ბელადები

ვინ და რატომ მოუწყო სტალინს ტერაქტი 1928 წელს სოჭის გზაზე

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.12, 2023 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი არა მარტო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შემქმნელი იყო, არამედ თანამედროვე გლობალური პოლიტიკის უმთავრესი შემოქმედი, რომელსაც 100 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ისტორიკოს-პუბლიცისტი ოლეგ ველიამინოვი წერს: 

„სტალინი ჭეშმარიტად მსოფლიო პროლეტარიატის ბელადია, რა თქმა უნდა, ლენინთან ერთად. თუმცა ის, იმავდროულად, რომანტიკოს-იდეალისტიცა და მკაცრი პრაგმატიკოსიცაა. სამწუხაროდ, „პროლეტარიატს“, როგორც ცნებას, შეგნებულად გამოუთხარეს ძირი და გააშარჟეს, რომ მისთვის მთავარი მნიშვნელობა ჩამოერეცხათ. არადა, სწორედ რომ, პროლეტარიატის მიერაა აშენებული სამყარო და თუკი რამ კარგი შექმნილა კაცობრიობის ისტორიაში, პროლექტარიატის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე კი დიდად საპატიო რამაა ასეთი გლობალური, აღმშენებელი არმიის ბელადობა და იოსებ სტალინი მათი ჭეშმარიტი წინამძღოლი იყო. ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინი დიდ სიფრთხილეს იჩენდა ყველაფერში და განსაკუთრებით გლობალურ პოლიტიკასთან მიმართებაში. ტროცკისგან განსხვავებით, რომელიც საქვეყნოდ გაყვიროდა პერმანენტული რევოლუციის შესახებ, სტალინს ასეთი ხმამაღალი გამოსვლები არ ახასიათებდა. ტროცკი მხოლოდ და მხოლოდ გაყვიროდა. სტალინი კი მოქმედებდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მსოფლიო რევოლუცია ტროცკისთვის მხოლოდ იარაღი იყო, რომ იმპერიალისტების დაკვეთა შეესრულებინა და როგორც პროლექტარიატი, ასევე საბჭოეთი მას სულაც არ ადარდებდა. სტალინი კი პროლეტარიატზეც ფიქრობდა, საბჭოეთზეც და რეალურად იბრძოდა სამართლიანობისა და თანასწორობისთვის. ხოლო თავისი იდეის განხორციელების ერთ-ერთ მთავარ პოსტულატად მან, ეგრეთ წოდებული, „აზიური პოლიტიკა“ მოიფიქრა, რამაც ასი პროცენტით გაამართლა“...

სტალინის „აზრიური პოლიტიკა“ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში იღებს სათავეს. ბელადის იდეით, სწორედ, აზიას უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი იმპერიალიზმის წინააღმდეგ და მკვეთრად შეეტია მისთვის. სტალინის წამოწყებულია აზიის დეკოლონიზაციის პროცესი და ეს იდეა მან ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავის ნაშრომში – „აზიური პოლიტიკა“. სტალინმა, იცოდა რა აზიელების ტრადიციულობა, ძირითადი აქცენტი, სწორედ, ამაზე გააკეთა და მთელი აზიური მოძრაობა მათ მდიდარ კულტურულ-ტრადიციულ ღირებულებებზე დაამყარა. სტალინის მიერაა წახალისებული მაო ძედუნი, კიმ ირ სენი და ხო ში მინი. ინდოელებს კი საბჭოთა ბელადი ბევრად დიდ დახმარებას უწევდა ბრიტანეთის იმპერიასთან საბრძოლველად. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინი უკომპრომისო იყო, მაგრამ მას არ ახასიათებდა ფუჭი სიჯიუტე, რაც თითქმის ყველა პოლიტიკოსს ახასიათებს, მათ შორის დიდ პოლიტიკოსებსაც. სტალინის უკომპრომისობა გამომდინარეობდა იმ პრაგმატული, ძალიან შორს მიმავალი გათვლებიდან, რაც რამდენიმე ათასწლეულს მოიცავდა. ამ შემთხვევაში „აზიურ პოლიტიკაზეა“ ლაპარაკი. მას მერე, რაც 1928 წელს სტალინმა საიდუმლო თათბირზე ერთ მაგიდასთან დასვა ჩინელი მაო ძედუნი, კორეელი კიმ ირ სენი და ვიეტნამელი ხო ში მინი და მათ აზიური თავისუფლების პროლეტარული იდეა ჩაუდო თავში, სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ ბელადს კრემლში საერთაშორისო კაპიტალის მსხვილი წარმომადგენლები ესტუმრნენ ბრიტანელი ჯეიმს ინგლიშის მეთაურობით. სტალინთან გამართული „აზიური შეკრების“ ამბავმა გაჟონა და საბჭოთა ბელადს ინგლიში ამიტომ ეწვია. მან სტალინს შესთავაზა, რომ ხელი აეღო აზიური პოლიტიკისგან, რადგან სწორედ, ეს ჯგუფი აკონტროლებდა აზიას და დიდ ფულს შოულობდა. სამაგიეროდ, სტალინს დიდი ინვესტიციები, ტექნოლოგიური და პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთვქეს. მართალია, ცდუნება ძალიან დიდი იყო, მაგრამ იდეალისტ-პრაგმატიკოსმა სტალინმა უარით გაისტუმრა მსოფლიო კაპიტალის მამები და ისევ თავის აზიურ დოქტრინას დაუბრუნდა...“

სხვათა შორის, მსოფლიო კაპიტალის მამების უგულებელყოფის შემდეგ სულ რაღაც სამ კვირაში სტალინზე ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა იყო. მშენებარე სოჭის გზაზე მიმავალი სტალინის კორტეჟს მალი ახუნის მთიდან ტყვიამფრქვევის ცეცხლი გაუხსნეს და ბელადის დაჯავშნულმა ავტომობილმა უწყვეტი სროლის ქვეშ გაიარა. სტალინი გადარჩა, თუმცა მძიმედ დაიჭრა სამი „ჩეკისტი“, ოთხი ტერორისტი კი იქვე იქნა ლიკვიდირებული. შემდგომი გამოძიებით დადგინდა, რომ სტალინს მკვლელები მსოფლიო კაპიტალის მესვეურებმა მიუგზავნეს, სწორედ, მათ, ვინც სტალინისგან „აზიური უარი“ მიიღო. ამ ამბის შემდეგ სტალინის აზიური პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. ამას მოჰყვა კორეაში, ვიეტნამსა და ჩინეთში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობების გააქტიურება და სწორედ, ამის შედეგად გაიყო კორეა შუაზე, ისევე, როგორც ვიეტნამი, ხოლო ჩინეთმა კი მაოს წინამძღოლობითა და სტალინის დახმარებით, სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. აზიურ პოლიტიკას აფრიკული პოლიტიკა მოჰყვა. თუმცა სტალინი უკვე ვეღარ მოესწრო მას, მაგრამ ბელადის დოქტრინამ აქაც წარმატებულად იმოქმედა და გაიმარჯვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა