ბელადები

ვის და რატომ დაავალა სტალინმა ჰიტლერთან ურთიერთობის დამყარება

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 56 წუთის წინ

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო, მოკლებული ყოველგვარ ილუზიებსა და სენტიმენტალიზმს. სტალინისთვის პრიორიტეტი იყო თავისი ქვეყნის სამსახური და ამ მიზანს ემსახურებოდა საბჭოთა ბელადი მთელი თავისი რევოლუციური მოღვაწეობისა და სახელმწიფოს მმართველობის პერიოდში.

სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინისნაირი ძლიერი პოლიტიკოსი კაცობრიობის ისტორიას არ ჰყოლია. ამ კაცმა შეუძლებელი შეძლო და შექმნა ისეთი სახელმწიფო, სადაც ერთად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის, კულტურისა და რასის ადამიანები. სტალინმა რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე ჩამოაყალიბა მძლავრი სახელმწიფო – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, ქვეყანა, რომელიც ბევრად აღემატებოდა უზარმაზარ რუსეთის იმპერიას და იყო ისეთი ძლევამოსილი, როგორიც არასდროს, არცერთი დიდი და ძლიერი სახელმწიფო არ ყოფილა. სტალინის მიერ აშენებული ქვეყანა იყო აბსოლუტურად ავტონომიური. საბჭოთა კავშირს არ სჭირდებოდა არაფერი იმპორტული. ყველაფერს თავად აწარმოებდა – დაწყებული უბრალო ნემსით, კოსმოსური ხომალდებით დამთავრებული. არადა არავის ეგონა, რომ ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკა ამხელა ზეწოლას გაუძლებდა როგორც შინა, ასევე გარე ასპარეზზე. რომ არა სტალინი, ნებისმიერი სხვა მის ადგილზე, გინდაც, თავად ლენინიც კი, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, არ შედგებოდა. უინსტონ ჩერჩილი წერდა: „მახსოვს, თუ როგორ შევუტიეთ რუსეთს მთელმა დასავლეთმა 20-იან წლებში, მაგრამ ვერაფერს გავხდით. და ეს ასე იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანას სტალინი მართავდა. ამ ადამიანმა შეძლო, მტკიცე, შეუვალ ციხესიმაგრედ გადაექცია ეს უზარმაზარი ქვეყანა და ვინც იქ შეღწევა და იქაურობის დაპყრობა მოინდომა, თავი წააგო. ესაა სტალინის დამსახურება.“

ჩერჩილი, ასევე, აღნიშნავდა, რომ 20-იან წლებში წაგებულმა დასავლეთმა უმალვე ახალი გეგმა შეიმუშავა საბჭოეთისა და სტალინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ძალიან ზუსტად განმარტავს გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი. თავის მემუარებში ის წერს: „რუსეთის (საბჭოთა კავშირი) დამარცხება აუხდენელი ოცნებაა ყველა იმ კლანისა, ვისაც პრეტენზია აქვს მსოფლიო ბატონობაზე. ამ კლანებმა შესანიშნავად იციან, რომ მსოფლიო ბატონობის გზაზე მთავარი და ერთადერთი წინაღობა მხოლოდ რუსეთია. 20-იან წლებში დამარცხებულმა კლანებმა უმალვე დაიწყეს მოქმედება და ტრადიციულად, რუსეთის დასამარცხებლად გერმანია გამოიყენეს. გერმანიაში კი ჰიტლერი მონახეს და მის აღზევებას მიჰყვეს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს საგულდაგულოდ მალავდნენ, უკვე არავისთვისაა საიდულმო, რომ ჰიტლერის აღზევებას ხელს უწყობდნენ შეიარაღებული შტატების ოლიგარქიული კლანები და მათი ევროპელი სატელიტები. მათი გეგმა ძალიან მარტივი და ყოვლის მომცველი იყო. პირველ ეტაპზე ჰიტლერი იპოვეს და ის გერმანელ პატრიოტად წარმოსახეს. შემდგომ მას გერმანიის კანცლერობა უბოძეს. მერე ჰიტლერს ტერიტორიები შეამატებინეს და ევროპის მთელი სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი და რესურსები ჩააბარეს. ბოლოს კი რუსეთზე (საბჭოთა კავშირზე) გაალაშქრეს. ეგონათ, რომ ჰიტლერი გაიმარჯვებდა. შემდგომ კი, ჰიტლერის მეშვეობით, რუსეთზე იბატონებდნენ. თუმცა, ეს გეგმები ჩაეფუშათ. ეს გეგმები სტალინმა და გმირმა საბჭოთა ხალხმა ჩაფუშეს. აშკარაა, რომ ამ გმირ ხალხს დიადი წინამძღოლი, ბელადი ჰყავთ და მისი სახელია იოსებ სტალინი.“

სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო და ჯერ კიდევ 20-იან წლებში მიხვდა, რომ დასავლეთი სწორედ ჰიტლერს გამოიყენებდა თავიანთი გეგმების განსახორციელებლად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ჰიტლერი ჯერ არა მარტო კანცლერი არ იყო, არამედ ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსიც კი და ერთ დღეს სტალინმა მითხრა:

– აშკარაა, რომ იმპერიალისტური კლანები ამ ჰიტლერს საკანცლეროდ ამზადებენ, გერმანიას კი – ჩვენთან დასაპირისპირებლად და ამ კაცთან მოგვიწევს ურთიერთობა.

– გერმანია – გასაგებია, ეს მათი მუდმივი არჩევანია. მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ჰიტლერი? მით უმეტეს, რომ ეს კაცი სხვებზე წინ არ დგას და არც სერიოზული პოლიტიკოსის სახის ჩანს, – ვუთხარი სტალინს.

– სულ მალე სხვა სახეს დაგვანახვებს. შენ და უწყებამ აქედანვე დაიწყეთ მასთან სამომავლო კონტაქტების ძებნა. მერწმუნე, რომ ასე იქნება და თადარიგი ახლავე დაიჭირე.

სიმართლე ვთქვა, სტალინის პროგნოზი მაინცდამაინც ვერ ვირწმუნე. თუმცა, მისი დავალების შესრულებას მაშინვე შევუდექი. ჰიტლერი ჩვენი, საგარეო უწყების, პრიორიტეტებში შევიყვანე და გერმანიაში მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს საიდუმლოდ დავავალე ჰიტლერთან ურთიერთობების დამყარება. ეს ურთიერთობები ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო. ისეთი, რომ ჰიტლერი ჩვენს ზრახვებს ვერ ჩასწვდომოდა. გამოგვივიდა კიდეც. როდესაც ჰიტლერზე პირდაპირ გასვლა დაგვჭირდა, საბჭოთა კავშირმა მოახერხა და თითქმის 10 წლის წინ „დაკონსერვებული“ ურთიერთობები აღადგინა და სწორედ ამან გაგვიადვილა და მოგვაგებინა დრო. ომის დაწყება გადაგვაწევინა, რამაც ჩვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი