როგორ იხსნა სტალინმა მილიონობით ადამიანი მონობისგან
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.05

სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მმართველი იყო და ამას ხაზგასმით აღნიშნავენ მისი მოწინააღმდეგეებიც კი. სტალინი მართლაც იყო უდიდესი აღმშენებელი, მილიონობით ადამიანის დამცველი და უპრეცედენტო სოციალური თანასწორობის დამყარებული. ის იყო უდიდესი პოლიტიკოსი, რომელიც ყოველთვის თავისი ხალხისა და სახელმწიფოსთვის იღვწოდა.
იაკობ კედმი: „თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირი ლენინის პროექტი იყო. თუმცა, მას (ლენინს) ამის განხორციელება არ დასცალდა და ძალიანაც კარგი, რომ იმ სახით, რომლითაც ის ამას გეგმავდა, არ მოხდა. სინამდვილეში, ეს პროექტი სტალინმა დაგეგმა და დიდმა ბელადმა თავადვე განახორციელა, ამასთან, განახორციელა ძალიან გონივრულად, თანამიმდევრობით და უმაღლესი კლასის პოლიტიკოსის სიზუსტით. მართალია, მას დიდი დაბრკოლება შეხვდა, მეორე მსოფლიო ომის სახით, მაგრამ სტალინი პოლიტიკოს-იუველირი იყო და ყველა წახნაგი აბსოლუტური სიზუსტით განახორციელა. მე კი ახლა ამ ბრილიანტის (იგულისხმება საბჭოთა სახელმწიფო) ერთ წახნაგს შევეხები. ამ წახნაგს კი ინდუსტრიალიზაცია ეწოდება.
ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია სტალინმა იმ პერიოდში განახორციელა, როდესაც ოკეანის მეორე ნაპირზე, მეორე უდიდეს იმპერიაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში, „დიდი დეპრესიის“ პერიოდი მძვინვარებდა. ეკონომიკა სულს ღაფავდა, მილიონობით ადამიანი უმუშევარი იყო და შიმშილობდა. იხურებოდა ბანკები. კოტრდებოდნენ მსხვილი, ცნობილი ფირმები და მათი საწარმოები და სწორედ ამ მომენტს „ჩაავლო“ გენიალურმა საბჭოთა მმართველმა, იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა. დიდი ბელადი მარტივი, მაგრამ გენიალურ სქემით მოქმედებდა. სტალინმა ძალიან იაფად შეიძინა გაჩერებული, უმაღლეს დონეზე მოდერნიზებული ამერიკული ქარხნები თავიანთი აღჭურვილობით. ყველაფერი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონში განათავსა და ისინი საჭიროებისამებრ დაუკავშირა ერთმანეთს გეოგრაფიულ-ეკონომიკური კუთხით. სტალინმა საკმაოდ სარფიანად დაიქირავა მოწინავე ამერიკელი ინჟინერ-სპეციალისტები და კვალიფიციური მუშები (ბევრი მათგანი, ოჯახებთან ერთად, შემდგომ საბჭოეთში დარჩა. დაუოჯახებლები კი იქ დაოჯახდნენ) და ეს უზარმაზარი სისტემა აამუშავა. ყველა ძირითადი საწარმოს მმართველი ოკეანის გაღმიდან ჩამოყვანილი სპეციალისტი იყო. თუმცა, სტალინმა მოადგილეებად მათ საბჭოთა ნიჭიერი, მაგრამ ნაკლები გამოცდილების სპეციალისტი დაუნიშნა, რომლებიც შემდგომ თავად გახდნენ მმართველები. უზარმაზარი სამუშაო ძალა კი, რომლებიც ამ საწარმოების მომსახურებას სჭირდებოდა, სტალინმა პატიმრებს შორის შეარჩია და სწორედ ისინი აშენებდნენ ვოლგა-დონის არხს, დნეპროჰესსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს. სამაგიეროდ, სტალინმა მათ პრივილეგიები დაუწესა და ვინც კეთილსინდისიერად იმუშავებდა, დროზე ადრე თავისუფლდებოდა სასჯელისგან. ამ მარტივმა სისტემამ გრანდიოზული შედეგი მოიტანა და ქვეყანა უმოკლეს დროში დადგა ფეხზე. მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი თავის მემუარებში წერდა – „საბჭოთა ინდუსტრიალიზაციამ საბჭოთა კავშირი უდიდეს სახელმწიფოდ გადააქცია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული „დიდი დეპრესიის“ ფონზე განხორციელდა. საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის შემოქმედი იოსებ სტალინია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მმართველია და ის რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩემი კონკურენტი ყოფილიყო, ჩვენს არჩევნებში ის უდიდესი უპირატესობით მოიგებდა...“ ასეთ შეფასებას რომ რუზველტი აკეთებს სტალინზე, იქ კომენტარი ზედმეტია. და, რაც არ უნდა იყვირონ ანტისტალინელებმა, ყველა ჯურის ტურებმა, ეს მხოლოდ ჭყივილია და მეტი არაფერი. რეალური საქმეები კი სტალინს რჩება და ამის იგნორირება შეუძლებელია.
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ სტალინის მიერ აშენებული სახელმწიფოს ნგრევას თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდა და ეს პროცესი ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანეს. ფუნდამენტი დარჩა და ეს ფუნდამენტი ისეთი მყარი იყო, რომ მასზე ახალი სახელმწიფოს აშენება იყო შესაძლებელი, რაც ჩემი აზრით, წარმატებით დაიწყო და ხორციელდება. სტალინი, მართალია, უმკაცრესი მმართველი იყო, მაგრამ ამის გარეშე მოხდებოდა საბჭოთა კავშირის აღორძინება? განა მოხდებოდა მილიონობით ადამიანის გათავისუფლება მონობისგან და მათთვის ნორმალური სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა? ამის გარეშე, განა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ბრწყინვალე გამარჯვება და ფაშიზმისა და იაპონური მილიტარიზმის დამხობა? ამის გარეშე, ამ სიმკაცრის გარეშე, ეს ყოველივე წარმოუდგენელია და ამ სიკეთის შემოქმედი გენიალური სტალინია.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან