როგორ მოიპარეს საბჭოთა მზვერავებმა ვატიკანიდან წიგნი-პანაცეა
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 17.08

ლავრენტი პავლეს ძე ბერია მრავალმხრივი ნიჭისა და განსაკუთრებული შესაძლებლობების პიროვნება იყო. ტყუილად როდი უწოდებდნენ მას ყოვლისშემძლე მინისტრს. და მართლაც, ბერია, სტალინის შემდეგ, თითქმის ყოვლისშემძლე პიროვნება იყო იმ უზარმაზარ ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა.
აკადემიკოსი იური გოლუბევი: „როგორც ჩემი გამოკვლევებით დავრწმუნდი, ლავრენტი ბერიას სტალინის გარდაცვალების მერე სრულიად ახალი ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა სურდა. მიაღწევდა კიდეც დასახულ მიზანს, შეთქმულებს ასე ვერაგულად რომ არ მოეშორებინათ თავიდან. სხვადასხვა საბუთის გაშიფვრისა და გაანალიზების შემდეგ შევადგინე იმ სახელმწიფოს მოდელი, რომლის შექმნა-განვითარებაზე ინტენსიურად მუშაობდა ლავრენტი პავლეს ძე. მართალია, საბჭოთა კავშირში თითქმის ყველა სოციალური მომსახურება უფასო იყო, ხოლო ფასიანს კი ძალიან მიზერული, შეიძლება ითქვას, სიმბოლური ფასები ედო, მაგრამ ბერია გეგმავდა, ერთი მხრივ, ყველაფრის ხარისხის საგრძნობლად გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, კი, მოსახლეობისთვის ისეთი მომსახურების უფასოდ მიწოდებას, როგორიც იყო გაზი და ელექტროენერგია. ნიშანდობლივი და ხაზგასასმელი ფაქტია ის, რომ ბერიას გეგმაში ჰქონდა მედიცინის ისეთ დონეზე აყვანა, რომ სიკვდილიანობა თითქმის ნულამდე დასულიყო და, რაც არ უნდა უცნაურად და დაუჯერებლად ჟღერდეს, საამისოდ ის საიდუმლო ცოდნის გამოყენებას აპირებდა. საქმე კი ის იყო, რომ იტალიიდან ჯერ კიდევ მუსოლინის მმართველობის დროს გამოქცეულმა და საბჭოთა კავშირში თავშეფარებულმა მეცნიერ-ლინგვისტმა სანდრო კავალერიომ ბერიას უჩვენა ორი გაშიფრული ფურცელი, რომელზეც დაწვრილებით იყო აღწერილი კანდიდოზის მოსარჩენი მალამოს დამზადების ტექნოლოგია. კავალერიომ ბერიას უთხრა, რომ ეს რეცეპტი მან ვატიკანში ზესაიდუმლოდ დაცული წიგნიდან გაშიფრა. თავდაპირველად ბერიას ძალიან გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ უზარმაზარ, საგანგებოდ დაშიფრული წიგნში, პრაქტიკულად, ყველა დარგში არსებული საიდუმლო ტექნოლოგიები იყო თავმოყრილი. ამ საუბარს ბერიას მოადგილე, სერგო გოგლიძე ასე გადმოსცემდა: „სანდრო კავალერიო მე მივიყვანე ლავრენტი პავლოვიჩთან. საბჭოთა კავშირში გამოქცევისთანავე კავალერიო ბერიასთან შეხვედრას ლამობდა, მაგრამ, ჯერ მე მივიღე, ვესაუბრე და მან ვატიკანში ზესაიდუმლო წიგნის არსებობის შესახებ მიამბო, თან, მის მიერვე გაშიფრული ორფურცლიანი ტექსტიც მიჩვენა. ბერიამ იტალიელი მეცნიერი ძალიან მალე მიიღო და გულდასმით მოუსმინა. თუმცა, მისი მონათხრობი „პანაცეას წიგნის“ შესახებ არ დაიჯერა და იტალიელი პროფესორისთვის რომ არ ეწყენინებინა, ასეთი რამ უთხრა მისსავე იტალიურ ენაზე:
– სენიორ პროფესორო, მოდი, ასე გავაკეთოთ: ამ თქვენი გაშიფრული ფურცლის რეცეპტით ჩვენს ფარმაცევტებს მალამოს დავამზადებინებ და დანარჩენზე შემდეგი შეხვედრის დროს ვილაპარაკოთ.
კავალერიომ ბერიას კანდიდოზის საწინააღმდეგო მალამოს რეცეპტი დაუტოვა და წავიდა. ფარმაცევტებმა ზუსტად იმ მცენარეებითა და რეცეპტით დაამზადეს მალამო და შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. გაოცებული იყო თვით ბერიაც. მალამო ფრჩხილის სოკოთი მძიმედ დაავადებულ, უიმედო ავადმყოფებს სამჯერ წაუსვეს და ასიდან ასივე სრულად განიკურნენ... ბერიამ სასწრაფოდ დაიბარა კავალერიო. დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი და გაირკვა, რომ ამ წიგნში არა მარტო უებარი წამლების რეცეპტები, არამედ სხვა, უფრო რთული, მათ შორის ტექნოლოგიური სიახლეები იყო თავმოყრილი.
– თქვენ სხვა ტექსტებიც გაქვთ გაშიფრული? – ჰკითხა ბერიამ კავალერიოს.
– არა. მხოლოდ სოკოს მალამო. შემდგომ კი იქიდან გამომაგდეს.
– აბა, საიდან იცით, რომ იმ წიგნში ტექნოლოგიური სიახლეებიცაა. მათ შორის ტექნიკური?
– რამდენიმე სათაური გავშიფრე და იქიდან, ბატონო ბერია.
ბერიამ კავალერიოს ფეშენებელური ბინა გამოუყო და კარგი ხელფასი დაუნიშნა. ჩვენ კი დაგვავალა, რომ რაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ის წიგნი მოგვეპოვებინა. ჩვენმა მზვერავებმა ამ ამოცანას დიდი წარმატებით გაართვეს თავი და 1947 წელს ვატიკანის ბიბლიოთეკიდან ეს წიგნი მოსკოვში ჩამოიტანეს და კავალერიომ ბერიას მითითებით მისი გაშიფვრა დაიწყო.“
როგორც ჩემთვის ცნობილია, კავალერიომ ოცამდე ტექნოლოგიის გაშიფვრა მოასწრო და გარდაიცვალა. ბერიას კი ეს წიგნი თავის საგანგებო, საიდუმლო სეიფში ჰქონდა შენახული. და, როდესაც ბერია ვერაგულად მოკლეს, მისი სეიფიდან ეს წიგნი უკვალოდ გაქრა და მისი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან