როგორ შეასუსტა სტალინმა „ნატოს“ ძალა საფრანგეთის მეშვეობით
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.03

სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო. მას ანალიზისა და წინასწარგანჭვრეტის უნიკალური უნარი ჰქონდა და რომ იტყვიან, ყველაფერზე ზუსტი აქცენტების დასმა შეეძლო.
იაკობ კედმი: „სტალინმა შესანიშნავად იცოდა, რომ საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის მოკავშირეობა მხოლოდ ჰიტლერის წინააღმდეგ მიმართული შეთანხმება იყო. მას ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რომ როგორც კი იაპონიას დააჩოქებდნენ, სულ მალე ახალი დაპირისპირება დაიწყებოდა და ასეც მოხდა. ამისი ნათელი და მკაფიო გამოხატულება იყო, ეგრეთ წოდებული, „ცივი ომი“, რომელიც დასავლეთმა უინსტონ ჩერჩილის პირით გამოაცხადა. როგორც შემდგომ ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა, სტალინმა აბსოლუტურად ზუსტად და თანმიმდევრულად გათვალა დასავლეთის ნაბიჯები, მიმართული საბჭოთა ქვეყნის წინააღმდეგ; ეკონომიკურ-პოლიტიკური სანქციები, ბოიკოტი და ყველაზე მთავარი და საშიში მსოფლიო მშვიდობისთვის – ანტისაბჭოთა სამხედრო ალიანსის შექმნა. ლაპარაკია, რა თქმა უნდა, „ნატოზე“. სხვათა შორის, თითქმის 80 წლის წინანდელი სამხედრო-პოლიტიკური ვითარება ძალიან ჰგავს დღევანდელ ანალოგიურ ვითარებას. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს უკრაინა გამანადგურებელ ომში იმყოფება, უმძიმეს ვითარებაში და სრული კატასტროფის პირას. მაშინ კი უკრაინა საბჭოთა ქვეყნის ნაწილი იყო და აყვავების გზაზე იდგა. მართალია, მაშინ „ნატო“ შეიქმნა, მაგრამ სტალინის ძალისხმევით, საბჭოთა საზღვრებიდან საკმაოდ შორს იმყოფებოდა. პლუს ამას, ასევე, სტალინის ძალისხმევით, საბჭოთა კავშირს უზარმაზარი ბუფერული ზონა ჰქონდა. ომის დაწყების შემთხვევაში, „ნატოს“ ჯერ ეს უძლიერესი ბარიერი უნდა გადაელახა და მხოლოდ ამის მერე შეიძლებოდა საბჭოეთზე პირდაპირი იერიშის მიტანა. მათი მხრიდან, სურვილიც ძალიან დიდი იყო, თუმცა, განუხორციელებელი და ამაში დამსახურება სტალინის გენიას ჰქონდა. საბჭოთა ბელადმა, ერთი მხრივ, დიდი წარმატებით გამოიყენა იმ პერიოდის პოლიტიკური რეალობები. მეორე მხრივ კი, პირადად, უშუალო ჩარევით გაანეიტრალა მომავალი საფრთხე და თავიდან აიცილა მესამე მსოფლიო ომი. როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ახლაც, „ნატოს“ მთავარი დამრტყმელი არმია, სამხედრო ძალა, ამერიკული არმიაა. თუმცა, ევროპული ძალების გარეშე ამ ალიანსის მოქმედება წარმოუდგენელია. ევროპის მთავარი ძალები კი გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთია. იმ პერიოდში გერმანია დემილიტარიზებული და გაყოფილი იყო. დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ანტისაბჭოური ფაქტორი იყო. ამიტომ რჩებოდა საფრანგეთი და სტალინმა „ნატოსთან“ მიმართებაში სწორედ საფრანგეთი გამოიყენა. როდესაც საფრანგეთის „ნატოში“ შესვლის საკითხი დადგა, სტალინმა ასეთი კომბინაცია გაათამაშა. საბჭოთა ბელადმა გენერალი შარლ დე გოლი მოსკოვში ოფიციალურად მიიწვია და ყველა ის პატივი მიაგო, რაც დიდი ქვეყნის მმართველს ეკუთვნოდა. თუმცა, დე გოლს მაშინ ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა. გენერალი დე გოლი ნაციონალური გმირი, საერთო ეროვნული ლიდერი იყო. მას ყველა, ერთად აღებულ, ფრანგ პოლიტიკოსზე მეტი რეიტინგი ჰქონდა და ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო თავის სამშობლოში. აშკარა იყო, რომ გენერალი დე გოლი ძალიან მალე პრეზიდენტის პოსტსაც იოლად დაიკავებდა. მოსკოვში სტალინსა და დე გოლს მრავალსაათიანი პირადი საუბარი ჰქონდათ. საბჭოთა ბელადმა ფრანგი ლიდერი პირადად გააცილა სამშობლოში. რამდენიმე დღეში კი გენერალმა, ფაქტობრივად, ანტინატოური კამპანია გააჩაღა. დე გოლმა ეროვნულ ასამბლეაში შეიტანა პეტიცია. მასში პუნქტებად იყო ჩამოყალიბებული მოთხოვნები, თუ რა პირობით უნდა შესულიყო საფრანგეთი ამ გაერთიანებაში. ყველაზე მთავარი პუქტები იყო: საფრანგეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარისკაცს (ასევე, „ნატოს“ ეგიდით) ფეხი არ უნდა დაედგა; საფრანგეთს სამხედრო მონაწილეობა არ უნდა მიეღო ომებში „ნატოს“ ეგიდით; აგრეთვე, „ნატოს“ აბრევიატურა ინგლისურთან ერთად ფრანგულენოვანიც უნდა ყოფილიყო. დე გოლის ყველა მოთხოვნა გაითვალისწინეს და საფრანგეთი „ნატოში“ გაწევრიანდა... ამით „ნატოს“ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა დააკლდა და ეს იყო სტალინის პოლიტიკის შედეგი. საბჭოთა ბელადის ძალისხმიევა და ამის პარალელურად, დასავლური ორიენტაციის საფრანგეთი დასავლურ სამყაროში საბჭოთა კავშირის ლობი გახდა. ეს კი თითქმის წარმოუდგენელი რამ იყო. ასევე, გაღრმავდა და გაძლიერდა საბჭოთა კავშირ-საფრანგეთის სავაჭრო-კულტურული და სხვა ურთიერთობები. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ საფრანგეთი ერთადერთი კაპიტალისტური ქვეყანა იყო, სადაც საბჭოთა სამეცნიერო, კულტურული, სპორტული თუ სხვა დელეგაციები ხშირად მიემგზავრებოდნენ. სტალინი უსერიოზულესი პოლიტიკური კომბინაციების უზადო დიდოსტატი იყო და საფრანგეთის, ფაქტობრივად, გადმობირება ამის ნათელი დასტურია. საბჭოთა ბელადის ამ ძალისხმევამ მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. დღესდღეობით კი ამ რეალობის გაცამტვერებას ცდილობენ.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან