როგორ იყენებდა ბერია უცხოელ აგენტებს „ბრმად“
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 27.08

ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამ საქმიანობაში ის ძირითადად უშიშროების ორგანოებს იყენებდა. თავად გეგმავდა ხოლმე სპეცოპერაციებს. ზოგ შემთხვევაში ეს ადამიანი არაორდინარულად სასტიკ, ვერაგულ მეთოდებსაც კი იყენებდა საბოლოო წარმატების მისაღწევად. თუმცა, ასეთ ვერაგობას ის არასოდეს იყენებდა საკუთარი კადრების მიმართ.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ლავრენტი ბერიას გონებრივი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატებოდა მისი კოლეგების ანალოგიურ კომპონენტს. მას განსაკუთრებულად განვითარებული ჰქონდა კომპლექსური, უბრალოდ რომ ვთქვათ, კომბინაციური აზროვნება. ასეთი რამ, ძირითადად, მოჭადრაკეებსა და ანალიტიკოსებს ახასიათებთ. თუმცა, საქმის საჭიროების გამო ბერიას ეს უნარი უკიდურესი ვერაგობით იყო შეჯერებული. „ლავრენტი პავლოვიჩს“ შეეძლო ადამიანები „ბრმად“ (ვ სლეპუიუ) გამოეყენებინა: განვმარტავ – „ბრმად“ გამოყენება ნიშნავს, როდესაც რაღაცას ასრულებინებ ადამიანს (ამ შემთხვევაში სპეცდავალებას) თავად იცი, რომ ის ჩავარდება, დაიჭერენ. იმ ადამიანს (აგენტს) კი წარმოდგენაც არ აქვს ამის შესახებ. ასეთი კომბინაციები დაზვერვაში „მოსულა“. და ყოველთვის ორმაგი, ზოგჯერ სამმაგი ოპერაციების დროსაც კი გამოიყენება. მაგალითად, აგენტს აგზავნი რომელიმე „ობიექტის“ სალიკვიდაციოდ. მაგრამ, შენივე გაგზავნილს „უშვებ“, აჭერინებ. ეს კი გჭირდება იმისთვის, რომ ძირითადი ოპერაცია შენიღბო. მთავარ მიზანს მიაღწიო და უმეტეს შემთხვევაში ეს „ჩაშვება“ ნდობის მოპოვების მიზნით ხორციელდება... დავამატებ იმას, რომ ბერია თავის კარებს (საბჭოთა მოქალაქეებს) არასოდეს იყენებდა მსგავსი მიზნებისთვის და ეს მხოლოდ უცხოელებზე ვრცელდებოდა. ასეთი რამ განხორციელდა „წითელი კაპელის“ შემთხვევაშიც.“
„წითელი კაპელა“ ანტიფაშისტური ჯგუფების საერთო სახელწოდება იყო მართალია, უმეტესი მათგანი საბჭოთა დაზვერვასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. ერთმანეთსაც კი არ იცნობდნენ და საერთო კოორდინაციასა და დახმარებას მათ „ენკავედეს“ კურატორები უწევდნენ. ეს ჯგუფები მთელ ევროპაში იყვნენ გაფანტულები. მათი შემადგენლობა ინტერნაციონალური იყო და იქ შედიოდნენ ძირითადად „კომინტერნის“ წევრები. განსხვავებული მდგომარეობა სუფევდა გერმანულ ჯგუფში, სადაც მხოლოდ გერმანელი ანტიფაშისტები იყვნენ გაერთიანებული. 1942 წლის აგვისტო–სექტემბერში გერმანიაში მოქმედი ყველაზე ძლიერი ჯგუფის ყველა წევრი დააპატიმრეს. წამებით ათქმევინეს ყველაფერი და სიკვდილით დასაჯეს. ისინი გამოტყდნენ, რომ ჰიტლერზე ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ. ეს ჯგუფი „ჩაუშვა“ გერმანიის საგარეო დაზვერვის ოფიცერმა ვალტერ შერნერმა. შერნერი სინამდვილეში „ენკავედეს“ მიერ ჯერ კიდევ 1936 წელს იყო გადაბირებული და საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობდა. ანტიჰიტლერული შეთქმულების გახსნა ფიურერს რაიხსფიურერმა ჰიმლერმა და გერმანიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ვალტერ შელენბერგმა ერთად მოახსენეს. ფიურერმა შერნერთან შეხვედრა ისურვა. ხელი ჩამოართვა მას. „რკინის ჯვარი“ დაამაგრა მუნდირზე, წოდება მოუმატა და თავისი პირადი უსაფრთხოების სამსახურში შეიყვანა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შერნერი მუდმივად ჰიტლერის გვერდით უნდა ყოფილიყო და ეს ასეც მოხდა. ანუ, საბჭოთა დაზვერვის აგენტს მუდმივი წვდომა ჰქონდა ჰიტლერის „სხეულზე“ და მთელი იმ ვერაგული ოპერაციის მიზანიც სწორედ ეს იყო. შერნერს ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო ფიურერის ლიკვიდაცია. ის მხოლოდ მოსკოვის ბრძანებას ელოდა და წინასწარ იცოდა, რომ თავი უნდა გაეწირა. ხოლო „გესტაპოს“ წამებას რომ გადარჩენოდა, მას კალიუმციანიდი ამპულა მუდმივად თან ჰქონდა – მუნდირის საყელოში ჩაკერებული და საჭირო მომენტში ჩაკვნეტდა. შერნერის ასეთი „დაბმა“ (კამიკაძედ გადაქცევა) გამოწვეული იყო ერთადერთი რამით – მას (შერნერს) მოსკოვში ჰყავდა მეუღლე და სამი ტყუპი ვაჟი, რის შესახებაც ფაშისტებმა არ იცოდნენ. ანუ „ენკავედეს“ შერნერის რუსი მეუღლე და ტყუპები მძევლებად ჰყავდა.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „წითელ კაპელასთან“ დაკავშირებული ისტორიის ნაწილი სანახევროდ ბურუსითაა მოცული. ანუ, ის, რომ შერნერი ჰიტლერის მოსაკლავად უნდოდათ და ამისთვის „წითელი კაპელის“ ერთ-ერთი გერმანული ჯგუფი გაწირეს, ასპროცენტიანია. მაგრამ საინტრესოა ის, თუ რატომ არ გაიცა ჰიტლერის მკვლელობის ბრძანება? შერნერი ხომ ფიურერს ბუნკერშიც ახლდა თან? ხოლო, როცა ჰიტლერის დამწვარი ცხედარი აღმოაჩინეს, შერნერი ერთი წლით არსად გამოჩენილა. 1946 წლის ივნისში კი ის უკვე მოსკოვშია (შერნერი 1972 წელს გარდაიცვალა), ანუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჰიტლერი გაიქცა. შერნერი მას თან ახლდა. ამის შესახებ საბჭოთა დაზვერვამ იცოდა და თუ ეს ასე იყო, რა ძალები იდგნენ ყოველივე ამის უკან?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...