მედიცინა

ალოეს სამკურნალო თვისებები

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.04, 2022 წელი

ალოე
დაკოპირებულია

ალოეს მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული, ასევე ბაქტერიოსტატიკური თვისება აქვს, ის აქტიურად ებრძვის, ასევე, სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს, ნაწლავისა და დიფტერიის ჩხირებს. მას ანთების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება აქვს. ასტიმულირებს ჭრილობების სწრაფად შეხორცების პროცესს. ორგანიზმიდან გამოჰყავს რადიაციის ნარჩენი პროდუქტები. ალოე შესანიშნავი ბიოსტიმულატორია. მისი წვენის შინაგანი გამოყენება აძლიერებს იმუნურ სისტემას და აძლიერებს დასუსტებულ ორგანიზმს.

სამკურნალოდ, ძირითადად, ალოეს წვენს ან მის ფაფასავით დაშლილ ფურცლებს იყენებენ. ფაფის გასაკეთებლად აუცილებელია ალოეს ფურცლებს მოაცილოთ კანი წვეტიან ბოლოებთან ერთად, ხოლო რბილობი გაატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში ან დანაყოთ.

იმისათვის, რომ მიიღოთ მაღალი რეგენერაციის შემცველობის ალოეს წვენი, წინასწარ გარკვეული მოსამზადებელი პროცედურების ჩატარებაა საჭირო.

დასაწყისისთვის მცენარეს 20 დღე არ რწყავენ, რათა ბუნებრივად გამოშრეს. შემდეგ ფურცელს წყვეტენ, ახვევენ მუქი ფერის ქაღალდში, ისე, რომ ბოლოები ღია დარჩეს და ასე ინახავენ მაცივარში 10 დღით. ასეთი მანიპულაციები ხელს უწყობს ალოეს ფურცელში ბუნებრივი ბიოსტიმულატორების გამომუშავებას, რომელთაც გამაახალგაზრდავებელი და მაგენერირებელი თვისებები აქვთ. ფურცლებს აქუცმაცებენ და ასხამენ წყალს შემდეგი პროპორციით – 1:3. შემდეგ ნაზავს 1 საათის განმავლობაში ბნელ ადგილას, ჰერმეტიულ ჭურჭელში ათავსებენ. მზა წვენს ფილტრავენ და ინახავენ მაცივარში არაუმეტეს 14 დღისა. ალოეს ასეთი სახით გამოიყენებენ შესაზელად და კანისთვის ლოსიონის სახით.

სხვადასხვა ხალხურ რეცეპტებში ალოესგან ამზადებენ სპირტის ნაყენებს, კონცენტრანტებს, კომპრესებს, მალამოებსა და ემულსიებს.

ალოეს წვენი კარგი საშუალებაა მელანქოლიის დროს. თაფლთან ერთად კი იდებენ დაბეჟილ ადგილებზე, ხოლო ღვინოსთან შერეული თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. კარგია თავის დაბანა ალოეს წვენის და ძმრის ნაზავით. ალოეს იყენებენ, აგრეთვე, სწორი ნაწლავისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების სიმსივნის დროს. ასევე, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ.

წვენის კომპრესი აჩქარებს ქსოვილის აღდგენას და თმის ზრდას დასხივებით გამოწვეული დერმატიტის დროს.

ალოეს წვენი აქტიურად გამოიყენება თვალების სამკურნალო სხვადასხვა პრეპარატში.

ალოეს უკუჩვენება აქვს მენსტრუალური ციკლისა და ორსულობის დროს, ნაღვლის ბუშტის დაავადებების გამწვავების შემთხვევაში, ჰიპერტონიისას, ვარიკოზისას, საშვილოსნოს სისხლდენისას, სასუნთქი გზებიდან სისხლიანი გამონადენისას, ინდივიდუალური აუტანლობისას და ბავშვებთან – 7 წლის ასაკამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი