიამოვნო ტკბილ-მჟავე ხილი მრავალი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება:

საჭმლის მონელების გაუმჯობესება – ალუჩა მდიდარია ორგანული მჟავებით (ლიმონის, ვაშლის და სხვ.), რომლებიც ხელს უწყობენ კუჭის წვენის გამოყოფას, ამაღლებს მადას და აუმჯობესებს მონელებას. დაუმწიფებელი ალუჩა გამოიყენება დიარეისას, როგორც ბუნებრივი კუჭის შემკვრელი საშუალება.

შარდმდენი ეფექტი – ალუჩა წმენდს თირკმელებს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და შლაკების გამოყოფას.

ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – შეიცავს C ვიტამინს, ფლავონოიდებსა და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესებს და იცავენ უჯრედებს დაბერებისა და დაზიანებისგან.

გულისა და სისხლძარღვების მხარდაჭერა – ალუჩა მდიდარია კალიუმით, რაც სასარგებლოა გულის მუშაობისთვის და არტერიული წნევის დარეგულირებისთვის.

დეტოქსიკაცია და ღვიძლის გაწმენდა – ალუჩა ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენდას ტოქსინებისგან და აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას.

* უმი სახით – მუქი ფერის ალუჩა განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტებით;

• ალუჩის წვენი – ეფექტურია სიცხის, უგუნებობისა და ქრონიკული დაღლილობისას;

• ჩირი ან მოხარშული – კარგია დიარეის დროს და დამამშვიდებელ საშუალებად;

• მწნილი ან ტყემალი — აძლიერებს მადას და აუმჯობესებს მონელებას.

გაითვალისწინეთ:

* მჟავე ალუჩამ ზედმეტი რაოდენობით შეიძლება, გააღიზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი, განსაკუთრებით თუ ადამიანს აქვს გასტრიტი ან წყლულოვანი დაავადება;

• არ არის რეკომენდებული მშიერ კუჭზე დიდი რაოდენობით ალუჩის მიღება.

რჩევები ალუჩის სარგებლიანად გამოყენებისთვის:

1. თუ კუჭის პრობლემები გაქვს (მაგალითად, მჟავიანობა ან გასტრიტი), უმჯობესია ალუჩა მიირთვათ არა ცალკე, არამედ სხვა საკვებთან ერთად, მაგალითად, მწვანილთან ან მოხარშულ ბოსტნეულთან.

2. ნუში და ალუჩა ერთად ძლიერი ანტიოქსიდანტური კომბინაციაა. მცირე რაოდენობით ნუშთან ერთად ალუჩის მიღება ამაღლებს ორგანიზმის დაცვით უნარს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

3. მოამზადეთ ალუჩის წყალი – რამდენიმე მწიფე ალუჩა ჩაყარეთ ერთ ჭიქა წყალში და გააჩერეთ ღამით. დილით სითხე დალიეთ — ეს ეფექტურად წმენდს ორგანიზმს და ამშვიდებს ნაწლავებს.

4. შეურიეთ სალათებში და სოუსებში – ალუჩას მჟავე გემო იდეალურად ეხამება ბოსტნეულსა და მწვანილეულს. მისი დამატება სალათებში აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამდიდრებს საკვებს ვიტამინებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა