როგორი ქვეყანა ააშენა სტალინმა რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 13.03

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი მრავალმხრივი ადამიანი იყო. ყველაფრის ათვისების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, ამასთან, მისთვის წვრილმანი საკითხი არ არსებობდა. სტალინისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე იარაღის წარმოებაც და ისიც, თუ რა ხარისხის კარაქსა თუ ძეხვს აწარმოებდა საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობა.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „სტალინი ის ადამიანი იყო, რომელიც ყველა საქმეს ხარისხიანად აკეთებდა და ამას მოითხოვდა სხვებისგანაც. საბჭოთა ბელადი ვერ იტანდა უხარისხოდ, ან სანახევროდ შესრულებულ საქმეს და ამის გამო საკმაოდ მკაცრადაც სჯიდა დამნაშავეებს. იმ ეპოქაში საბჭოთა კავშირში ძალიან მკაცრი კანონები მოქმედებდა და დამნაშავეებს, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდნენ ხალხსა და სახელმწიფოს, სიკვდილითაც კი სჯიდნენ. სწორედ სტალინის დროს, უშუალოდ სტალინის ბრძანებით, შეიქმნა საკავშირო სტანდარტების სამსახური და ეს უწყება და მასში მიღებული ნორმები საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოქმედებდა. ეგრეთ წოდებული, „გოსტი“ (დÎჟრ – დîñóჰჭðñòâåííûé ჟòჭíჰჭðò. სახელმწიფო სტანდარტი) ერთმა შემთხვევამ განაპირობა. ერთ დღეს მოსკოვში ადამიანთა მასობრივი მოწამვლისა და გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა. ეს ამბავი უმალვე მივიდა სტალინის ყურამდე. მან სასწრაფო გამოძიება ბრძანა და როდესაც ყველაფერი ზუსტად გაირკვა და დამნაშავეებს დანაშაული დაუმტკიცდათ, ისინი სიკვდილით დასაჯეს. სტალინისთვის წარდგენილი დასკვნის მიხედვით, პროდუქცია ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე იყო დამზადებული. თუმცა მაშინ არანაირი ნორმები, სტანდარტები არ არსებობდა და ყველაფერი მოშლილი იყო. არადა, რევოლუციამდელ რუსეთში მსგავსი ნორმები დაწესებული იყო. ახალმა ბოლშევიკურმა ხელისუფლაბამ კი ძველი სპეციალისტები, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობდნენ, სამსახურიდან დაითხოვა და შესაბამისი უწყებაც დაიშალა. იმ პერიოდში ათასობით, ეგრეთ წოდებული, კერძო არტელი ფუნქციონირებდა და სწორედ ერთ-ერთი ასეთი არტელის მიერ დამზადებულმა პროდუქციამ მოწამლა და დახოცა ხალხი. სტალინმა ბრძანა, რომ მოეძებნათ ძველი სპეციალისტები. შეხვდა მათ და მათი რჩევით, დააარსა კვების მრეწველობის ტექნოლოგიური სასწავლებელი. იქ ამ დარგის სპეციალისტებს ამზადებდნენ. ამავე სპეციალისტების მონაწილეობით დაწესდა სპეციალური სახელმწიფო სტანდარტები. თავდაპირველად ეს ეხებოდა კვების მრეწველობას. შემდგომ კი ეს სტანდარტები აბსოლუტურად ყველა დარგის ყველა პროდუქციაზე გავრცელდა. იყო ეს კვების პროდუქტები, მრეწველობა თუ მშენებლობა. სტალინისვე ბრძანებით, სახელმწიფო სტანდარტების შესრულებაზე უმკაცრესი კონტროლი იყო დასწესებული და სანამ პროდუქცია მომხმარებლამდე მივიდოდა, მკაცრ შემოწმებას გადიოდა. ზოგიერთი სახეობის სახელმწიფო სტანდარტების ნორმები ამერიკის შეერთებული შტატების ნორმებიდან გადმოიღეს. საბჭოთა კავშირში ეს ამერიკული სტანდარტები თანდათან უფრო მეტად გამკაცრდა და უკვე თავად ამერიკელებს მოუწიათ, დასწეოდნენ საბჭოთა სტანდარტებს. იაპონელები დღემდე ხაზგასმით აღნიშნავენ საბჭოთა „გოსტის“ (სახელმწიფო სტანდარტი) უმაღლეს ხარისხს და თავადაც დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამ სტანდარტებით მოქმედებდნენ. სტალინის დროს აშენებული სხვადასხვა შენობა-ნაგებობები დღემდე მყარად დგას რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აოცებენ მნახველებს. გარდა სიმყარისა, ეს შენობები გამოირჩევა არქიტექტურითა და ფასადების სილამაზით. მარტო მოსკოვის მეტრო რად ღირს. სტალინის პერიოდში აშენებული მოსკოვის მეტროს სადგურები ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშებია. ისინი გამოირჩევიან ძვირფასი მორთულობითა და მოზაიკურ-სკულპტურული შედევრებით. გარდა ზემოაღნიშნული სტანდარტებისა, სტალინური სტანდარტები ვრცელდებოდა პოლიტიკაში, დიპლომატიაში, სპორტსა და საერთოდ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს გამოიხატებოდა როგორც ეთიკურ-ზნეობრივ საქციელში, ასევე ჩაცმულობაში, მოდაში. განსაკუთრებული სტანდარტები არსებობდა განათლების სფეროში. ამ სტანდარტების მიხედვით, ყველა საბჭოთა ადამიანს აუცილებელი საშუალო განათლება უნდა ჰქონოდა. სწორედ ამიტომ იყო საბჭოთა კავშირი ნაკითხი ადამიანების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე. ერთი სიტყვით, სტალინის ძალისხმევით, საბჭოთა კავშირში წიგნის კულტი იყო და ასევე, საბჭოთა კავშირი მსოფლიოში პირველ ადგილზე იმყოფებოდა ბეჭდვითი პროდუქციის გამოშვების მრავალფეროვნებითა და ტირაჟით.
მავანნი სტალინს ტირანად მოიხსენიებენ და ამას იმით ხსნიან, რომ საბჭოთა ბელადის მმართველობის პერიოდში უამრავი ხალხი იქნა რეპრესირებული. ჯერ ერთი, რომ ეგრეთ წოდებული, რეპრესიები იყო იმ განაჩენების შედეგი, რომლებიც იმ პერიოდში არსებული კანონების შემოღების შემდეგ დადგა. კანონდამრღვევნი მართალია, უმკაცრესად ისჯებოდნენ, მაგრამ ისინი კანონს არღვევდნენ, სახელმწიფოს ძირს უთხრიდნენ და ამას კი სტალინი ნამდვილად არ დაუშვებდა, ისევე როგორც სხვა, ეგრეთ წოდებული, დემოკრატიული ქვეყნების მმართველნი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, დიდ ბრიტანეთში და სხვაგან. რა თქმა უნდა, იყვნენ უდანაშაულოდ დასჯილნიც. სიმკაცრე, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ სწორედ ამის წყალობით აღორძინდა საბჭოთა კავშირი. გაიმარჯვა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომში და ფაქტობრივად, მიწასთან გასწორებული ქვეყანა ისევ ფეხზე დადგა და უმოკლეს დროში მსოფლიოს პირველ სახელმწიფოდ გადაიქცა. სტალინმა ამ უბრალო, ღარიბი ოჯახიდან გამოსულმა ადამიანმა რუსეთის იმპერიის მიგდებული პერიფერიიდან, შეძლო და ისეთი ქვეყანა ააშენა, სადაც თანასწორობა და სამართლიანობა სუფევდა.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან