ბელადები

როგორ გაუცვალა სტალინს დასავლეთმა იტალიაში პოლონეთი და იუგოსლავია

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.06, 2022 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი მიზანდასახული, რკინის ნებისყოფიანი პოლიტიკური მოღვაწე იყო და დიდებული გროსმაისტერების არ იყოს, პოლიტიკურ თამაშში ისეთ მოულოდნელ სვლებს აკეთებდა, რომ ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა.

იაკობ კედმი: „სტალინს სიტყვის შესრულება შეეძლო (ეს ყველაზე ხშირად ხდებოდა), სიტყვის შეუსრულებლობაც (თუკი ოპონენტი პირველი გატეხდა სიტყვას) და უკვე შეთანხმებულის გადასინჯვაცა და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაც. სწორედ ამ უკანასკნელის თვალნათელი მაგალითია პოტსდამის კონფერენციის მეორე ნახევრის მიმდინარეობა. ამ მონაკვეთში სტალინმა დასავლეთი, ფაქტობრივად, ოსტატურად „გააცურა“.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი პოტსდამის კონფერენციაზე პირველად წარდგა მოკავშირეების წინაშე. ის რუზველტის გარდაცვალებამ აიყვანა ამ პოსტზე და ჩერჩილსა და სტალინს არ იცნობდა, რომლებიც გამოცდილებიდან გამომდინარე, პოტსდამში მთავარი მოთამაშეები იყვნენ. თუმცა ისე მოხდა, რომ დიდ ბრიტანეთში იმ პერიოდში მიმდინარე არჩევნების დროს ჩერჩილმა წააგო, მოიგო კლემენტ ეტლიმ და პოტსდამში „ბრიტანელი ლომის“ (ჩერჩილის მეტსახელი) ნაცვლად სწორედ ის დაბრუნდა. ფაქტობრივად, სტალინი ერთადერთი ფავორიტი იყო პოტსდამში და მან მოქმედება დაიწყო.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „პოტსდამში რომ მივემგზავრებოდით, მსოფლიო პრესა წერდა: ეს იქნება ფორმალური ხასიათის შეხვედრა, რადგან ყველა ძირითადი საკითხი ყირიმის კონფერენციის დროს შეთანხმდა და ლიდერები მხოლოდ ხელს მოაწერენ ფუნდამენტურ დოკუმენტებს. იმავდროულად, კი შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს გაიცნობენ და მოსინჯავენ, რა ბიჭიაო... მართალია, იმ პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერის არჩევნები ტარდებოდა, მაგრამ აზრადაც არავის მოსვლია, რომ ჩერჩილი წააგებდა. თუმცა, სტალინმა გამომგზავრების წინ მითხრა: გამორიცხული არაა, რომ ჩერჩილმა ვერ გაიმარჯვოს და ეს წყალს ჩვენს წისქვილზე დაასხამსო.

– კობა, შენ ფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენს სასარგებლოდ შეცვლი რამეს? – ვკითხე სტალინს.

– ამაში დარწმუნებული ვარ, – მიპასუხა სტალინმა და დააყოლა, – ერთიან პროსაბჭოურ სივრცეს კიდევ უფრო გავაფართოებთ.

და, მართლაც, როდესაც პოტსდამში კლემენტ ეტლი ჩამოვიდა ახალი პრემიერის რანგში, სტალინის გვერდით ის ისე გამოიყურებოდა, როგორც კატის კნუტი ლომთან (დაახლოებით, ასეთი შეფარდება იყო სტალინსა და ტრუმენს შორისაც).

საქმე ის იყო, რომ სტალინი და ჩერჩილი შეთანხმებული იყვნენ, რომ პოლონეთისა და იუგოსლავიის, ასევე, იტალიის ნახევარზე საბჭოეთს ექნებოდა გავლენა, მეორე ნახევარზე კი – დიდ ბრიტანეთს. ამას ყირიმში რუზველტიც დაეთანხმა და არც ტრუმენი წავიდა წინააღმდეგი. ახლად გამომცხვარ ოპონენტებს კი სტალინმა შესთავაზა, რომ იუგოსლავია და პოლონეთი მთლიანად გადმოსულიყო საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში, სამაგიეროდ, იტალია ყოფილიყო მთლიანად დასავლეთის. და მართლაც, ასე მოხდა და სწორედ ამ სახის დოკუმენტებს მოეწერა ხელი პოტსდამში და სტალინმა, ფაქტობრივად, გააცურა ოპონენტები. სიმართლე რომ ვთქვა, იტალიის ხელიდან გაშვება არც მე მომეწონა და ეს ვუთხარი კიდეც სტალინს. მან კი მიპასუხა: ცდები, იტალიას მაინც ვერ მივიმხრობთ ბოლომდე და იქ სხვა ტიპის პოლიტიკაა გასატარებელი. სამაგიეროდ, პირველ რიგში, პოლონეთი და შემდგომ კი იუგოსლავია გეოპოლიტიკურად ძალიან გამოგვადგებაო.

ამ პასუხის მერე სტალინთან კამათი აღარ დამიწყია და როგორც ყოველთვის, ის მართალი აღმოჩნდა.“

მოგვიანებით ჩერჩილი აღნიშნავდა: „სტალინმა მორიგი პოლიტიკური თამაში მოიგო და ისეთი გონებამახვილური კომბინაცია ჩაატარა, რომ ზოგიერთი საერთოდ ვერ მიხვდა (ეს ეტლის ეხებოდა), ხოლო ზოგიერთი კი ძალიან გვიან მიხვდა (ეს ტრუმენზე ითქვა), სინამდვილეში რა მოხდაო...“ ჩერჩილისგან განსხვავებით, რომელიც კარგად იცნობდა სტალინის თამაშის სტილს, თუმცა ყოველთვის მარცხდებოდა მასთან, ტრუმენსა და ეტლის ეგონათ, რომ რადგან მიღწეულ შეთანხმებაში ეწერა, რომ ეგრეთ წოდებულ, პროსაბჭოურ ზონებში თავისუფალი არჩევნები ჩატარდებოდა, ხალხი უფრო პროდასავლურ ხელმძღვანელებს აირჩევდა, მაგრამ მოტყუვდნენ.

იაკობ კედმი: „დასავლეთმა ვერ შეაფასა კომუნისტების ძალა. უფრო სწორად კი, სტალინის დაუმარცხებელი თამაშის უნარი და ევროპამ წააგო...“

ევროპის „გაცურებით“ სტალინმა ბევრად უფრო გააძლიერა საბჭოთა გეოპოლიტიკური პოზიციები, რომლებიც თითქმის 50 წელი იყო მყარად, მაგრამ ის ანტისტალინელებმა გაანადგურეს...

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი