ბელადები

როგორ გამოიყენა სტალინმა თავისი მიზნებისთვის ესპანური პოლიგონი

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის ადამიანი იყო, ვისაც არასოდეს შეულახავს თავისი ქვეყნის ღირსება და ყველა ღონეს ხმარობდა საბჭოთა კავშირის გასაძლიერებლად და ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. საბჭოთა ბელადს არ ეშლებოდა პოლიტიკური სვლების გათვლა და ის ყოველთვის გროსმაისტერული ოსტატობით მოქმედებდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი შანსს არ უშვებდა, რომ საკუთარი ქვეყნის სამხედრო სიძლიერე გამოეცადა, სხვადასხვა ხერხით შეემოწმებინა და გაეძლიერებინა ის. პირველი დიდი გამოცდა ესპანეთის სამოქალაქო ომი იყო. საბჭოთა ბელადს ესპანეთის კანონიერმა რესპუბლიკურმა მთავრობამ დახმარება სთხოვა და სტალინიც ამოქმედდა. ესპანეთში მან ძველ, გამოცდილ ტექნიკასთან ერთად შეიარაღების ახალი ნიმუშებიც გაგზავნა და დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მათ ეფექტიანობას. რესპუბლიკელებთან დაპირისპირებულ ფრანკისტებს კი გარედან ფაშისტური გერმანია ეხმარებოდა შეიარაღებითა და ინსტრუქტორებით. რესპუბლიკელებს, გარდა ინტერნაციონალური მოხალისეებისა, საბჭოთა სამხედრო ინსტრუქტორებიც ეხმარებოდნენ. ესპანეთის სამოქალაქო ომი საცდელ პოლიგონად გადაიქცა ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა არმიის ტექნიკას შორის. და, ამ ბრძოლა-შეჯიბრებაში, მართალია, მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც ფაშისტურმა შეიარაღებამ გაიმარჯვა. ესპანეთის საამოქალაქო ომის დასრულებისა და ფრანკოს გამარჯვების შემდეგ სტალინს ფართო ანალიტიკური მოხსენება წარუდგინეს. საბჭოთა ბელადმა ყურადღებით წაიკითხა ეს მოხსენება და ფარული განკარგულება გასცა, რომ სასწრაფოდ დაეწყოთ როგორც მოძველებული სამხედრო ტექნიკის ხარვეზების გამოსწორება, ასევე ახალი მოდელების შექმნა. ამგვარად, ესპანური კამპანიის შემდეგ საბჭოთა ბელადმა „წითელი არმიის“ გადაიარაღების პროცესი დაიწყო. ეს კი დიდძალ ფინანსურ სახსრებსა და სხვა საჭირო რესურსს მოითხოვდა. გარდა სამხედრო გადაიარაღებისა, სტალინის ბრძანებით, განხორციელდა ევროპაში გლობალური სადაზვერვო-დივერსიული ქსელის ჩამოყალიბება. აგრეთვე, საგარეო დაზვერვის კადრების წმენდა. ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა ნიკოლაი ეჟოვმა. მან ეს ბრძანება საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად – შურისძიების პოლიგონად გადააქცია. მის მიერ „გაწმენდილი“ კადრების უმრავლესობა, 90 პროცენტი პატიოსანი და ერთგული კადრი იყო. ამიტომ, ეჟოვი ამ მოღალატეობრივ საქციელს შეეწირა და ის დახვრიტეს. მისი ადგილი კი ლავრენტი ბერიამ დაიკავა და უდიდესი წარმატებით განახორციელა საბჭოთა ბელადის ბრძანება... ერთი შეხედვით, ესპანური პოლიგონი სტალინისთვის ყველა სფეროში მარცხით დასრულდა. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა და სწორედ ესპანური პოლიგონი დაეხმარა საბჭოთა ბელადს არმიის მოდერნიზებაში. გარდა ამისა, სტალინის ძალისხმევით, მოსკოვში ჩამოიტანეს ესპანეთის სახელმწიფოს ოქროს მარაგი, რომელიც უკან აღარ დაბრუნებულა. და, სტალინს მყარი არგუმენტი ჰქონდა საამისოდ. პირველი არგუმენტი ის იყო, რომ ამ ოქროს ნახევარი იყო იმ სამხედრო-ტექნიკური მიწოდებების საფასური, რაც საბჭოთა კავშირმა ესპანეთში ჩაიტანა. მეორე ნახევარი კი იმიტომ არ დაბრუნდა, რომ ოქროს შენახვა სტალინს რესპუბლიკელთა კანონიერმა მთავრობამ სთხოვა. ხოლო მათი დამხობის მერე კი ძალაუფლება პუტჩისტმა გენერალმა ფრანსისკო ფრანკომ ჩაიგდო ხელში და საბჭოთა ბელადმა კატეგორიული უარი განაცხადა მისთვის ოქროს დაბრუნებაზე. ფრანკოს მოთხოვნაზე ოქროს მარაგის დაბრუნების თაობაზე ახლად გამომცხვარ დიქტატორს სტალინმა მოკლედ უპასუხა: აღადგინეთ სტატუს კვო. მთავრობაში დააბრუნეთ ხალხის მიერ კანონიერად არჩეული რესპუბლიკური მთავრობა და ოქროს მარაგს ოცდაოთხ საათში ჩამოგიტანთო.

ამის შემდეგ ფრანკოს აღარ მოუთხოვია სტალინისთვის ოქროს მარაგის დაბრუნება.

„წითელი არმიის“ მოდერნიზაციის მეორე ეტაპი საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი იყო. ეს საშინელი ზამთრის სამხედრო კამპანია მართალია, საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა – სტალინმა მოახერხა მოთხოვნილი ფინური ტერიტორიების მოპოვება, ბუფერული ზონის შექმნა, მაგრამ ეს გამარჯვება საბჭოთა კავშირს დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა. ფინურ სამხედრო კამპანიაში საბჭოთა კავშირმა 180 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, ერთი ამდენი კი დასახიჩრდა. ფინელების ზარალი კი, ცოცხალი ძალის სახით, ათჯერ ნაკლები იყო. ამ წარუმატებელმა წარმატებამ სტალინს საშუალება მისცა, წითელი არმიის უვარგისი, დრომოჭმული მმართველობა ახალი ხელმძვანელობით შეეცვალა. საბჭოთა ბელადმა დააწინაურა ის კადრები, ვინც მომავალში გადამწყვეტი როლი შეასრულა ფაშიზმის დამარცხებაში. ამ წარუმატებელ წარმატებას ერთი დიდი პლუსიც ჰქონდა. გააანალიზა რა ჰიტლერმა, რომ წითელმა არმიამ ერთი ბეწო ფინეთთან ომი უდიდესი დანაკარგებით მოიგო, ლოგიკურად იფიქრა, რომ მის არმიას ვერაფერს მოუხერხებდა და სტალინის წინააღმდეგ ომის დაწყება გადაწყვიტა. თუმცა, ფაშისტმა ფიურერმა ვერ გაითვალისწინა ის უდიდესი მრავალმხრივი პოტენციალი, რაც სტალინსა და მის ქვეყანას ჰქონდა... სტალინმა კი ყველა ეს პლუსი მაქსიმალურად, უდიდესი წარმატებით გამოიყენა და ფაშიზმს ბოლო მოუღო...

განა ტყუილად ნანობდა ადოლფ ჰიტლერი თავის ბუნკერულ დღიურებში სტალინთან ომის დაწყებას და აღნიშნავდა: საბჭოთა ბელადმა ჩემი შეცდომები უდიდესი წარმატებით გამოიყენაო. იმავე ბუნკერულ დღიურებში ჰიტლერი იმასაც წერდა: სტალინთან მე რომ არ დამეწყო ომი, ორიოდე წელიწადში თავად საბჭოთა ბელადი დამიწყებდა და მაინც დამამარცხებდაო... რამდენად დაუწყებდა სტალინი ჰიტლერს ომს, ეს სადავო საკითხია, მაგრამ აშკარაა, რომ სტალინმა ჰიტლერს მისი სიცოცხლის ბოლოს გონება გაუნათა. მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა