ბელადები

როგორი მეთოდით ებრძოდა ბერია მტრული ქვეყნების ეკონომიკას

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 04.05

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია სანიმუშო ორგანიზატორი და კრეატიული ადამიანი იყო. ის ყველა საკითხს ინოვაციურად და ორიგინალურად უდგებოდა და სწორედ ამიტომაც აღწევდა დიდ წარმატებებს მისდამი მინდობილ, აბსოლუტურად ყველა საქმეში.

იაკობ კედმი: „სტალინმა ბერია ტყუილად როდი დანიშნა „ენკავედეს“ შეფად იმ პერიოდში, როდესაც ევროპაში ომისა და სისხლის სუნი ტრიალებდა. ასეთ დროს სპეცსამსახურების როლი სახელმწიფოს ფუნქციონირების საქმეში ათმაგდება. ბერია კი, სწორედ რომ, ის ადამიანი იყო, ვისაც ნებისმიერი უწყების ამუშავება შეეძლო სრულ ბრუნვაზე და იმაზე მეტადაც კი... ბერიამ საბჭოთა ბელადს მოლოდინი არ გაუწბილა. „ენკავედეში“ მრავალი სრულფასოვანი რეფორმა განახორციელა. შექმნა ახალი განყოფილებები. ერთ-ერთი მათგანი იყო, ეგრეთ წოდებული, პოლიგრაფიული ქვედანაყოფი... ქვედანაყოფი, რომელშიც ქმნიდნენ ყალბ უცხოურ ვალუტებს. მისი მიზანი იყო დიდი რაოდენობით ვალუტის ემისიის გზით მტრული სახელმწიფოების ეკონომიკების შერყევა... 1939 წლის დასაწყისში ბერიამ მოითხოვა ყალბი ფულის მჭრელ ბოროტმოქმედთა სია. იმ ადამიანების, ვისაც ამ საქმეში „ჭიპი“ ჰქონდა მოჭრილი, ანუ მაღალი კვალიფიკაციის იყვნენ. ასეთები კი ამ უზარმაზარ ქვეყანაში სულ ათი კაცი აღმოჩნდა. ბერიამ საფუძვლიანად შეისწავლა ათივეს საქმე და მათ შორის ორი ადამიანი გამოარჩია – პროხორ გუსევი, მეტსახელად „კუპიურა“ და ანტონ მახოვიკოვი. გუსევი 70 წლის სტაჟიანი ყალბი ფულის მჭრელი იყო და ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში მოღვაწეობდა. მას კარგად იცნობდნენ კრიმინალურ სამყაროში და უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. ანტონ მახოვიკოვი კი 24 წლის იყო. თუმცა თავის საქმეში იმდენად ნიჭიერი, რომ ისიც ამ საქმის უბადლო ოსტატად მიიჩნეოდა. გუსევსაც და მახოვიკოვსაც დახვრეტა ჰქონდათ მისჯილი. გუსევი 900 000 (ცხრაასი ათასი) მანეთისა და 25 ათასი გერმანული რაიხსმარკის ბეჭდვის გამო იყო გასამართლებული და დახვრეტაც ვალუტის გამო ჰქონდა მისჯილი. ასევე, ვალუტის – 55 ათასი ამერიკული დოლარის გაყალბებისთვის იყო სიკვდილმისჯილი მახოვიკოვიც. გაყალბება, უბრალოდ, იურიდიული ტერმინი იყო. თუმცა, მათ მიერ დაბეჭდილი მანეთები, რაიხსმარკები და დოლარები უმაღლესი კლასის ექსპერტებმაც კი ვერ გაარჩიეს ნამდვილი კუპიურებისგან. ორივე ბოროტმოქმედი მხოლოდ და მხოლოდ აღიარების გამო იყვნენ მიჩნეულები ვალუტების გამყალბებლად და სასჯელად დახვრეტაც ამის საფუძველზე მიიღეს. ვალუტის ფლობა იმ პერიოდში ქვეყნის ღალატთან იყო გათანაბრებული და ასეთი უმკაცრესი განაჩენიც ამიტომ გამოჰქონდათ მათთვის, ვინც ასეთ დანაშაულზე იყო დაჭერილი. ბერიამ ბრძანა, რომ თუკი გუსევი და მახოვიკოვი ჯერ კიდევ არ იყვნენ დახვრეტილი, სასწრაფოდ მის კაბინეტში, „ლუბიანკაზე“ მიეყვანათ. ბერიას წინაშე წარდგომილი ბოროტმოქმედები ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ. მათ აშკარად ეტყობოდათ წამების კვალი. ბერია ორივეს კონიაკით გაუმასპინძლდა. მსუბუქადაც ავახშმა. ბოლოს კი საქმეზე გადავიდა და თანამშრომლობა შესთავაზა. ბერია ორივეს შეჰპირდა, რომ თუკი ისეთი ხარისხის უცხოური ვალუტების ბეჭდვას შეძლებდნენ, რომ ყალბ კუპიურებს ნამდვილისგან ვერავინ გაარჩევდა, მაშინ არა მარტო დახვრეტას მოუხსნიდა, არამედ ციხიდანაც იხსნიდა მათ, სპეცკვებას („სპეცპაიოკი“) დაუნიშნავდა და ორივეს ყველანაირად ნორმალურ პირობებში აცხოვრებდა. ყალბი ფულის მჭრელები, რა თქმა უნდა, დაეთანხმნენ ბერიას და მეორე დღიდანვე დაიწყეს მუშაობა. საიდუმლო ლაბორატორია თავდაპირველად ერთ-ერთ გვირაბში მდებარეობდა, მეტროსადგურ „ოქტიაბრსკაიასთან“. გუსევმა და მახოვიკოვმა ეს საქმე ხელოვნების დონეზე აიყვანეს და 1940 წლის დასაწყისისთვის „ენკავედეს“ სპეცსაცავებში უკვე ათეული მილიონობით ფრანკი, რაიხსმარკა, ლირა, დოლარი, ფორინტი და ზლოტი ინახებოდა. ამ თანხებს დიდი წარმატებით იყენებდნენ საბჭოთა მზვერავები და საბჭოთა სავაჭრო უწყებების წარმომადგენლები საზღვარგარეთ, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ ყალბი უცხოური ვალუტის გამოყენების ფაქტი აღმოეჩინათ. კუპიურებს უპირობოდ იღებდნენ ბანკებიც. ერთი სიტყვით, ბერიას ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ყოფილი ბოროტმოქმედები კი დიდ პატივში იმყოფებოდნენ, მათ არ მოკლებიათ პატივი და კარგი ცხოვრება. ანტონ მახოვიკოვი „გოსზნაკის“ მთავარი ტექნოლოგიც გახდა და იქ 70-იანი წლების ბოლომდე მუშაობდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა