მედიცინა

ალუბლის სასარგებლო თვისებები

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.06

ალუბალი
დაკოპირებულია

ალუბალი ბევრს უყვარს, არა მარტო სასიამოვნოდ მჟავე, გემრიელი ხილი, არამედ, წვენის, კომპოტის, მურაბის სახით, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამდენად სასარგებლოა ის.

ალუბალი გამოიყენება:

• ჰიპერტონიული დაავადებების დროს – არეგულირებს წნევას, აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი;

• თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებებისას – არეგულირებს მათ მოქმედებას;

• რევმატიზმის, ართრიტის, პოდაგრის დროს – ის ტკივილის შემსუბუქებაში გვეხმარება;

• სისხლნაკლებობის დროს – ორგანიზმს აწვდის რკინასა და სხვა სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს;

• სპასტიკური კოლიტის, ნაწლავის ატონიის, შეკრულობისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებებისას;

• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტისას (მომატებული მჟავიანობით) – ბევრი პროდუქტი ორგანული მჟავების მაღალი შემცელობით ვნებს ორგანიზმს, იწვევს გულძმარვას, რასაც ალუბალზე ვერ ვიტყვით;

• ნერვული სისტემის მოშლა (სტრესი, დეპრესია, უძილობა).

ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ბალი და ალუბალი შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. ალუბლის წვენში არსებული ბირთვაკი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს. ყვავილებისგან გამოხდილი წყლით კარგია გაღიზიანებული თვალების ამობანა.

ალუბლის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, აქვეითებს სისხლში მჟავიანობას. რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა მაღალი სისხლის წნევის მქონეთათვის. ხელს უწყობს წონის კლებასაც. ალუბლის ყუნწების ნახარში სასარგებლოა კრიტიკულ დღეებში, სისხლდენისა და სახსრების ტკივილის დროს. ალუბალში შემავალი კუმარინი ხელს უშლის სისხლის შესქელებას, ათეროსკლეროზის განვითარებას. სასარგებლოა ანემიის დროს.

მას ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის პროფილაქტიკა შეუძლია. ალუბლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ოსტეოართრიტის განვითარებას. ართრიტის ეს სახეობა კი აზიანებს ხელებს, ფეხებს, განსაკუთრებით კი, მუხლებსა და ხერხემალს.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალუბლის ყოველდღიური მიღება ამცირებს არა მარტო ქოლესტერინის დონეს, არამედ დიაბეტისა და ართრიტის წარმოქმნის რისკსაც. ამასთან, ცოცხალი ალუბლის მიღება აუცილებელი არ არის, გამოდგება მისი მურაბა, კომპოტი და ჯემიც კი. რაც უფრო მუქი ფერისაა ალუბალი, მით მეტად სასარგებლოა. სამკურნალო ეფექტი განპირობებულია პიგმენტით, რომელიც ხილს წითელ ფერს აძლევს. მეცნიერებმა უკვე შექმნეს ალუბლის ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალური სამკურნალო პრეპარატები, თუმცა ყველაზე სასარგებლო მაინც ცოცხალი ხილია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა