ბელადები

სამხრეთის ფრონტმა სტალინის მეთაურობით „თეთრი გვარდია“ გაანადგურა

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.04

სტალინის შესახებ ფაქტები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, რა თქმა უნდა, გენიალური ადამიანი იყო. მისი გენია ყველა სფეროში გამოიხატებოდა. ერთ-ერთი ასეთი სფერო იყო სამხედრო საქმე, რასაც საბჭოთა ბელადი უმაღლეს დონეზე ართმევდა თავს.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ლევ ტროცკის თუ დავუჯერებთ, სტალინი უვიცი, უცოდინარი, უკულტურო ადამიანი იყო და ინტელექტი თითქმის არ გააჩნდა. ტროცკის მტკიცებით, სტალინს მხოლოდ ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა და სასტიკი იყო. რა თქმა უნდა, ეს სისულელე ჩირის ფასიც არ ღირს. სტალინს ყოველმხრივი ცოდნა ჰქონდა, ინტელექტი კი ტროცკიზე – ბევრად მეტი. მით უმეტეს, რომ სტალინს ეს არაერთხელ აქვს დამტკიცებული პირადად ტროცკისთვის. ამის დასტურად მარტო ისიც კმარა, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში სტალინმა ტროცკი, პირველ რიგში, თავისი ინტელექტითა და ჭკუის წყალობით დაამარცხა. ეს ბრძოლა ეტაპებად შეგვიძლია, დავყოთ. ერთ-ერთი ეტაპია სამოქალაქო ომი. ტროცკი მაშინ სამხედრო მინისტრი იყო და ყველგან თავისი კადრები ჰყავდა დანიშნული. თუმცა, ისინი ვერ ამართლებდნენ და „თეთრი გვარდია“ ამ ომში ახალ-ახალ პოზიციებს იკავებდა. განსაკუთრებით უმძიმესი ვითარება იყო სამხრეთის ფრონტზე. ერთ-ერთი პოლიტბიუროს სხდომის დროს, რომელზეც სამხრეთის ფრონტის ამბები განიხილებოდა, ლენინმა მკაცრად გამოხატა თავისი აზრი, უფრო სწორად, გააფთრებული იყო იმის გამო, რაც იქ ხდებოდა და პასუხს უშუალოდ ტროცკის სთხოვდა. ტროცკი კი ქვეშიდან გამოძრომას ცდილობდა. აქ საქმეში სტალინი ჩაერთო. ლენინს მხარი დაუჭირა, ტროცკი მიწასთან გაასწორა და მოითხოვა, რომ თავად ის (სტალინი) გაეგზავნათ სიტუაციის გამოსასწორებლად. ტროცკი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სცადა, დაეცინა სტალინისთვის და მას კაბინეტის მთავარსარდალი უწოდა. სტალინმა კი მიუგო: ყალბი, მოლაყბე მინისტრი ხარ და თაღლითობით ცდილობ თავის დაღწევასო. ლენინმა იქვე, ერთპიროვნულად, გაუფორმა სტალინს უფლებამოსილება სამხრეთის ფრონტზე. ტროცკიმ შანტაჟი სცადა და განაცხადა: თუ სტალინს იქ გაგზავნით, მინისტრობიდან გადავდგებიო. ლენინმა კი პირდაპირ მიახალა: გადადგებით და სტალინს ვანდობთ თქვენს ადგილსო. ტროცკი ამას არ მოელოდა. მიხვდა, რომ სამხედრო მინისტრობიდან გადადგომა მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნებოდა. ამიტომ ბოდიში მოიხადა და დაამატა: ეს ღალატი იქნება ჩემი მხრიდან და ვრჩებიო. სიტყვისა და საქციელის ასეთი სწრაფი ცვლილებები, ტროცკის ძალიან აზარალებდა და ამ საქციელმა მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო ძირს დასცა კოლეგების თვალში. სტალინი სპეციალური ეშელონით ჩავიდა სამხრეთის ფრონტზე. უმცირეს დროში (სულ რაღაც 10 საათში) საფუძვლიანად გაერკვა შექმნილ ვითარებაში. კომისრის მანდატით ისარგებლა და ტროცკის ხალხი თანამდებობიდან მოხსნა. ორი მათგანი კი ადგილზევე დახვრიტეს. იქვე სტალინმა დააწინაურა კლემენტ ვოროშილოვი და სემიონ ბუდიონი. სტალინის ინიციატივით ბუდიონმა შექმნა ცხენოსანთა პირველი არმია და სწორედ ამ ორი ადამიანის თაოსნობითა და სტალინის უშუალო მეთაურობით, სამხრეთ ფრონტზე მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა. სულ მალე კი იქაურობა „თეთრი გვარდიისგან“ გაწმინდეს და უზარმაზარი ტერიტორია საბჭოთა ხელისუფლების მმართველობაში გადავიდა. მოსკოვში დაბრუნებულ სტალინს ლენინმა ქება-დიდება არ დააკლო და კიდევ უფრო დაიახლოვა. ტროცკი კი ხელმეორედ შერისხა და სტალინის წინაშე მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო ძირს დასცა.

იოსებ სტალინის სამხედრო გენია მთელი ბრწყინვალებით გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომში. საბჭოთა ბელადი უშუალოდ მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში გენერალურ შტაბთან და მხედართმთავრებთან ერთად. რამდენიმეჯერ წინა ხაზზეც იყო გასული. თუმცა, ამისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო პოლიტბიურო და თავად მხედართმთავრები. მაგრამ სტალინს უკან არ დაუხევია. ყოველ დიდ სამხედრო ოპერაციას სტალინი პირდაპირი სპეცკავშირით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა. ასე იყო სტალინგრადის, კურსკის, ბელორუსიის გათავისუფლების ოპერაციებისას და რა თქმა უნდა, ბერლინის აღებისას. რაღა შორს წავიდეთ და თავის მემუარებში მარშალი ჟუკოვი ქება-დიდებას არ აკლებს სტალინის სამხედრო გენიას და მას ბრწყინვალე მხედართმთავარს უწოდებს...

ნიშანდობლივია ადოლფ ჰიტლერის ბუნკერული ჩანაწერები სტალინზე, რომელიც ფაშისტმა ფიურერმა ალყაშემორტყმულ ბერლინში, რაიხსკანცელარიის ბუნკერში გააკეთა. ჰიტლერი, ისევე როგორც მოგვიანებით ჟუკოვი, სტალინს ბრწყინვალე მხედართმთავრად რაცხავს და სინანულით დასძენს – ჩემი უდიდესი შეცდომა იყო, რომ რუსეთზე (საბჭოთა კავშირზე) გავილაშქრე. სტალინს დავეჯახე და უსასტიკესად დავმარცხდიო... იქვე ჰიტლერის მინაწერია – ჩემი და სტალინის სამშობლოებისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ მყარი კავშირი შეგვეკრა ერთმანეთში და ამით უძლიერეს სამხედრო-პოლიტიკურ ტანდემს შევქმნიდით, რომელსაც ვერავინ დაამარცხებდაო... ასე იყო თუ ისე, სტალინი და ჰიტლერი ერთმანეთს დაეჯახნენ და ამ სასტიკ, სისხლისმღვრელ ბრძოლაში სტალინმა გაიმარჯვა... არსებობს ერთი მოსაზრებაც, ჰიტლერს რომ რუსეთზე არ გაელაშქრა, რამდენიმე წელიწადში სტალინი გაილაშქრებდა გერმანიაში და მას კიდევ უფრო სასტიკად დაამარცხებდა, ვიდრე 1945 წელსო.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა