ბელადები

როგორ უწყობდა ხელს ჰიტლერი საკუთარი გეგმების განხორციელებაში სტალინს

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გენიალური გეოპოლიტიკოსი იყო. საბჭოთა ბელადს ანალიზის ფანტასტიკური უნარი ჰქონდა. მას შეეძლო ურთულესი პოლიტიკური კომბინაციების გაშიფვრა და უფრო რთული პოლიტიკური კომბინაციების ჩაფიქრება და წარმატებით განხორციელება.

იაკობ კედმი: „კაცობრიობის ისტორიაში არცერთ პოლიტიკოსზე არ დაწერილა იმდენი, რაც სტალინზე. ეს ადამიანი არამც თუ პლანეტარული, არამედ კოსმიური მასშტაბის პიროვნებაა და ისევე, როგორც კოსმოსი, სტალინიც გამოცანაა და საკუთარ თავში უამრავ საიდუმლოს მოიცავს. სტალინის პიროვნებაში გაერთიანებულია მრავალი ურთიერთგამომრიცხავი თვისება და ქმედება. თუმცა ეს ყოველივე ერთი შეხედვითაა. ხოლო, თუ უფრო ჩაუღრმავდებით მოვლენებს, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხაობა შარშანდელი თოვლივით ქრება და თვალნათლივ დავინახავთ იმ კარგად შენიღბულ თანამიმდევრულობას, რასაც საბჭოთა ბელადი იჩენდა ყველგან და ყოველთვის. სტალინზე დაწერილ თავის წიგნში ედვარდ რაძინსკი აბსოლუტურად სწორად აღნიშნავს, რომ იდეური სოციალიზმის მშენებლობაში ევროპაში სტალინს ჰიტლერი ეხმარებოდაო... და, ეს ამგვარად ხორციელდებოდა: როგორც ცნობილია, სტალინმა გამოაცხადა დოქტრინა – სოციალიზმის მშენებლობა ცალკეულად აღებულ ქვეყანაში... ანუ, ცალკეულ ქვეყნად სტალინი, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა. ამ დოქტრინის გამოცხადებას მოჰყვა ის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დიდი დოზით შეანელეს საბჭოთა კავშირზე ზეწოლა. მეტიც, თანამშრომლობდნენ სტალინთან და ამან ყოველმხრივ შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციას. ესე იგი, ქვეყნის სწრაფი და მძლავრი ინდუსტრიალიზაცია იყო სტალინის ჩანაფიქრის პირველი ეტაპი. საბჭოთა ბელადმა პრინციპულად უკუაგდო ტროცკის დოქტრინა პერმანენტული მსოფლიო რევოლუციისა და კომუნიზმის ექსპორტის შესახებ. თუმცა, სინამდვილეში, სტალინი იმთავითვე ევროპის გაწითლებისკენ მიისწრაფვოდა და სწორედ ეს იდეა იყო კარგად შენიღბული.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინმა მსოფლიოში გამოაცხადა – თავს არავის ვახვევთ სოციალიზმსა და კომუნიზმს. ჩვენ მათ მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში ვაშენებთ და თუ ვინმე ამას თავის სახელმწიფოში დააპირებს, ეს მათი შინაური საქმეა და არ ჩავერევითო. ამ განცხადებამ დასავლეთი დაამშვიდა და ჩვენთან ურთიერთობაზე წამოვიდა. ჩვენ კი ეს შესანიშნავად გამოვიყენეთ და 30-იანი წლების შუაში უკვე ძალიან გავძლიერდით. ამან დასავლეთი დააფიქრა და მათ თავიანთი კომბინაცია განაახლეს. დაიწყეს ჰიტლერის გაძლიერება, რომელიც 20-იანი წლებიდან, ასე ვთქვათ, „დაკონსერვებული“ ჰყავდათ. ანუ, ჰიტლერი სტალინთან უნდა დაეჯახებინათ, გერმანია კი – საბჭოთა კავშირთან.. გაეჩაღებინათ დიდი ომი და ამით თავად ესარგებლათ პირველი და მთავარი სარგებელი, რა თქმა უნდა, რუსეთის (საბჭოთა კავშირის) დაშლა და მისი დაუშრეტელი რესურსებით სარგებლობა იყო. მეორე სარგებელი კი ის იქნებოდა, რომ გამარჯვებულ გერმანიას დასავლურ ორბიტაზე ჩართავდნენ და თუ ჰიტლერი გაჯიუტდებოდა, მას ისევე გააქრობდნენ, როგორც გააჩინეს. ეს დასავლური გეგმა სტალინმა ჯერ კიდევ 1930 წელს გაშიფრა და წინასწარ გამიმხილა. თუმცა, ის არ უთქვამს, მას რას დაუპირისპირებდა. საბოლოოდ კი ასე მოხდა: ჰიტლერმა დაიპყრო რა ნახევარი ევროპა, ევროპული კაპიტალიზმი დაანგრია. სტალიმმა კი ჰიტლერის დამარცხებით გაათავისუფლა ოკუპირებული ევროპა და ჰიტლერის მიერ დანგრეული ევროპული კაპიტალიზმის მაგივრად, სოციალიზმი დაამკვიდრა...“

ვიაჩესლავ მოლოტოვი ძალიან მარტივად და ზუსტად აღწერს იმ მოვლენებს, რაც სტალინმა განახორციელა ჰიტლერთან მიმართებაში. და როდესაც დასავლელი პუბლიკანტები დღემდე ლანძღავენ სტალინს თავდაუსხმელობის შესახებ ჰიტლერთან დადებული შეთანხმების გამო, შეიძლება ითქვას, თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა და საკუთრი დანაშაულის დაფარვის მცდელობა. ანუ ის, რომ მათ ჰიტლერი კოზირად ჰყავდათ, მაგრამ გაჭრილი კარტი მიიღეს და ეს კარტი სტალინმა გაჭრა. გეოპოლიტიკა გლობალური პოლიტიკის შემადგენელი მთავარი ნაწილია. სტალინმა ეს დისციპლინა შესანიშნავად იცოდა. ამიტომ, თავის მთავარ პარტნიორებთან – ამარიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან – ისეთი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა, რამაც საბჭოთა კავშირის მყარი უსაფრთხოების გარანტია და მსოფლიო მშვიდობა მოიტანა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი