ბელადები

როგორ ითვისებდა სტალინი ციმბირს ფარულად

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 24.10

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინის გენიალური პოლიტიკოსობა აბსოლუტურად ყველაფერში გამოიხატებოდა. სტალინს შეეძლო, ღიად ემოქმედა და ესა თუ ის საკითხი ისე გაეხმაურებინა, რომ მთელ მსოფლიოს გაეგო. აგრეთვე, ემოქმედა ფარულად, საიდუმლოდ და საჭიროებიდან გამომდინარე, უზარმაზარი პროექტი ისე დაემალა, როგორც ნემსი თივაში.

იაკობ კედმი: „იოსებ ბესარიონის ძე სტალინს ბუნებრივად ჰქონდა მომადლებული კონსპირაციის ნიჭი. ჯერ კიდევ „კობას“ (სტალინის პარტიული ფსევდონიმი) ტყუილად როდი უწოდებდა ლენინი „დიად კონსპირატორს“. სტალინის ხელში იყო ბოლშევიკური მოძრაობის მთელი საიდუმლო – არალეგალური ქსელი თავისი ფინანსებით, შეიარაღებითა და სხვა ატრიბუტიკით. რევოლუციური მოძრაობა თავისთავად გულისხმობდა ზეკონსპირაციას და სტალინის ძალისხმევით, ბოლშევიკებს ეს შესანიშნავად გამოსდიოდათ. სულ რაღაც 27 წლის იყო სტალინი, როდესაც რუსეთის იმპერიის ერთბაშად თხუთმეტ დიდ ქალაქში ათეული ათასობით რკინიგზის მუშების საპროტესტო გამოსვლები განახორციელა და დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მასშტაბური აქცია გამოეპარა როგორც პოლიციას, ასევე „ოხრანკასაც“. უკვე აღარაფერს ვამბობ იმ ათეულობით ექსპროპრიაციის აქციებზე, რომლებსაც პირადად სტალინი გეგმავდა. უმეტეს მათგანში პირადად მონაწილეობდა და ბოლშევიკთა პარტიულ სალაროში ათეულობით მილიონი მანეთი შეჰქონდა. უკვე ხელისუფლებაში მყოფი სტალინი კვლავ წარმატებით იყენებდა თავის ამ შესანიშნავ ნიჭს და ერთ-ერთი ასეთი დაფარული გრანდიოზული პროექტი იყო ციმბირის სიმდიდრეების ფარული, ათვისება...“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის ყველაზე გრანდიოზული საიდუმლო პროექტი, მკვლევრების აზრით, ატომური ბომბის დამზადება იყო. არავინ დავობს, რომ ატომური პროექტი უაღრესად საიდუმლოდ განხრციელდა და ეს არცაა გასაკვირი, მაგრამ ჩემი აზრით, ატომური პროექტის საიდუმლოს დაცვა ბევრად უფრო იოლი იყო, ვიდრე ის, რომ ცნობისმოყვარე თვალისგან დაემალათ ციმბირის თვალუწვდენელ სივრცეში წარმოებული გიგანტური სამუშაოები წიაღისეულის ათვისებისა თუ სხვა მიმართულებებით. ამ საქმიანობაში ხომ ათეულ ათასობით ადამიანი იყო ჩართული. შენდებოდა დაბები, ქალაქები, საწარმოები და ამის შესახებ გარეშე თვალს არაფერი დაუნახავს.“

არსენ მარტიროსიანი: „ციმბირის სიმდიდრეებისა და ინფრასტრუქტურის საიდუმლოდ ათვისების პროცესი 1936 წელს დაიწყო და ომის პერიოდშიც არ შეწყვეტილა. სწორედ ამ პროცესმა მისცა საშუალება საბჭოეთს, ომისგან დანგრეული ქვეყანა ძალიან სწრაფად აღდგენილიყო და მეტიც – მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნებისთვის მნიშვნელოვნად გაესწრო განვითარებაში. ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს კი გათანაბრებოდა და ზოგიერთი კომპონენტით, გადაესწრო კიდეც მისთვის. უინსტონ ჩერჩილი თავის მემუარებში წერდა: „ნამდვილად დავაღე პირი, როდესაც ვნახე, თუ რა კოსმიური მასშტაბებითა და სისწრაფით აღდგა საბჭოთა კავშირი. როგორც გაირკვა, თურმე, სტალინი ციმბირის ათვისების პროცესს საიდუმლოდ ახორციელებდა, თანაც ათწლეულის განმავლობაში, ისე, რომ ყურმოკვრითაც კი ვერავინ შეიტყო ამის შესახებ“.

სტალინმა კარგად უწყოდა იმპერიალისტების დიდი ხნის წინანდელი სურვილები და გეგმები იმის შესახებ, რომ რუსეთისთვის როგორმე ციმბირი ჩამოეშორებინათ, თავად გადაენაწილებინათ და იქიდან კოლოსალური სარგებელი მიეღოთ. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ თუ კაპიტალისტური სახელმწიფოები ციმბირის ათვისების ამბავს შეიტყობდნენ, შეიარაღებული შეტევაც კი განეხორციელებინათ ამის წინააღმდეგ... ამიტომ საბჭოთა ბელადმა ქვეყანა სამხედრო კონფლიქტისგან დააზღვია და მშვიდად მოამზადა საფუძველი ქვეყნის შემდგომი გაძლიერებისთვის.“

იაკობ კედმი: „სხვათა შორის, სტალინმა, თავისი ამა თუ იმ ქმედებებით არაერთხელ გადაარჩინა საბჭოთა კავშირია მერიკასთან და დანარჩენ დასავლურ ბლოკთან ომს, რომელიც აუცილებლად გადაიზრდებოდა მესამე მსოფლიო ომში. საბჭოთა ბელადის ამ უნიკალურ თვისებას – ომითვის თავის არიდების ნიჭს – იმ პერიოდის ყველა მსოფლიო ლიდერი განსაკუთრებულად აღნიშნავდა. ყველაზე კარგად საბჭოთა ბელადს სტალინისა და კომუნიზმის დაუძინებელი მტერი უინსტონ ჩერჩილი ახასიათებდა. ბრიტანელი პრემიერის ცნობილ მემუარებში სტალინს ძალიან დიდი ადგილი უკავია და ჩერჩილი მას კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდ, ძლევამოსილ მმართველად მოიხსენიებს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, იოსებ სტალინის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შემფასებელი ადოლფ ჰიტლერი იყო. ფაშისტმა ფიურერმა თავის ცნობილ „ბუნკერულ დღიურებში“ სტალინზე დაწერა: „საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი ძლევამოსილი მმართველია ძლევამოსილი ქვეყნისა, რომელიც თავადვე ააშენა. მე, გერმანელი ერის ფიურერი, პირწმინდად დამამარცხა საბჭოთა ქვეყნის ბელადმა და მივდივარ, რა ამქვეყნიდან, ქედს ვიხრი ამ ძლევამოსილი ადამიანის წინაშე...“

არ არსებობს უკეთესი შემფასებელი, ვიდრე შენი მტერი და ჩერჩილიც, ჰიტლერიც, თუნდაც რუზველტი და თვით დე გოლიც სტალინის იდეოლოგიური მტრები იყვნენ. თუმცა, თავიანთ დღიურებსა თუ მემუარებში არცერთ მათგანს სტალინზე აუგი არ უთქვამთ, ამიტომ გაოცებას იწვევს იმ, ეგრეთ წოდებული, მკვლევრების ზედაპირული შეფასებები სტალინისა, რაც უფრო მეტად ანტიპიარის როლს ასრულებს, ვიდრე ობიექტური კვლევისა თუ ანალიზისა. სტალინზე ობიექტური კვლევები ჯერ კიდევ წინაა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა