მედიცინა

ალოე – თქვენი მკურნალი

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.03, 2023 წელი

ალოე
დაკოპირებულია

ალოე ვერას წვენს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მას ჩირქოვანი ჭრილობის, დამწვრობის (მათ შორის მზის), ტროფიკული წყლულების, ფსორიაზის სამკურნალოდ იყენებენ. დამტკიცებულია, რომ ალოე ვერას წვენს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება აქვს სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური, დიფთერიული და დიზენტერიული ჩხირების საწინააღმდეგოდ.

ასტიმულირებს და აჩქარებს შეხორცების პროცესს. ის გამოიყენება ძნელად შესახორცებელი ჭრილობებისა და კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ტრადიციულ მედიცინაში მის ცოცხალ ფოთლებს, წვენისგან დამზადებულ მალამოებსა და ემულსიებს დერმატიტების სამკურნალოდ იყენებენ. აქვს დამატენიანებელი მოქმედება. მისი ახლად გამოწურლი წვენი შეგიძლიათ, წაისვათ დამწვრობაზე, მწერების ნაკბენზე, ნაკაწრებზე და შესიებულ კანზე, რადგან ის შეიცავს ანთებით და ანტიმიკრობულ ნივთიერებებს.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს კარგი შედეგები გამოაქვს ახალგამოწურულ წვენში დასველებული ტამპონების საშოში განთავსებას.

ბიომასტიმულირებელი წვენის დამზადება – კარგად გარეცხილი ალოეს ფოთლები დააწყვეთ თეფშზე, დააფარეთ ქაღალდი და მოათავსეთ მაცივარში, ბნელ ადგილას. ასეთ არახელსაყრელ პირობებში მცენარეში ჩერდება სასიცოცხლო პროცესები. ზუსტად ამ დროს მის უჯრედებში იწყება განსაკუთრებული ნივთიერებების – „ბიოგენური სტიმულატორების“, წარმოქმნა.. 12–15 დღის შემდეგ ალოე გამოიღეთ მაცივრიდან, მოაცილეთ გაშავებული ადგილები და გამოწურეთ წვენი.

მასტოპათია

აიღეთ 1 წილი მზესუმზირის ზეთი, 1 წილი ალოეს წვენი, 1 წილი თალგამის წვენი და 1 წილი 70-პროცენტიანი სპირტი. კარგად გადაურიეთ და დადგით ბნელ ადგილას 1 კვირა. მიღებული ნაყენი დალიეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს ეხმარება ორგანიზმს ძუძუსა და საშვილოსნოს სიმსივნის გაწოვაში.

ანგინა, ართრიტი

👉1 წილი ალოეს წვენი შეურიეთ 2 წილ თაფლს და 3 წილ არაყს. დაასველეთ დოლბანდი მიღებულ ხსნარში და მიიდეთ ყელზე. დოლბანდს ზემოდან გადააფარეთ წყალგაუმტარი ქაღალდი და შეიხვიეთ. კომპრესი გედოთ 5–6 საათი.

👉500-გრამიან ქილაში ნახევრამდე ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ალოეს ფოთლები და ზემოდან დააყარეთ შაქარი ისე, რომ ალოეს ფოთლები 1 სანტიმეტრით დაფაროს. ქილის თავი შეახვიეთ მარლით და დადგით ბნელ ადგილას. 3 დღის ქილა გაავსეთ არყით და ისევ დადგით ბნელ ადგილას 3 დღე. კარგად გამოწურეთ წვენი და შემდეგ გაფილტრეთ ოთხმაგ დოლბანდში. მიღებული წვენი მიიღეთ დღეში 2–3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, გამოჯანმთელებამდე.

კომპრესის სახით იყენებენ წითელი მჭამელას, ეგზემას, კანის ტუბერკულოზის, დერმატიტის დროს. შინაგანი მიღებისას ალოე ზრდის იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება, აძლიერებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესს, არეგულირებს თირკმლებისა და საშარდე გზების მუშაობას. რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს. ანგინისა და ტონზილიტის დროს გაზავებულ ალოეს წვენს ყელში ივლებენ, ხოლო სტომატიტის დროს – პირის ღრუში, სურდოს დროს კი ცხვირში იწვეთებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი