ალუბლის გასაოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.06, 2023 წელი

ალუბლის წვენი ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია. მასში ყველაზე დიდი რაოდენობითაა დაავადებებთან მებრძოლი ნივთიერებები.
ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლის სისტემას, გარდა ამისა ეფექტურად ებრძვის სტრესს. ართრიტის დროს ალუბლის წვენი ტკივილს შეგიმსუბუქებთ, ამცირებს დიაბეტის რისკს, აუმჯობესებს მეხსიერებას და აფერხებს სიბერეს.
ახალგამოწურული ალუბლის წვენის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელების პროცესს. ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, ხელს უწყობს კარგი მეხსიერების შენარჩუნებას და ანელებს დაბერების პროცესს.
ალუბალი ართრიტის დროს: ჭიქა ალუბალს დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე. გააგრილეთ და დალიეთ დღის განმავლობაში მცირე ყლუპებით. მკურნალობის კურსი 14 დღე.
ალუბლის ნახარში არეგულირებს წნევას – 10 გრამ ალუბალს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი. გააჩერეთ 40 წუთს. მიიღეთ დღის განმავლობაში.
წლების წინ კუჭის წყლულს ალუბლის გამხმარი ფესვით კურნავდნენ. ნახევარ ჭიქა ალუბლის გადამუშავებულ ფესვებს დაასხით 1 ლიტრი წყალი, გააჩერეთ 4-5 საათის განმავლობაში, ადუღეთ 15 წუთი და კიდევ 1 საათი გააჩერეთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ჭიქის მესამედი. მკურნალობის კურსი – 2 კვირა.
ალუბლის წვენი სრულიად უვნებელი საძილე საშუალებაა. საკმარისია, ძილის წინ სულ რაღაც 30 მილიგრამი წვენი დალიოთ და მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ. მეცნიერთა მტკიცებით, ეს ალუბალში შემავალი ჰორმონ მელატონინის დამსახურებაა. სწორედ ის არეგულირებს სადღეღამისო რიტმს.
ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ რკინის, მაგნიუმის, C ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო. ის აჩქარებს სისხლის წარმოქმნას და შეუცვლელია ბავშვებისა და ორსულებისთვის. ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, ამიტომ ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს.
ალუბლის წვენი კარგია პოდაგრის დროსაც. უმადობის დროს კი შეგიძლიათ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ ნახევარი ჭიქა უშაქრო ალუბლის წვენი. ის, ასევე, გამოიყენება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, კერძოდ, სტომატიტისა და გინგივიტის დროს, გარდა ამისა, აყუჩებს ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ანთებას. ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.
ბალი და ალუბალი შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. ალუბლის წვენში არსებული ბირთვაკი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს. ალუბლის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, აქვეითებს სისხლში მჟავიანობას. რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. ასევე, ხელს უწყობს წონის კლებას.
ალუბალში შემავალი კუმარინი ხელს უშლის სისხლის შესქელებას, ათეროსკლეროზის განვითარებას. სასარგებლოა ანემიის დროს. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბალს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: მას ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის პროფილაქტიკა შეუძლია.
ალუბლის ყუნწების ნახარში სასარგებლოა კრიტიკულ დღეებში, სისხლდენისა და სახსრების ტკივილის დროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან