ბელადები

როგორ შექმნა სტალინმა უკრაინა

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.08

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი იყო ის მმართველი, ქვეყნის ის მეთაური, რომელმაც საბჭოთა კავშირსა და განსაკუთრებით კი, რუსეთს იმხელა ტერიტორია შემატა და იმდენი სიკეთე გაუკეთა, რაც ერთად აღებული, რუსეთის ყველა მმართველს - ერთად აღებულს არ გაუკეთებია. საბჭოთა ბელადს არც უკრაინა დავიწყებია და ეს სლავური ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს რესპუბლიკად გადააქცია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „თამამად შეიძლება, ითქვას, რომ უკრაინა, თანამედროვე სახით, სტალინის ქმნილებაა და ამაზე დავა სისულელეა. სტალინმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო უკრაინის შექმნა და მისი ტერიტორიების გაფართოება. სწორედ მოლოტოვ-რიბენტროპის ყბადაღებული პაქტის საიდუმლო ნაწილი იყო ამ ქმედების ერთ-ერთი გვირგვინი, რადგან იმ საიდუმლო დოკუმენტის შედეგად საბჭოთა კავშირისთვის შეერთებული მიწები მთლიანად უკრაინის შემადგენლობაში შევიდა. სტალინი არც ამაზე შეჩერებულა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეერთებული მიწების ლომის წილი უკრაინის გახდა. მარტო ის რად ღირს, რომ მთელი თანამედროვე დასავლეთ უკრაინა არასდროს ყოფილა უკრაინის ნაწილი. ამ ქვეყანას დღესდღეობით მფლობელობაში აქვს რუმინეთის, უნგრეთის, პოლონეთის ძირძველი ტერიტორიები. სტალინის ძალისხმევით, უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 36 პროცენტი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მესამედზე მეტი იყო. გარდა ამისა, სტალინმა უკრაინას მსოფლიო პურის წარმოების მნიშვნელოვანი ფუნქცია მიანიჭა და, რომ იტყვიან, მდიდარ ბეღელად გადააქცია. საქმე ის იყო, რომ საბჭოთა ბელადი სლავური წარმოშობის ხალხების გაერთიანებას ცდილობდა და ამ საქმეში უკრაინას უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ანიჭებდა. სტალინი ძალიან ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და შესანიშნავად უწყოდა, რომ სლავური ხალხების გასაერთიანებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ორი მოძმე ერის – რუსეთისა და უკრაინის მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად შეკავშირება ერთმანეთთან. ხოლო სლავების გაერთიანება კი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი გახდებოდა. დასავლური ცივილიზაცია იმთავითვე დაუპირისპირდა სლავურ ხალხებს და ყოველთვის ცდილობდა, შეესუსტებინა და საბოლოოდ გაენადგურებინა ისინი. მაგრამ, დასავლეთი ამის გაკეთებას ყოველთვის სლავების ხელით ლამობდა და არა მათთან პირდაპირი ბრძოლით, რადგან დასავლეთმა საუცხოოდ უწყოდა სლავების ბრძოლისუნარიანობისა და შეუპოვრობის შესახებ და მათთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს ყოველთვის ერიდებოდა. სწორედ ამ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცდილობდა სტალინი სლავების კონსოლიდაციას. საბჭოთა ბელადმა ყველა სლავურ სახელმწიფოში საბჭოეთისადმი ლოიალური მმართველის დაწინაურებას შეუწყო ხელი და ყოველმხრივ ეხმარებოდა მათ. თუმცა, ერთ-ერთმა საკვანძო ფიგურამ, იუგოსლავიის მმართველმა, იოსიპ ბროს ტიტომ მნიშვნელოვნად გადაუხვია არჩეულ გეზს და დიდი ბრიტანეთის წაქეზებითა და ხელშეწყობით საბოტირება გაუწია ამ იდეას. სტალინი ჯერ კიდევ 1948 წელს აფრთხილებდა ტიტოს, რომ გონს მოსულიყო და შეერთებოდა საერთო სლავურ მოძრაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საბჭოთა ბელადმა იუგოსლავიის სრული კრახი იწინასწარმეტყველა, რაც სრულად გამართლდა კიდეც. საბჭოთა ბელადს უკრაინელები ამ ქვეყნის მოსახლეობის გენოციდში სდებდნენ ბრალს, რაც ასევე, სრული აბსურდია. ამის ერთ-ერთ არგუმენტად ის გოლოდომორს, ანუ მოსახლეობის შიმშილით განადგურებას ასახელებენ. სტალინს არასოდეს გაუცია ბრძანება ხალხის ამგვარად დასჯის შესახებ. გოლოდომორი კი ისევ შიდა უკრაინული დაპირისპირების შედეგი იყო. ამ ქვეყანაში ყოველთვის მძლავროდნენ პროდასავლური ორიენტაციის ნაციონალისტური ელემენტები. ისინი სასტიკ საბოტაჟს ახორციელებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ხელოვნურად ქმნიდნენ კრიზისებს. სწორედ ასეთი კრიზისისა და საბოტაჟის შედეგი იყო გოლოდომორიც. პურით სავსე, მთავრობისადმი ლოიალურ რეგიონებში ნაციონალისტთა ბანდები წვავდნენ და ანადგურებდნენ სახალხო დოვლათს, ხოცავდნენ მშრომელ გლეხებს და რომ არა მთავრობის ჩარევა, უკრაინა ჯერ კიდევ 30-40-იანი წლების მიჯნაზე ჩაუვარდებოდა ხელში დასავლეთს. ხოლო, რაც შეეხება უკრაინელი ნაციონალ-ფაშისტების თანამშრომლობას ჰიტლერთან, ეს ამ ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და სამარცხვინო ფურცელია. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ 1952 წლის მიწურულს, როდესაც უკრაინაში ნაციონალისტების მორიგი აჯანყება მოხდა და ის გაანეიტრალეს, სტალინმა სპეციალურად მოიწვია პოლიტბიუროს სხდომა და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების გეგმის დასახვასთან ერთად ასეთი ფრაზა თქვა: თუკი ასე გაგრძელდა და სლავები ვერ მორიგდნენ, მოსალოდნელია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ამაზე საშინელი რამის განხორციელება ვერ წარმომიდგენიაო... ასე აგიხდათ ყველაფერი“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა