ბელადები

ვინ ახვევდა სტალინს თავზე ომებს და რატომ

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.01

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

სტალინი ნამდვილი მეურნე იყო. ვერ იტანდა სახელმწიფო ქონებისა და სახსრების განიავებას და არც სხვას აძლევდა ამის უფლებას. ამიტომ იყო, რომ სტალინურ სახელმწიფოში სტატისტიკურად ყველაზე მცირე სამეურნეო დანაშაული ხდებოდა.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „სტალინი გენიოსი იყო. სრულყოფილად ფლობდა მეცნიერების მრავალ დარგს, მათ შორის, ეკონომიკასაც და მშვენივრად უწყოდა, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირების ხერხემალი ეკონომიკა იყო. ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, მისი სიმყარის საზომი კი, რა თქმა უნდა, ფინანსებია. იოსებ ბესარიონის ძეს თავის გუნდში ყოველთვის შესანიშნავი ეკონომისტები ჰყავდა და მათთან ერთად ადგენდა ხოლმე სახელმწიფოს ეკონომიკის განეითარების სკურპულოზურ გეგმებს. როგორც ყველა სრულყოფილი მმართველი, სტალინი აბსოლუტური სიზუსტის მოყვარული იყო და ფანტასტიკური გათვლა-გაანგარიშებები ჰქონდა. სწორედ სტალინის საიდუმლო ბრძანებით, აბსოლუტურად ზუსტი გაანგარიშების საფუძველზე აშენდა ათი სრულყოფილი მიწისქვეშა ქალაქი ურალის მთებს მიღმა, ტაიგის ქვეშ. იქ 50 მილიონი ადამიანი ეტეოდა, სპეციალურ საცავებში კი მათთვის საკვები პროდუქტების ერთწლიანი მარაგი იყო შენახული. ამ ინფრასტრუქტურას დენით ხუთი უზარმაზარი მიწისქვეშა ელექტროსადგური ამარაგებდა და 1948-1952 წლებში აგებული ეს ინჟინრული საოცრება უნივერსალურ ობიექტს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის ინფრასტრუქტურაში. იმ წლებში, როდესაც ეს ობიექტები აიგო, ატომური ომის დაწყების ძალიან დიდი საშიშროება არსებობდა და ეს ღონისძიებაც სწორედ ამიტომ განხორციელდა. ამ პროექტის რეალობაში მთავარი როლი ითამაშა სამხედრო ინჟინერიის გენიამ, არჩილ გელოვანმა. მოგვიანებით მას მარშლის წოდება მიანიჭეს და ის, მართლაც რომ, ინჟინერიის მარშალი იყო. საგულისხმო ფაქტია, რომ 1951 წელს თითქმის უკვე აშენებულ ქალაქებში სტალინი იმყოფებოდა და მან ყველაფერი დიდი გულმოდგინებით დაათვალიერა. ამ პროექტის შემქმნელ-მშენებლები და დანარჩენი მონაწილეები შეაქო და სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა. პროექტს 1952 წლის მიწურულს უზარმაზარი მიწისქვეშა რკინიგზის ოთხხაზიანი (ოთხლიანდაგიანი) პროექტი დაემატა, რომელიც პირადად სტალინმა დაამტკიცა და მისივე იდეა იყო. ამ პროექტის მიხედვით, მოსკოვიდან ურალამდე ზესწრაფი მეტროს ხაზები უნდა გაბმულიყო და მისი სიგრძე 8 ათასი კილომეტრი იქნებოდა. ამ რკინიგზას უამრავი მდინარის, ჭაობისა თუ სხვა რთულად გასასვლელი ლანდშაფტის ქვეშ უნდა გაევლო. ეს იყო სუპერსტრატეგიული პროექტი – ზეგიგანტი. მისი მშენებლობა 1952 წლის მაისში დაიწყო და 1960 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სტალინის გარდაცვალებამ და ლავრენტი ბერიას (ამ პროექტს ბერია კურირებდა) მკვლელობამ ეს პროექტი დააკონსერვა. ხოლო უკვე აშენებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მიაგდეს და დალუქეს... ზოგიერთი წყაროს ცნობით, 2002 წელს 1952 წელს დასრულებულ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ლუქი ახსნეს და მის მოდერნიზაციას შეუდგნენ. იქ შეიტანეს უახლოესი ტექნოლოგიები. აგრეთვე, არის ცნობები იმის შესახებ, რომ 8 000-კილომეტრიანი მეტროს მშენებლობა დაჩქარებული ტემპებითა და ზესაიდუმლო ვითარებაში ხორციელდება. ასე რომ, სტალინის მიერ შედგენილ სტრატეგიულ გეგმებს 70 წლის შემდეგ თანამედროვე რუსეთის ხელმძღვანელობა ახორციელებს. ნიშანდობლივია ის, რომ სტალინმა აზროვნებით, განჭვრეტის უნარით დროს გაუსწრო და ისეთ პროექტებსა და ტექნოლოგიებს ჩაუყარა საფუძველი, რომლებიც საბჭოეთის კანონმემკვიდრე რუსეთს გამოადგა. ეს ყოველივე შესანიშნავად იციან დასავლელმა პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა და ისინი, ერთი მხრივ (პირად საუბრებში) ადიდებენ და ცამდე აჰყავთ სტალინი, მეორე მხრივ კი (საჯაროდ) თავზე ლაფს ასხამენ და ცდილობენ, მისი სახელი წაშალონ კაცობრიობის ისტორიიდან. ტყუილად როდი წერდა ამერიკის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი თავის მემუარებში: ჩემი კოლეგა პოლიტიკოსები სტალინს იმიტომ ებრძვიან, რომ თავად სურთ სტალინები იყვნენ. ეს არ გამოსდით და ცდილობენ, მისი სახელი, ხსოვნა და დიადი საქმეები წაშალონ მსოფლიო ისტორიიდან ან დააკნინონ ყველა ის გამარჯვება, რასაც მან მიაღწია. გამარჯვებები კი ნამდვილად დიდი და ტრიუმფალური იყოო...

სტალინს ბევრი ომის გადატანა მოუწია თავის ცხოვრებაში და გამრჯვებაში ძალიან გაწაფული იყო. თუმცა, მას მშვიდობიან საქმეში მოპოვებული გამარჯვებები იტაცებდა და სისხლისმღვრელი ომები ყოველთვის სხვის მიერ იყო მისთვის თავსმოხვეული, რათა მას აღმშენებლობითი პროექტები არ განეხორციელებინა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა