ბელადები

როგორ ვითარდებოდა სტალინის სტრატეგიული გეგმა ევროპაში

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი შესანიშნავი სტრატეგი იყო და მან ძალიან კარგად იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ თავისი ყველა ჩანაფიქრი განეხორციელებინა. საქმე ისაა, რომ საბჭოთა ბელადი ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა.

იაკობ კედმი: „სტალინის ნათელი გონება მრავალ რამეს სწვდებოდა. მას შეეძლო, ისეთი გათვლები განეხორციელებინა, რაც სხვისთვის შეუძლებელი იყო. საბჭოთა ბელადს სტრატეგიული აზროვნების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა და იმავდროულად, ამ სტრატეგიის განხორციელების ყველა საშუალებაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ ის ყოველთვის მოგებული იყო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ არაფერი ვთქვათ შიდა პოლიტიკურ ბრძოლებში მიღწეულ წარმატებებზე. ორივე მხრივ კი სტალინის მოღვაწეობის პერიოდი ძალიან დაძაბული იყო, განსაკუთრებით კი – 30-40-იანი წლები. ანუ პერიოდი, როცა ძალაუფლების სათავეში ჰიტლერი მოვიდა და რაც მთავარია, მეორე მსოფლიო ომი... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ჰიტლერის ძალაუფლება დასავლურ ინვესტიციებზე იყო დამყარებული, ყოველ შემთხვევაში, მისი მოღვაწეობის პირველ პერიოდში. გერმანულმა შრომისმოყვარეობამ და წესრიგმა, პლუს, დასავლურმა ინვესტიციებმა, გერმანია ევროპაში სწრაფად მოაქცია წინა რიგში და სწორედ ამის წყალობით, ააღორძინა თავისი სამხედრო მრეწველობა. გააძლიერა ჯარი და ვერსალის ხელშეკრულებას მიაფურთხა. სტალინი ამ მოვლენებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს. სწორ პროგნოზებს აკეთებდა და შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდა. ერთ დღე თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა:

– ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ჰიტლერს მწვანე შუქი აუნთეს და ევროპას აპყრობინებენ. მაგრამ, ვერ ხვდებიან, რომ ფიურერი არც საფრანგეთსა და ბრიტანეთს დაინდობს. რას ფიქრობ, რა პოზიცია უნდა დავიკავოთ ასეთ შემთხვევაში?

– ალბათ, ბრიტანეთსა და საფრანგეთს უნდა შევთავაზოთ საერთო კავშირის შექმნა, – ვთქვი მე.

სტალინმა თავი დამიქნია და მითხრა:

– საერთო სამხედრო კავშირის შექმნა... მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უარს გვეტყვიან. მათ ჰიტლერის ჩვენზე გალაშქრება უნდათ და ფიქრობენ, რომ თავად მშრალები ამოვლენ წყლიდან. თუმცა ცდებიან.

– პირდაპირ ჰიტლერთან რომ დადონ ხელშეკრულება?

– გამორიცხულია.

– რატომ.

– იმიტომ, რომ ჰიტლერი საფრანგეთის ტერიტორიებს მოითხოვს.

– ესე იგი, ჰიტლერი საფრანგეთზეც გაილაშქრებს?

– საბოლოოდ – კი. ახლა ჯერ სხვა სახელმწიფოებს შემოიერთებს, – მითხრა სტალინმა და ყველაფერი ზუსტად ისაეთი სცენარით წარიმართა, როგორც მან თქვა. ჰიტლერმა ავსტრიის შეერთებით დაიწყო და საფრანგრეთ-ბრიტანეთი მიუნხენის ღალატამდე მიიყვანა. და, სტალინმა მითხრა:

– აი, ახლა უნდა შევთავაზოთ საფრანგეთ-ბრიტანეთს სამხედრო კავშირი და უარს რომ მივიღებთ, უკვე ჰიტლერს დავეკონტაქტებით და ჩვენს გეგმას განვავითარებთ.

სტალინმა ბრიტანულ-ფრანგული დელეგაციები მოსკოვში ვოროშილოვს შეახვედრა. მე კი, შულენბერგის მეშვეობით, ბერლინში რიბენტროპს დავუკავშირდი და შეხვედრის თაობაზე სტალინის სიტყვები გადავეცი. სტალინის სცენარი ზუსტად განვითარდა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უარი თქვეს ჩვენთან სამხედრო კავშირზე. რიბენტროპი კი შეხვედრაზე დამთანხმდა და ბერლინში მიმიწვია.“

ვიაჩესლავ მოლოტოვის მონათხრობი ჩაწერილია ვრცელი ინტერვიუს დროს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, რომელსაც გორბაჩოვმა ტაბუ დაადო. მოლოტოვს იმ ინტერვიუშიც კი არ უთქვამს, რომ ბერლინში ვიზიტისა და ჰიტლერთან მისი შეხვედრის შემდეგ ლვოვში, ძალიან საიდუმლო ვითარებაში განხორციელდა სტალინისა და ჰიტლერის შეხვედრა. სწორედ ამ შეხვედრის მერე მოხდა ათწლიანი თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმება, რომელიც ისტორიაში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელითაა ცნობილი.

დასავლეთის მკვლევარ-ისტორიკოსები და ცრუპროპაგანდისტები, ათწლეულების განმავლობაში წერენ, რომ ეს პაქტი იყო ჰიტლერთან გაერთიანების ხელშეკრულებაო, რაც მტკნარი სიცრუეა და მხოლოდ და მხოლოდ სტალინის სახელის შებღალვას ემსახურება. ჰიტლერთან გაერთიანების მცდელობა მიუნხენის სამარცხვინო ხელშეკრულება იყო, რომლითაც ფაშისტ ფიურერს ევროპა აჩუქეს იმ იმედით, რომ საბჭოთა კავშირს მოსპობდა... მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი კი მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგების მცდელობა იყო და მეტი არაფერი. სტალინმა შესანიშნავად იცოდა, რომ ჰიტლერი საბჭოთა კავშირზე მაინც გაილაშქრებდა და საბჭოთა ბელადი ამისთვის ინტენსიურად ემზადებოდა.

დასავლური პროპაგანდა დღეს სხვადასხვა მეთოდით ცდილობს თავიანთი მოღალატე პოლიტიკოსების სამარცხვინო საქციელის გამართლებას, მაგრამ არ გამოსდით. ჯერ კიდევ უინსტონ ჩერჩილმა დაგმო მიუნხენის ხელშეკრულება და ამ ქმედებისთვის ჩემბერლენი და დალადიე მიწასთან გაასწორა. სამაგიეროდ, სტალინის ნაბიჯი დროის მოსაგებად მაშინვე დადებითად და სწორად შეაფასა.

მიუხედავად დიდი იდეოლოგიური განსხვავებისა, ჩერჩილი და რუზველტი აბსოლუტურად ზუსტად აფასებდნენ სტალინის სტრატეგიულ აზროვნებას და პატივს სცემდნენ მას. იმავდროულად, იმასაც აღნიშნავდნენ, რომ სტალინი ამერიკაში ან დიდ ბრიტანეთში არჩევნებში რომ იღებდეს მონაწილეობას, მას ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევდითო, რაც აბსოლუტური სიმართლეა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი